Feedback

მოგვწერეთ

სახელი:
ფოსტა:
ტექსტი:
დამცავი კოდი:
2015-05-25
„უბრალოდ სიკვდილით დავსჯით“, – ასე გამოეხმაურა ტაილანდის სამხედრო ხუნტის ხელმძღვანელი პრაიუტ ჩან-ოჩა რეპორტიორების კითხვებს, თუ რას მოიმოქმედებს ქვეყნის ხელისუფლება იმ ჟურნალისტების წინააღმდეგ, ვინც სიმართლეს არ ამბობს. მანამდე პრაიუტი ამბობდა, რომ შეუძლია ქვეყანაში ნებისმიერი მედიასაშუალების დახურვა. თუმცა ახლა, როგორც ირკვევა, ტაილანდელი სამხედროები, რომლებიც გადატრიალების შედეგად ხელისუფლებაში მოვიდნენ, უფრო სერიოზულად არიან განწყობილები. „არ არის აუცილებელი, მთავრობის მხარე იყოთ, მაგრამ თქვენ უნდა იყოთ სიმართლის მხარეს“, – განაცხადა გენერალმა. ჩვენ უფრო გაგვიმართლა და განსხვავებულ რეალობაში ვცხოვრობთ. საქართველო იმ ქვეყანათა ... სრულად
2015-05-19
1987 წელს, თითქმის ოცდაათი წლის წინ, აშშ-ში, ვესტ ვირჯინიაში მდებარე ქალაქ უილიამსონში, ერთი მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა. იქ ამერიკული ტელესივრცის ვარსკვლავი ოპრა ვინფრეი იმყოფებოდა. ოპრამ თავისი ტოკ-შოუს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გადაცემა ჩაწერა. ამ გადაცემის მასშტაბურობა იმაში გამოიხატებოდა, რომ მასში ქალაქის მოსახლეობის დიდი ნაწილი იღებდა მონაწილეობას. ისინი ორ ფლანგზე არაპროპორციულად იყვნენ განაწილებულნი, რადგან მათი უმრავლესობა იმ ერთ აივ ინფიცირებულ გეი მამაკაცს ესხმოდა თავს, რომლის გამოც ოპრა უილიამსონში ჩავიდა. ოცი წლის შემდეგ ოპრა დაბრუნდა უილიამსონში და მაშინდელი დისკრიმინაციის მსხვერპლზე თავდამსხმელებს აზრი ხელახლა ჰკითხა. ... სრულად
2015-05-13
როგორც ამბობენ, ობიექტური რეალობა არ არსებობს - არსებობს რეალობის მხოლოდ სუბიექტური იდენტიფიცირებები, გარემო კი ისეთია, როგორსაც ხედავ. ეს, ალბათ, ნახევრად სავსე და ნახევრად ცარიელ ჭიქას შორის სხვაობაა, როდესაც გამოხატულება იდენტურია და სხვაობას მხოლოდ აღქმის დამოკიდებულება გვაძლევს. შეგვიძლია ირონიით ისიც ვთქვათ, რომ ქართველი ტელემაყურებელი, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში მის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შეფასებას ცდილობს, გარკვეულწილად, არჩევანით განებივრებულია. მას ტელევიზორის მართვის პულტის ღილაკზე თითის მარტივი დაჭერით შეუძლია რეალობის ერთი პოლუსიდან მეორეზე გადაინაცვლოს. ამ შემოთავაზებული რეალობის მიღების გზაზე კი ტელემაყურებელს ... სრულად
2015-05-11
ფილოსოფოს ჯონ ლოკს სჯეროდა, რომ ბავშვები უცხო ქვეყანაში ჩასული მოგზაურები იყვნენ, რომლებსაც ამ ქვეყნის შესახებ არაფერი გაეგებოდათ. მას სჯეროდა, რომ ბავშვებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა აზრი გამოეხატათ, მაგალითად, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე, ის იზიარებდა ტრადიციულ შეხედულებას, რომ ბავშვებს, „რაციონალური“ ზრდასრულებისგან განსხვავებით, არ აქვთ პოლიტიკური უფლებები. თანამედროვე დემოკრატიული ფილოსოფია ცვლის პარადიგმას და ამბობს, რომ ბავშვები თანასწორი, ღირსების მატარებელი, სრულფასოვანი მოქალაქეები არიან და თანაბრად სარგებლობენ ყველა სიკეთით, რომელსაც საზოგადოება იღებს ადამიანის უფლებების აღიარებით და რეალიზებით. თანამედროვე პარადიგმა აღიარებს, ... სრულად
2015-05-07
სოციალური ეთიკის პროფესორს, დონალდ შრივერს, თავის სტატიაში „ჟურნალისტიკა და დემოკრატიული მეხსიერება“ ერთი საინტერესო მაგალითი მოჰყავს: 1993 წელს ABC-ის რეპორტიორმა სერბ ჯარისკაცს ჰკითხა: „რატომ ებრძვით ბოსნიელ მუსულმანებს?“ ჟურნალისტმა მოკლე პასუხი მიიღო: „იმისთვის, რაც კოსოვოში გაგვიკეთეს“. კოსოვოსთვის კი 1389 წელს იომესო, იხსენებს პროფესორი და განმარტავს, რომ კოლექტიურ მეხსიერებას პოლიტიკოსებთან და რელიგიურ წინამძღვრებთან ერთად ჟურნალისტებიც აყალიბებენ. უდავოა, რომ თანამედროვე ეპოქაში ისტორიის პირველ ვერსიას სწორედ მედია ქმნის და თავადვეა მერე გადახდენილი ამბების არაერთხელ შემხსენებელი. სახალხო მეხსიერება, რომელიც სოციალური იდენტობის აგრესიული ... სრულად
2015-05-04
„რა უფრო დიდი ბოროტებაა, მოძალადე დადიოდეს თავისუფლად და ყოველი ჩვენგანის შვილს საფრთხე ემუქრებოდეს, თუ ის, რომ მშობელი გამოვაჩინეთ და ამით ბავშვის იდენტიფიცირება მოხდა?!“ ეს შეკითხვა არ არის! ეს გახლავთ სატელევიზიო შოუს პროდიუსერის პასუხი სამოქალაქო სექტორის მხრიდან გამოხატულ პროტესტზე, როცა წამყვანმა გია ჯაჯანიძემ თავის საავტორო გადაცემაში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გოგონას დედა მიიწვია და ეს შემზარავი ფაქტი, საკმაოდ პიკანტურ დეტალებზე მინიშნებით, მაყურებლის წინაშე გააშიშვლა. სამწუხაროდ, ამ შოუს მთავარი გმირის, 5 წლის გოგონას, იდენტიფიცირება მოხდა...შოუ შედგა. არის თუ არა ბოროტება მსხვერპლის ... სრულად
2015-04-27
,,როცა სხვის ტყუილს ვიმეორებ, მატყუარა ვარ?” - კარგა ხნის წინ მკითხა უფროსმა შვილმა. მახსოვს, მაშინ ერთმანეთს ვერ გავუგეთ. ვერაფრით დავარწმუნე, რომ სხვისი ტყუილის გამავრცელებელიც ჩვეულებრივი მატყუარაა - ,,სხვამ თუ თქვა და მე მხოლოდ გავიმეორე, რა შუაში ვარ?!” - იყო მისი პასუხი. ეს ამბავი ხშირად მახსენდება, როცა მედიაპროდუქციის ერთ ნაწილზე ვფიქრობ. მედიაც სწორედ ასე, პატარა ბავშვივით, იქცევა ხოლმე, როცა სხვისი სიცრუის ტირაჟირებისას მიიჩნევს, რომ ეს მისი პასუხისმგებლობა არ არის. საკუთარ მასალებში რედაქციები, ასე თუ ისე, ცდილობენ ე.წ. მეორე მხარის ჩაწერით სხვის მიერ თქმული სიცრუის ,,დაბალანსებას” და ხშირად ახერხებენ კიდეც. ოღონდ, ... სრულად
2015-04-23
რამდენიმე დღის წინ მედიამ საზოგადოებას ამცნო, რომ14 წლის ბიჭი, სავარაუდოდ, სუიციდის მიზნით, მე-8 სართულიდან გადმოხტა. მამამ კი თავი მოიკლა. ბიჭი შესაძლოა გადარჩეს, თუმცა, ამ დროისთვის უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ქართულ მედიას ვერ გადაურჩა. ტრაგედიის ხარჯზე ქართულმა ტელეარხებმა, ალბათ, ამჯერადაც აწიეს რეიტინგი, რასაც კაცმა არ იცის, კიდევ რამდენი მცირე თუ დიდი ტრაგედია მოჰყვება. უკვე ყველას შეუძლია გაიგოს, ვინ იყო არასრულწლოვანი, რომელიც “მე-8 სართულიდან გადმოხტა და რომლის მამამაც თავი მოიკლა”. ამბის გაშუქებისას ქართული ტელემედია ისეთი ჰომოგენური და თან ერთსულოვანი აღმოჩნდა, როგორც არასდროს. ჟურნალისტები ერთმანეთს ასწრებდნენ იმ კორპუსისა ... სრულად
2015-03-31
ოდესმე თუ გითქვამთ, რომ ჟურნალისტი ხართ, აუცილებლად შეგაგებებდნენ - რომელ ტელევიზიაში? საქართველოში რეპორტიორად რომ აღგიქვან, ხელში ტელევიზიის მიკროფონი უნდა გეჭიროს. იმის გამო, რომ საერთო ეროვნული მაუწყებლები საქართველოს ტერიტორიის ყველაზე დიდ ნაწილს ფარავენ, მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიღების ძირითადი წყარო სწორედ ისინი არიან. ხალხიც ცნობს პერსონებსაც და ლოგოსაც.   ლოგოიანი მიკროფონი კი ქართული ჟურნალისტიკის ყველაზე თვალსაჩინო სავიზიტო ბარათი გახდა. ეს არის ნივთი, რომლის ქონის შემთხვევაში, შეგიძლია კითხვის დასმა გააწყვეტინო კოლეგას, რომელსაც მიკროფონის ნაცვლად დიქტოფონი უჭირავს, რესპონდენტი გაიყვანო შუა პრესკონფერენციიდან, ბრიფინგის ... სრულად
2015-03-28
რამდენიმე წლის წინ ევროკავშირის წარმომადგენელმა საქართველოში, ფილიპ დიმიტროვმა პრესკონფერენცია გამართა. ბევრი ილაპარაკა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივებზე და დასასრულს ჟურნალისტებს კითხვების დასმა სთხოვა. დარბაზში სიჩუმე იყო, ინტერესი არავის გამოუხატავს. დიმიტროვიც ოთახიდან გავიდა. ყველა ჟურნალისტი უკან გაჰყვა - კომენტარის გასაკეთებლად გააჩერეს. ოპერატორებმა კადრი გაასწორეს, ერთმა დაიძახა „დაიწყეთ“. ელჩიც იდგა ასე და ვერ გაეგო რა ეთქვა. პრესკონფერენციის შინაარსი მოაყოლეს. კითხვა არავის ჰქონია. მას შემდეგ სიტყვა „დაიწყეთ“ უამრავ პრესკონფერენციაზე მოვისმინე. ... სრულად
2 3 4 5 6 7 8 9 10 11