Feedback

მოგვწერეთ

სახელი:
ფოსტა:
ტექსტი:
დამცავი კოდი:
ჩვენი გუნდი

www.mediachecker.ge- არის მედიაკრიტიკის პლატფორმა, რომელზეც ტელე, ონლაინ და ბეჭდურ მედიაში განთავსებული ჟურნალისტური პროდუქტის ანალიზის შედეგებია თავმოყრილი. მედიაჩეკერი მკითხველს სთავაზობს სადისკუსიო სივრცეს პროფესიული სტანდარტების, ჟურნალისტური ეთიკის შესახებ. რედაქციის ჟურნალისტები ყოველდღიურად აკვირდებიან მაუწყებლებს, პრესას, ონლაინმედიას და  გამოვლენილი ტენდენციების შესახებ, სხვადასხვა სახელმძღვანელო წესებსა თუ მაუწყებელთა ქცევის კოდექსზე დაყრდნობით ამზადებენ მედიაპროდუქტის ანალიზის შედეგებს. 


ბლოგები - ამ განყოფილებაში მოწვეული ბლოგერების პოსტები ქვეყნდება. მართალია, პოსტების შინაარსში რედაქცია არ ერევა, თუმცა ბლოგპოსტები არ ეწინააღმდეგება მედიაჩეკერის ზოგად სარედაქციო მიდგომებსა და  ფასეულობებს. 


მკითხველის გვერდი - ამ განყოფილებაში მკითხველის მიერ მომზადებული მასალები დაურედაქტირებლად ქვეყნდება. თუკი პოსტი შეიცავს დისკრიმინაციულ გამონათქვამებს, სიძულვილის ენას, ის  არ გამოქვეყნდება. ამ განყოფილებაში მკითხველის მიერ გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა არ გამოხატავდეს რედაქციის პოზიციას. 




რუბრიკაში „მედიაენა“ სტილის რედაქტორი წერს ბლოგპოსტებს სხვადასხვა ენობრივი ხარვეზის შესახებ. აქვეა განთავსებული გრამატიკული შეცდომების ბაზა, სადაც სიტყვების სწორი და არასწორი ფორმებია მითითებული.


საიტის კიდევ ერთი რუბრიკაა მედიასამართალი, რომელშიც საკანონმდებლო ბაზა და პრეცედენტული სამართალი იყრის თავს.


ვებგვერდი განკუთვნილია ჟურნალისტებისთვის, ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებისა და სფეროთი დაინტერესებული სხვა პირებისთვის.


პროექტს, ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ახორციელებს. 


მისამართი: შიო მღვიმელის 6 ბ, ფიქრის გორა, თბილისი
საკონტაქტო ინფორმაცია: 2 91 28 70

E-mail: Info@mediachecker.ge 


იხილეთ ტექსტი ვრცლად
ჩვენი გუნდი
სალომე აჩბა
რედაქტორი
ლანა როყვა
ჟურნალისტი
თაზო კუპრეიშვილი
ჟურნალისტი
ნინო ლომიძე
სტილის რედაქტორი
თამთა აბუსელიძე
სოციალური მედიის მენეჯერი
გელა ბოჩიკაშვილი
ჟურნალისტი
ნატალია ვახტანგაშვილი
ჟურნალისტი
ალექსანდრე ქეშელაშვილი
ჟურნალისტი