Feedback

მოგვწერეთ

სახელი:
ფოსტა:
ტექსტი:
დამცავი კოდი:
2018-01-24
რამდენი გაქვს ხელფასი? ეს კითხვა ქართული რეალობის ერთ-ერთი უხერხულობაა, “დაოჯახებული ხარ?... “შვილი არ გიჩნდება?”... “მეორეს როდის გეგმავ?”- ს შემდეგ. სინამდვილეში, ხელფასი ადამიანის ცხოვრების ნაწილია. ისევე საჭირო, როგორც საქმე - რეალიზების და თვითგამოხატვის ყველაზე დიდი შესაძლებლობა. ხელფასი ძირითადად საიდუმლოცაა, პერსონალური საიდუმლო. ხელფასები კი შეიძლება იყოს ხელმისაწვდომი ინფორმაცია, მაგალითად, საჯარო პირების, საშტატო ნუსხისას ან შედარებით დახურული - საკონტრაქტო ურთიერთობის შემთხვევაში. თუმცა უმეტესად, ყველამ ყველაფერი ვიცით. ჯერ კიდევ შორს ვართ ერთმანეთის და საკუთარი პერსონალური ინფორმაციის პატივისცემის ... სრულად
2017-01-05
სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის არჩევნებისათვის რიგითი დამკვირვებელივით თვალის დევნება შეუძლებელია. მიზეზებს ძებნა არ უნდა, მაგრამ ვერ ვხვდები, მე რომელი უფრო მეტად მავსებს პასუხისმგებლობით, ის რომ: - 2004 წლიდან თვალს ვადევნებდი არხის დამოუკიდებლად გადაქცევის პროცესს; - ვმონაწილეობდი თითქმის ყველა საკანონმდებლო ცვლილებების პროცესში; -  როგორც ადვოკატს მომიგია მნიშვნელოვანი პროცესები საზმაუდან უკანონოდ გათავისუფლებული ადამიანების დაცვისას. მათ შორის, უკვე ყოფილი გენერალური დირექტორის იმპიჩმენტის პროცესიც; -  ვარ ხშირი რესპონდენტი და საკუთარი უმზეო სამუშაო ოთახივით ნაცნობია საზმაუს ... სრულად
2016-09-11
- ...რატომ არიან თანახმა კერძო მაუწყებლები მინიმალური კონტრიბუციით ჩაერთოს საზოგადოებრივი მაუწყებელი? - ...მე ვსაუბრობ კერძო მაუწყებლების მოტივაციაზე... - ...თქვენ ხედავთ თუ არა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის საშიშროებას? - ...ბატონო სულხან, თუ პრინციპულად მიუღებელია, ჩვენ შეგვიძლია ეს გადაწყვეტილება ახლა მივიღოთ... - ...რატომ მოიტანეთ ივლისის ბოლომდე ეს ამბავი? - ...თუ განიხილავდით ვარიანტს რომ საერთოდ არ ჩაეტარებინა? - ...არ განვიხილავდით, რადგან საზოგადოებრივ მაუწყებელს 8 საათიდან სჭირდება სატელევიზიო პროდუქტი... - ...ეგზიტპოლი არის ჩვეულებრივი ... სრულად
2016-06-21
მედია კლავს! ეს ძალიან ღია და მყვირალა ფრაზა კარგა ხანს ეკიდა ჩემი კოლეგის სამუშაო მაგიდაზე. მგონი, უფრო გასაფრთხილებლად და გამოსაფხიზლებლად. ეს წარწერა საიაში მედიისათვის ყველაზე ხელმისაწვდომ ოთახში იყო და ჟურნალისტებიც ხშირად დაბნეულები გვიყურებდნენ მეც და ავტორსაც. ბოლოს კი წარწერა გაქრა. ისე, რომ არავის უკითხავს, რას და როგორ კლავს მედია. მე 10 წელზე მეტია მედიასამართლით ვარ დაინტერესებული, თუმცა ხანდახან მედიისაგან დაზიანებულ ადამიანებსაც ვიცავ ხოლმე (რადგან მედიასამართალი მედიისათვის უსამართლობაში ხელშეწყობას სულაც არ ნიშნავს). ჩემი ერთ-ერთი ემოციური საქმე ზურა ვაზაგაშვილის მშობლების, იური და ციალა ... სრულად
2015-11-02
ჩვენ ფარული ჩანაწერების, წამების ფაქტების და მედიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების დროში ვცხოვრობთ. ამ და სხვა მახასიათებლების გამო, ქართული რეალობა ხშირად თავდაყირა აყენებს კაცობრიობის ბევრ დემოკრატიულ მიღწევას, მათ შორის, ლინკოლნის ფრთიან მოსაზრებასაც კი, რომლითაც გვაჯერებდა, რომ „მიეცით ხალხს შესაძლებლობა, იცოდეს ფაქტები და ქვეყანა უსაფრთხო იქნებაო“. დღეს ჩვენს ქვეყანაში ადამიანებმა იციან კანონიერი თუ უკანონო გზით მოპოვებული ფაქტების შესახებ. გასულ კვირას, სუს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის ... სრულად
2015-08-24
აგვისტო მნიშვნელოვანი თვეა ქართულ რეალობაში. წლის ყველაზე ცხელი ამბები, ამა თუ იმ მიზეზით, დროის აღნიშნულ მონაკვეთში იგეგმება და სრულდება. წლევანდელი აგვისტოც არაფრით არის გამონაკლისი - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, თამაზ ურთმელიძის განჩინების საფუძველზე, საქმეზე №2/15651-15, 2015 წლის 05 აგვისტოს, ყადაღა დაედო სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის“ პარტნიორების წილებს, უძრავ ქონებასა და მოძრავ ნივთებს. აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე მოხდა. ქიბარ ხალვაში ტელეკომპანიის ერთ-ერთი ყოფილი მეწილეა. მისი და „რუსთავი 2“-ის კავშირის შესახებ ყველა მითი და რეალობა საინტერესოდაა თავმოყრილი „საერთაშორისო ... სრულად
2015-07-17
“ოკუპაცია” ლათინური სიტყვაა (Occupation) და ქართულად, რომელიმე სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების მიერ სხვა ქვეყნის ტერიტორიის დროებით დაკავებას ნიშნავს. საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. მე არ ვიცი, როდის დაიწყეს ფიქრი რუსულმა ძალებმა დაპატრონებოდნენ ყველას და ყველაფერს სამყაროში… და მე არც ის ვიცი, როდის დასრულდება ეს ყოველთვის მარცხისთვის განწირული მცდელობა, მაგრამ ვიცი, რომ ახლა საქართველოში ოკუპაცია არის იმაზე მტკივნეული პროცესი, ვიდრე ეს ლექსიკონში ჩაწერილი სიტყვებით შეიძლება გამოიხატოს. რეალურად, რუსეთის მიერ ოკუპირებულია: საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი; ხელისუფლების ის წარმომადგენლები, ... სრულად
2015-06-10
„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ვებგვერდის მეშვეობით მე და ჩემსავით დაინტერესებული პირები კიდევ ერთი ახალი და არცთუ ისე უმნიშვნელო პროცესის მონაწილეები გავხდით. ამ ელექტრონულ მისამართზე ხელმისაწვდომია სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს 2015 წლის 28 აპრილის #295-ე გადაწყვეტილება, რაც უკვე გამხდარა საფუძველი „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2015-2016 წლების პროგრამული პრიორიტეტების განსაზღვრასთან დაკავშირებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისათვის. სამეურვეო საბჭოს წევრებმა, ძალიან დიდი ვნებათაღელვისა და დისკუსიების პირობებში შერჩეულმა ფავორიტებმა(ამაზე ოდნავ მოგვიანებით), საჯარო განხილვისათვის წარმოადგინეს საბჭოს საქმიანობის ყველაზე ... სრულად
2015-05-25
„უბრალოდ სიკვდილით დავსჯით“, – ასე გამოეხმაურა ტაილანდის სამხედრო ხუნტის ხელმძღვანელი პრაიუტ ჩან-ოჩა რეპორტიორების კითხვებს, თუ რას მოიმოქმედებს ქვეყნის ხელისუფლება იმ ჟურნალისტების წინააღმდეგ, ვინც სიმართლეს არ ამბობს. მანამდე პრაიუტი ამბობდა, რომ შეუძლია ქვეყანაში ნებისმიერი მედიასაშუალების დახურვა. თუმცა ახლა, როგორც ირკვევა, ტაილანდელი სამხედროები, რომლებიც გადატრიალების შედეგად ხელისუფლებაში მოვიდნენ, უფრო სერიოზულად არიან განწყობილები. „არ არის აუცილებელი, მთავრობის მხარე იყოთ, მაგრამ თქვენ უნდა იყოთ სიმართლის მხარეს“, – განაცხადა გენერალმა. ჩვენ უფრო გაგვიმართლა და განსხვავებულ რეალობაში ვცხოვრობთ. საქართველო იმ ქვეყანათა ... სრულად
1