Feedback

მოგვწერეთ

სახელი:
ფოსტა:
ტექსტი:
დამცავი კოდი:
2017-09-06
პირველი ქართული ჩატბოტი, რომელიც ჟურნალისტური ამბის თხრობისთვის შეიქმნა, უკვე ერთი კვირისაა. შეიძლება, ეს წინადადება ჯერ ბევრს არაფერს გეუბნებათ, მაგრამ ალბათ ერთი ან, მაქსიმუმ ორი წელია საჭირო, ვიდრე ჩატბოტები ახალი ამბების გავრცელების ჩვეულებრივი საშუალება გახდება. როგორ მოვედით აქამდე? 2011 წელს ერთმა ჩემმა მეგობარმა მაჩვენა Los Angeles Times-ის პროექტი. შავ-თეთრი ფოტო/ვიდეო კადრებით 6 თუ 7 წუთში მოთხრობილი ამბავი, რომელსაც ფონად მთხრობელის ხმის ნაცვლად, წარწერები, ამბის გმირების საუბარი და გარემოს ხმაური მიჰყვებოდა. ეს იყო ჩემი პირველი შეხვედრა მულტიმედიასთან - საინტერესო, ჩემთვის მანამდე უცნობი ... სრულად
2017-03-27
1993 წელს სამხრეთ აფრიკელმა ფოტოჟურნალისტმა, კევინ კარტერმა სუდანში გადაიღო კადრი, რომელმაც ის ჯერ პულიტცერის პრემიამდე, შემდეგ კი თვითმკვლელობამდე მიიყვანა. ამ საკმაოდ ცნობილ კადრზე, რომელსაც "შიმშილი სუდანში" ჰქვია, გამოსახულია ბავშვი, რომლის უკანაც რამდენიმე მეტრში სვავი ჩამომჯდარა. ამ კადრმა გამოქვეყნებისთანავე გამოიწვია უამრავი შეკითხვა კევინ კარტერის მიმართ. ყველა ამ შეკითხვის ძირითადი არსი ერთი იყო: "რა ბედი ეწია ბავშვს?" რატომ არ გადაარჩინა კარტერმა ბავშვი? რა უფრო მნიშვნელოვანი იყო, კადრი, თუ ადამიანის სიცოცხლე? ან რატომ არაფერი იღონა ფოტოგრაფმა თუნდაც კადრის გადაღბის შემდეგ? ასეთი დილემა ჟურნალისტიკის ისტორიაში უცხო არ არის. კევინ კარტერის შემთხვევა ... სრულად
1