Feedback

მოგვწერეთ

სახელი:
ფოსტა:
ტექსტი:
დამცავი კოდი:
2017-05-01
სამყარო რომ უფრო თუხთუხებს, ვიდრე, ვთქვათ, 10 წლის წინ, მგონი, ვთანხმდებით. დღე არ გავა, მსოფლიოს რომელიმე წერტილიდან ისეთი ცნობა არ გავრცელდეს, წინა დღისას რომ ფარავს, მეორეხარისხოვანს ხდის, ისტორიის მოსახვევებში კარგავს. ინფორმაციის გავრცელების ტემპმაც თავისი როლი შეასრულა ამ დინამიზმში - ის, რაც დროის შემდეგ ვრცელდებოდა, ვთქვათ, მე-20 საუკუნის მიწურულს, წამებში ვრცელდება 21-ე საუკუნის ათიან წლებში. ამ საუკუნის გარიჟრაჟიდან კი არა, ბოლო ათ წელიწადში ბევრი რამ თვალხილული გახდა ყველაზე მივიწყებული ადგილიდანაც კი. ვინ გააკეთა ეს? ვინ გარდაქმა სამყარო პოლიტიკური გადაწყვეტილებების გარეშე?.. ვინ აათავდაყირავა ყველაფერი? პოეტი რომ ვიყო, ან, თუნდაც, ... სრულად
2017-04-10
ჩვენში, სამწუხაროდ, კრიტიკამ გაკილვა-გაკიცხვის, უარეს შემთხვევაში კი გალანძღვის მნიშვნელობა შეიძინა - კრიტიკოსი ხარ? უფ, გამოდის, რომ ობიექტს (ან სუბიექტს) ქარცეცხლი უნდა დაატეხო თავს და ისიც ერთგვარად იბოჭება მაშინ, როცა მისი კრიტიკოსი "ავტორიტეტული" პირია. რეალურად, ნამდვილი კრიტიკა პროდუქტის "სრულქმნილად" მიმოხილვაა - კარგის მოწონება და ცუდის დაწუნება, მერე ერთმანეთთან ყველაფრის ოსტატურად გაერთიანება და საზოგადოების "სამსჯავროზე" ახალი საკრიტიკო მასალის გამოტანა... იმ მასალისა, რომელსაც უკვე სხვა კრიტიკოსები "სრულქმნილად" მიმოიხილავენ, კრიტიკის ავტორს კარგს მოუწონებენ, ხოლო ცუდს, რასაკვირველია, დაუწუნებენ... ასე გაგრძელება "უსასრულოდაც" ... სრულად
2017-03-16
... როდესაც სატელევიზიო კომენტარის გაკეთება გიწევს, ან როცა რომელიმე LIVE თოქ-შოუში მონაწილეობ, თავმოყრილი აზრების უმრავლესობის გადმოცემას მიზეზთა გამო ვერ ახერხებ, - კომენტარისას ეთერში მხოლოდ ის ნაწილი ხვდება, რომელიც სიუჟეტის ავტორს მოსწონს, ხოლო თოქ-შოუთა დიდი ნაწილი იმდენად სწრაფი და მხოლოდ რეიტინგზე ორიენტირებულია, ცოტა ემოციური თუ ხარ, წნევამ, როგორც ამბობენ, შეიძლება, გხიოს! ტელევიზიას ვერ ანაცვლებს ვერც სოციალური ქსელი, FACEBOOK-ის ვრცელ, ანალიტიკურ, რესპექტაბელურ, აკადემიურ ბლოგს არ ჰყავს ბევრი მკითხველი. კვლევებიც ადასტურებს, ქსელის მომხმარებელთა დიდი ნაწილისთვის მაქსიმუმ ერთაბზაციანი, ანუ, აი, თვალის ერთი ... სრულად
1