Feedback

მოგვწერეთ

სახელი:
ფოსტა:
ტექსტი:
დამცავი კოდი:
2017-09-06
პირველი ქართული ჩატბოტი, რომელიც ჟურნალისტური ამბის თხრობისთვის შეიქმნა, უკვე ერთი კვირისაა. შეიძლება, ეს წინადადება ჯერ ბევრს არაფერს გეუბნებათ, მაგრამ ალბათ ერთი ან, მაქსიმუმ ორი წელია საჭირო, ვიდრე ჩატბოტები ახალი ამბების გავრცელების ჩვეულებრივი საშუალება გახდება. როგორ მოვედით აქამდე? 2011 წელს ერთმა ჩემმა მეგობარმა მაჩვენა Los Angeles Times-ის პროექტი. შავ-თეთრი ფოტო/ვიდეო კადრებით 6 თუ 7 წუთში მოთხრობილი ამბავი, რომელსაც ფონად მთხრობელის ხმის ნაცვლად, წარწერები, ამბის გმირების საუბარი და გარემოს ხმაური მიჰყვებოდა. ეს იყო ჩემი პირველი შეხვედრა მულტიმედიასთან - საინტერესო, ჩემთვის მანამდე უცნობი ... სრულად
2017-07-17
ყველაზე მარტივი პასუხი ამ კითხვაზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას აქვს. ქარტიის მე-7 პრინციპი ამბობს: ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე: ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით. ხშირად, ჟურნალისტები თავს იმართლებენ, რომ ბალანსის დაცვისთვის მეორე მხარე სჭირდებათ. სწორედ აქ არის პრობლემა - ძალადობის და დისკრიმინაციის მომხრე ვერასოდეს იქნება საზოგადოებრივი დისკუსიის პროცესში მეორე ლეგიტიმური მხარე. ... სრულად
2017-07-05
რამდენიმე შემთხვევა მახსოვს: 2012 წლის 18 სექტემბერს ის ვიდეო გავრცელდა, მერე „ციხის კადრები“ რომ ვუწოდეთ. საღამოს 7 - ზე დაიწყო გამოქვეყნება. მთელი ქალაქი იმ ღამესვე გარეთ გამოვიდა, მედია საგანგებო რეჟიმში მუშაობდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის მაყურებელმა მეორე დღემდე მომხდარის შესახებ არაფერი იცოდა. არ გაუშუქებია. 2015 წლის 13 ივნისს საღამოს სტიქია დაიწყო. ათეულობით ადამიანი დაზარალდა, 21 კი -გარდაიცვალა. წყალდიდობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება ღამის 12 საათისთვის დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ სხვა არხებთან შედარებით ადიდებულ მდინარესთან ტერიტორიულად ყველაზე ახლოს მდებარეობდა, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საკუთარ მაყურებელს ქუჩების ... სრულად
2017-06-28
2016 წლის ნოემბრის ბოლოს ინტერნეტ საძიებო სისტემებში საქართველოდან ყველაზე ხშირად ალბათ, სიტყვა „ჰეჯირება“ იგუგლებოდა. მაშინ, ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატის, დიმიტრი ქუმსიშვილის წინადადებამ - “მოსახლეობის უდიდეს ნაწილს იპოთეკური და სამომხმარებლო სესხები ჰქონდათ უცხოურ ვალუტაში და მათი ფინანსური ცოდნის სიმწირის გამო, მათ არ შეეძლოთ დაეჰეჯირებინათ აღნიშნული ტრანზაქციები” - საგონებელში ჩააგდო არამხოლოდ ქართული მედია, არამედ მთელი საზოგადოება. სხვა „უცხო“ სიტყვებთან ერთად, ყურს ყველაზე მეტად ეს „ჰეჯირება“ ჭრიდა. „ჰეჯირება“ ინგლისური სიტყვაა და არაპირდაპირ თარგმანში რისკის დაზღვევას, ქუმსიშვილის შემთხვევაში კი სესხის სავალუტო რისკისგან თავის ... სრულად
2017-06-19
2017 წლის 2 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახალიფოს“ რიგებში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, 25 წლის მუხმად ბაღაკაშვილი დაიღუპა. გარდაცვლილის მამის, ახმად ბაღაკაშვილის ცნობით, მისი შვილი სირიაში 19 წლის ასაკში წავიდა და იქ მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. მუხმადი 27-ეა საქართველოდან, რომელიც სირიასა და ერაყში მიმდინარე საომარ მოქმედებებს შეეწირა. ბუნებრივია,  ისლამურ სახალიფოში საქართველოს მოქალაქეთა ყოფნა და მათი ამბის გაშუქება ჩვენი მედიის ფოკუსში ხშირად ექცევა. თუმცა, ბოლო პერიოდში გამოიკვეთა ტენდენცია, სადაც გარკვეული მედიასაშუალებები ისლამური სახალიფოსა და საქართველოს ურთიერთკავშირს ... სრულად
2017-06-16
თითქოს რთულია, ქართულმა სატელევიზიო გადაცემებმა გაგაოცოს. აქამდე მეგონა, რომ გია ჯაჯანიძის შოუ ქართული სატელევიზიო პროდუქტების ფსკერი იყო, თუმცა აღმოჩნდა, რომ გაოცების რესურსი კვლავ მოიპოვება მედიასივრცეში. 15 ივნისის გადაცემა პროფილში, მაია ასათიანმა მოახერხა და ახალ საფეხურზე ჩაიყვანა თავისივე საავტორო თოქ-შოუ "პროფილი". იმდენი პრობლემური რამ მოხდა ერთ გადაცემაში, რომ დახარისხებაც კი გამიჭირდა. პირველად, როცა გადაცემის პრომო ვნახე, რამდენიმე წუთი არ მჯეროდა, რომ ეს მართლა ხდებოდა. სტუდიაში წრეზე ისხდნენ რიგი, საეჭვო ღირებულებების მქონე ადამიანები და საზოგადოებრივი მორალის კენწეროდან ასამართლებენ ქალს, რომელიც თავის ... სრულად
2017-06-14
საქართველოს, ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს ევროინტეგრაციის მიმართულებით. ხანგრძლივი მოლაპარაკების შედეგად, ქვეყანამ 2014 წელს გააფორმა ასოცირების ხელშეკრულება და უზრუნველყო ევროკავშირის ინსტიტუციური და ეკონომიკური დაახლოება. ღრმა და ყოვლისმომცველმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებამ ევროკავშირის 500 მილიონიანი ბაზარი გახსნა, რაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის წინგადადგმული დიდი ნაბიჯია. 2017 წელს კი ძალაში შევიდა რეგულაცია უვიზო მიმოსვლის შესახებ, რომლითაც საქართველოს მოქალაქეებმა შენგენის წევრ ქვეყნებში მხოლოდ ბიომეტრიული პასპორტით შეუძლია გადაადგილება. ამ შესაძლებლობით, დღეისათვის უკვე ისარგებლა 12ათასზე მეტმა ... სრულად
2017-05-20
გასულ წლებთან შედარებით 2017 წლის 17 მაისი ქართული ტელესივრცისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი მოვლენა აღმოჩნდა. იქიდან გამომდინარე, რომ ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, არნახული უსაფრთხოების ზომების დაცვით, კონსპირაციულად მიგვიყვანა საქართველოს კანცელარიის შენობასთან, ექსცესები და დაპირისპირება არ ყოფილა. ჩვენი თავისუფლების შეზღუდვის ხარჯზე, მშვიდობიანად ჩატარებული ერთსაათიანი აქცია, ქართველი ჟურნალისტებისათვის სეირის ჩვენების შანსი ვერ გახდა. მიუხედავად ამისა, კანცელარიასთან მისულებს ჟურნალისტებისა და ოპერატორების მთელი არმია დაგვხვდა. ყველა გამალებით ელოდა თუ როგორი ადამიანები ჩამოვიდოდნენ ... სრულად
2017-05-15
2013 წლის 17 მაისს, პარასკევ შუადღეს, თბილისში იმდენი მოცლილი აღმოჩნდა, რომ რუსთაველის გამზირზე, ათასობით ადამიანი ოცდაათკაციანი შეკრების დასარბევად გამოვიდა. გაზაფხულის ეს ერთი დღე დიდი პოლიტიკური მნიშვნელობის მომენტად იქცა. ამ დღეს სახელმწიფომ საკუთარი უსუსურობა დაადასტურა მართლმადიდებლური ეკლესიის წინაშე და საკუთარი მოქალაქეები, მათსავე ტერიტორიაზე, ძალადობისგან ვერ დაიცვა. პოლიციას ოცდაათი ადამიანის რუსთაველის ტერიტორიიდან გაპარება მოუწია. ამ პროცესში ოცდაათ ადამიანზე მონადირე ხალხმა სცემა ჟურნალისტები, ჩალეწა ავტობუსების და სამარშრუტო ტაქსების შუშები და გაანადგურა ქალაქის ინფრასტრუქტურა. დღის ბოლოს, მოძალადე ათასობით ადამიანიდან, მხოლოდ რამდენიმე ... სრულად
2017-05-01
სამყარო რომ უფრო თუხთუხებს, ვიდრე, ვთქვათ, 10 წლის წინ, მგონი, ვთანხმდებით. დღე არ გავა, მსოფლიოს რომელიმე წერტილიდან ისეთი ცნობა არ გავრცელდეს, წინა დღისას რომ ფარავს, მეორეხარისხოვანს ხდის, ისტორიის მოსახვევებში კარგავს. ინფორმაციის გავრცელების ტემპმაც თავისი როლი შეასრულა ამ დინამიზმში - ის, რაც დროის შემდეგ ვრცელდებოდა, ვთქვათ, მე-20 საუკუნის მიწურულს, წამებში ვრცელდება 21-ე საუკუნის ათიან წლებში. ამ საუკუნის გარიჟრაჟიდან კი არა, ბოლო ათ წელიწადში ბევრი რამ თვალხილული გახდა ყველაზე მივიწყებული ადგილიდანაც კი. ვინ გააკეთა ეს? ვინ გარდაქმა სამყარო პოლიტიკური გადაწყვეტილებების გარეშე?.. ვინ აათავდაყირავა ყველაფერი? პოეტი რომ ვიყო, ან, თუნდაც, ... სრულად
1 2 3 4 5 6 7 8 9 10