Feedback

მოგვწერეთ

სახელი:
ფოსტა:
ტექსტი:
დამცავი კოდი:
2017-05-20
გასულ წლებთან შედარებით 2017 წლის 17 მაისი ქართული ტელესივრცისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი მოვლენა აღმოჩნდა. იქიდან გამომდინარე, რომ ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, არნახული უსაფრთხოების ზომების დაცვით, კონსპირაციულად მიგვიყვანა საქართველოს კანცელარიის შენობასთან, ექსცესები და დაპირისპირება არ ყოფილა. ჩვენი თავისუფლების შეზღუდვის ხარჯზე, მშვიდობიანად ჩატარებული ერთსაათიანი აქცია, ქართველი ჟურნალისტებისათვის სეირის ჩვენების შანსი ვერ გახდა. მიუხედავად ამისა, კანცელარიასთან მისულებს ჟურნალისტებისა და ოპერატორების მთელი არმია დაგვხვდა. ყველა გამალებით ელოდა თუ როგორი ადამიანები ჩამოვიდოდნენ ... სრულად
2017-05-15
2013 წლის 17 მაისს, პარასკევ შუადღეს, თბილისში იმდენი მოცლილი აღმოჩნდა, რომ რუსთაველის გამზირზე, ათასობით ადამიანი ოცდაათკაციანი შეკრების დასარბევად გამოვიდა. გაზაფხულის ეს ერთი დღე დიდი პოლიტიკური მნიშვნელობის მომენტად იქცა. ამ დღეს სახელმწიფომ საკუთარი უსუსურობა დაადასტურა მართლმადიდებლური ეკლესიის წინაშე და საკუთარი მოქალაქეები, მათსავე ტერიტორიაზე, ძალადობისგან ვერ დაიცვა. პოლიციას ოცდაათი ადამიანის რუსთაველის ტერიტორიიდან გაპარება მოუწია. ამ პროცესში ოცდაათ ადამიანზე მონადირე ხალხმა სცემა ჟურნალისტები, ჩალეწა ავტობუსების და სამარშრუტო ტაქსების შუშები და გაანადგურა ქალაქის ინფრასტრუქტურა. დღის ბოლოს, მოძალადე ათასობით ადამიანიდან, მხოლოდ რამდენიმე ... სრულად
2017-04-05
“ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.” მუხლი 7, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია 2010 წელს, როდესაც ბათუმში ათეულობით აღგზნებულმა ადამიანმა ქართველობის არარსებული მტრის წინააღმდეგ გაილაშქრა, ჩვენს ქვეყანაში ახალი თანამედროვე მითი იშვა. ეს მითი იმ რწმენას ეფუძნება, რომ სადღაც არსებობენ ადამიანები, რომლებიც ... სრულად
2016-02-05
ტელეკომპანია „იმედის“ რედაქცია და მესვეურები პასუხისმგებელნი არიან  ზიანზე, რომელსაც აყენებენ იმ მოწყვლად და დაუცველ სოციალურ ჯგუფებს, რომელთა სიცოცხლესაც საქართველოში ყოველდღიურად საფრთხე ემუქრება. ამის საუკეთესო მაგალითი (სხვა მრავალთან ერთად) 4 თებერვლის გია ჯაჯანიძის შოუც გახლდათ. წლების განმავლობაში ქართული ტოკ-შოუების წამყვანების მიერ შექმნილ მეთოდს ქართველი მამაკაცების ის ნაწილი იყენებს, რომელსაც საკუთარი სექსუალური იდენტობის დამალვა უნდა. ამ მამაკაცებს ქართულმა ყვითელმა ტელესივრცემ “სასურველი სასიძოების” წოდება მიანიჭა და  მეთოდის წარმატებაც ამ წოდების მოპოვებას ნიშნავს.  “სასურველი სასიძოების” ... სრულად
2016-01-04
ქართული მედიის საახალწლო ეთერი ტრადიცია ერთი და იმავეს ყოველწლიური გამეორებაა. ეს გამეორებით-კომპულსიური აშლილობა იმით არის განპირობებული, რომ ქართული ტელეკომპანიების მესვეურებს ღრმად სწამთ, რომ მათი მაყურებლები ყოველდღე იმაზე ფიქრით იღვიძებენ თუ ვინ მოხვდება საახალწლო კურიოზებში. იქიდან გამომდინარე, რომ ახალი წლის დღეებში მოსახლეობის უმრავლესობა ისვენებს და ქართული სუფრის თანმხლები ხშირად არის არავისთვის ჩართული ტელევიზორი, ქართული ტელეკომპანიებისათვის ყველაზე კეთილგონივრული საკუთარი ტელესივრცის მაქსიმალურად გამოყენება იქნებოდა. მიუხედავად ამისა, ტელეკომპანია “იმედმა” აბსოლუტურად სხვა სტრატეგია აირჩია. მან საკუთარ თავს კი არ გაუკეთა ... სრულად
2015-11-04
შოუ რომ სანახაობაა ამაზე ერთხელ უკვე დავწერე. მაშინ გია ჯაჯანიძის შოუზე და იმ გროტესკზე ვწერდი, რომლის მიზანიც საზოგადოების გართობა და იმის ჩვენებაა, რომ თუ მოგინდა ცხვარსაც დააბამ სტუდიაში და დიდი “ბროშკითაც” მიუჯდები სუფრას, გია სურამელაშვილთან და ქსოვრელებთან ერთად. მსგავსი შოუები, ქართულ ტელესივრცეში იმ პრინციპით მუშაობს, რომ სხვადასხვა იდენტობის მქონე ადამიანების გროტესკულ სახეებს ქმნის და შემდეგ მათ დასცინის. მსგავსი ქმედება კი როგორც წესი, ისედაც მოწყვლად ჯგუფებს დიდ ზიანს აყენებს. ამ ყვითელი შოუებისაგან განსხვავებით, უფრო მნიშვნელოვანი და „ყურებადია“ ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში გამართული უზარმაზარი ყრილობები, ... სრულად
2015-07-24
მე გია ჯაჯანიძის შოუს მაყურებელი ვარ! ჰიტლერი ცოცხალი რომ იყოს და საკუთარი შოუ ჰქონდეს, იმასაც აუცილებლად ვუყურებდი! ჩემთვის, სიტყვის თავისუფლების ველურ პირობებში, ყველაზე საინტერესო არის რამდენად უსაზღვრო და ტრიუმფალური შეიძლება იყოს გროტესკი. ამ შემთხვევაში, ყველაფერი პირდაპირ სამოქალაქო ცნობიერების ნაკლებობას უკავშირდება. სამოქალაქო ცნობიერების დეფიციტი კი, თავის მხრივ, იმაში გამოიხატება, რომ ფეხებზე გკიდია,როცა შენი საქციელი ზიანს აყენებს იმ რომელიმე სოციალურ ჯგუფს, რომელსაც შენი თანამოქალაქეები მიეკუთვნებიან. მითუმეტეს, როცა ეს სოციალური ჯგუფი ისედაც მოწყვლადი და მცირეა. გროტესკი ხელოვნებაა, სიმახინჯის კომიკურობამდე ... სრულად
2015-06-22
13 ივნისს საქართველოში ვბრუნდებოდი. თვითმფრინავი აგვიანებდა. დაგვიანების მიზეზად რომის თავზე არსებულ ღრუბელსა და დიდი რაოდენობით ნალექს ასახელებდნენ. თბილისში მშვიდობით ჩამოვედი. აეროპორტი სულ მშრალი იყო და როგორც მითხრეს, ერთი წვეთიც არ ჩამოვარდნილა. თუმცა დილის ხუთ საათზე სახლისკენ მიმავალმა ქალაქში მანქანების უჩვეულო სიმრავლე შევნიშნე, ხოლო ფილარმონიასთან გზის ჩამკეტ ბარიკადებზე მიმწყდარი ხალხი რაღაცის დანახვას ცდილობდა. ადამიანებს გვიყვარს სანახაობა. ჩვენ იმდენად გვიყვარს სანახაობა, რომ კოლიზეუმიც კი ავაშენეთ. სწორედ ამიტომ ჟურნალისტური მოხერხებაც მით უკეთესად ითვლება, რაც უფრო ახლოდან გვანახებს ტრაგედიის, სეირის ან სხვა სახის ... სრულად
2015-05-19
1987 წელს, თითქმის ოცდაათი წლის წინ, აშშ-ში, ვესტ ვირჯინიაში მდებარე ქალაქ უილიამსონში, ერთი მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა. იქ ამერიკული ტელესივრცის ვარსკვლავი ოპრა ვინფრეი იმყოფებოდა. ოპრამ თავისი ტოკ-შოუს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გადაცემა ჩაწერა. ამ გადაცემის მასშტაბურობა იმაში გამოიხატებოდა, რომ მასში ქალაქის მოსახლეობის დიდი ნაწილი იღებდა მონაწილეობას. ისინი ორ ფლანგზე არაპროპორციულად იყვნენ განაწილებულნი, რადგან მათი უმრავლესობა იმ ერთ აივ ინფიცირებულ გეი მამაკაცს ესხმოდა თავს, რომლის გამოც ოპრა უილიამსონში ჩავიდა. ოცი წლის შემდეგ ოპრა დაბრუნდა უილიამსონში და მაშინდელი დისკრიმინაციის მსხვერპლზე თავდამსხმელებს აზრი ხელახლა ჰკითხა. ... სრულად
1