Feedback

მოგვწერეთ

სახელი:
ფოსტა:
ტექსტი:
დამცავი კოდი:
2017-06-16
თითქოს რთულია, ქართულმა სატელევიზიო გადაცემებმა გაგაოცოს. აქამდე მეგონა, რომ გია ჯაჯანიძის შოუ ქართული სატელევიზიო პროდუქტების ფსკერი იყო, თუმცა აღმოჩნდა, რომ გაოცების რესურსი კვლავ მოიპოვება მედიასივრცეში. 15 ივნისის გადაცემა პროფილში, მაია ასათიანმა მოახერხა და ახალ საფეხურზე ჩაიყვანა თავისივე საავტორო თოქ-შოუ "პროფილი". იმდენი პრობლემური რამ მოხდა ერთ გადაცემაში, რომ დახარისხებაც კი გამიჭირდა. პირველად, როცა გადაცემის პრომო ვნახე, რამდენიმე წუთი არ მჯეროდა, რომ ეს მართლა ხდებოდა. სტუდიაში წრეზე ისხდნენ რიგი, საეჭვო ღირებულებების მქონე ადამიანები და საზოგადოებრივი მორალის კენწეროდან ასამართლებენ ქალს, რომელიც თავის ... სრულად
2016-03-24
ბრიუსელში მომხდარი ტერორისტული აქტების გაშუქებამ საერთაშორისო მედიაში კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ სოციალურ ქსელ Twitter-ს ინფორმაციის გავრცელებასა და ზოგადად, ‘ნიუსის’ შექმნაში უდიდესი როლი აქვს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტ ქეთი ქარდავას მიერ აეროპორტში გადაღებული ფოტო, ფაქტობრივად ბრიუსელის მოვლენების სიმბოლოდ იქცა და ყველა წამყვამა საერთაშორისო გამოცემამ გამოიყენა. უნდა აღინიშნოს, რომ თავად ქეთი ქარდავამ ფოტო მის პირად Facebook გვერდზე გააზიარა და რთული სათქმელია, მოხვდებოდა თუ არა ეს მასალა წამყვანი გამოცემების პირველ გვერდებზე, რომ არა Twitter, სადაც ფოტო მყისიერად გავრცელდა (მაგრამ არა ქეთი ქარდავას მიერ). ჩემი პირადი აზრია და ცხადია ამას ემპირიულად ვერ ... სრულად
2015-11-03
„ნიჭიერი“ ქართულ სატელევიზიო სივრცეში ალბათ ყველაზე რეიტინგული და წარმატებული შოუა, რომელიც სხვა არაერთი მუსიკალურ-გასართობი გადაცემის მსგავსად, უცხოურის ქართულ ანალოგს წარმოადგენს. ასეთი გადაცემები ბევრი ნიჭიერი ადამიანისთვის ტალანტის წარმოჩენის კარგ პლატფორმას ქმნის. ასევე, ხშირად ვხვდებით ისეთ მონაწილეებს, ვისთვისაც ტალანტი ოდნავ უფრო სუბიექტურ კონცეპტს შეიძლება წარმოადგენდეს. მეორე კატეგორია, როგორც წესი, შოუს „სასაცილო“ ნაწილს ქმნის. ასეა ყველა ქვეყანაში და საქართველოც გამონაკლისს არ წარმოადგენს. წლების განმავლობაში „რუსთავი ორმა“ არაერთი ასეთი სასაცილო სახე შექმნა და ასევე არაერთხელ გადააბიჯა იმ ზღვარს, რომელიც სასაცილოსა და ... სრულად
1