Feedback

მოგვწერეთ

სახელი:
ფოსტა:
ტექსტი:
დამცავი კოდი:
2017-07-05
რამდენიმე შემთხვევა მახსოვს: 2012 წლის 18 სექტემბერს ის ვიდეო გავრცელდა, მერე „ციხის კადრები“ რომ ვუწოდეთ. საღამოს 7 - ზე დაიწყო გამოქვეყნება. მთელი ქალაქი იმ ღამესვე გარეთ გამოვიდა, მედია საგანგებო რეჟიმში მუშაობდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის მაყურებელმა მეორე დღემდე მომხდარის შესახებ არაფერი იცოდა. არ გაუშუქებია. 2015 წლის 13 ივნისს საღამოს სტიქია დაიწყო. ათეულობით ადამიანი დაზარალდა, 21 კი -გარდაიცვალა. წყალდიდობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება ღამის 12 საათისთვის დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ სხვა არხებთან შედარებით ადიდებულ მდინარესთან ტერიტორიულად ყველაზე ახლოს მდებარეობდა, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საკუთარ მაყურებელს ქუჩების ... სრულად
2016-06-02
ეთიკური ჟურნალისტიკის პრინციპების მიხედვით, საინფორმაციო გამოშვებაში გასული ყველა ამბავი შერჩეული უნდა იყოს რედაქციის მიერ, მედიასაშუალება თავად უნდა წყვეტდეს, რომელი მოვლენა არის საზოგადოების ინტერესის საგანი და საკუთარი სარედაქციო პოლიტიკის შესაბამისად წყვეტდეს რა გავიდეს ეთერში და რა - არა. სწორედ ამას ისახავს მიზნად „მაუწყებლობის შესახებ კანონის 661-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოს, პოლიტიკური პარტიის, თანამდებობის პირისა და საჯარო მოსამსახურის მიერ მაუწყებლის დაფინანსება, აგრეთვე მისი მომსახურების შესყიდვა და მაუწყებლის პროგრამების მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება”. ... სრულად
2016-02-05
მთავრობის სხდომა კანცელარიაში მე-12 სართულზე იმართება. იმ დარბაზში ერთი კარიდან შედიან და გამოდიან მინისტრები. ამ კართანვეა ერთ მხარეს ლიფტი და მეორე მხარეს ჩასასვლელი კიბე. ჰოდა, რა გასაკვირია ჟურნალისტებიც მე-12 სართულის ამ რამდენიმე კვადრატულ მეტრში წლების განმავლობაში მოთმინებით რომ იცდიდნენ საათობით. ერთადერთი ადგილი იყო, სადაც აუცილებლად გამოივლიდა მინისტრი. კომენტარის გაკეთება თუ არ უნდოდა, ლიფტის კართან მაინც დააწევდი კითხვას, იმას მაინც აჩვენებდი/დაწერდი როგორ არ გპასუხობს, რა რეაქცია ჰქონდა. გახსოვთ ალბათ ჭყლეტვაში ლიფტის ფონზე ჩაწერილი მინისტრები, იმავე ლიფტის კარში მოყოლილი მიკროფონები, კიბეზე ჩამავალ მინისტრს გამოკიდებული ჟურნალისტები და ... სრულად
2015-03-31
ოდესმე თუ გითქვამთ, რომ ჟურნალისტი ხართ, აუცილებლად შეგაგებებდნენ - რომელ ტელევიზიაში? საქართველოში რეპორტიორად რომ აღგიქვან, ხელში ტელევიზიის მიკროფონი უნდა გეჭიროს. იმის გამო, რომ საერთო ეროვნული მაუწყებლები საქართველოს ტერიტორიის ყველაზე დიდ ნაწილს ფარავენ, მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიღების ძირითადი წყარო სწორედ ისინი არიან. ხალხიც ცნობს პერსონებსაც და ლოგოსაც.   ლოგოიანი მიკროფონი კი ქართული ჟურნალისტიკის ყველაზე თვალსაჩინო სავიზიტო ბარათი გახდა. ეს არის ნივთი, რომლის ქონის შემთხვევაში, შეგიძლია კითხვის დასმა გააწყვეტინო კოლეგას, რომელსაც მიკროფონის ნაცვლად დიქტოფონი უჭირავს, რესპონდენტი გაიყვანო შუა პრესკონფერენციიდან, ბრიფინგის ... სრულად
2015-03-28
რამდენიმე წლის წინ ევროკავშირის წარმომადგენელმა საქართველოში, ფილიპ დიმიტროვმა პრესკონფერენცია გამართა. ბევრი ილაპარაკა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივებზე და დასასრულს ჟურნალისტებს კითხვების დასმა სთხოვა. დარბაზში სიჩუმე იყო, ინტერესი არავის გამოუხატავს. დიმიტროვიც ოთახიდან გავიდა. ყველა ჟურნალისტი უკან გაჰყვა - კომენტარის გასაკეთებლად გააჩერეს. ოპერატორებმა კადრი გაასწორეს, ერთმა დაიძახა „დაიწყეთ“. ელჩიც იდგა ასე და ვერ გაეგო რა ეთქვა. პრესკონფერენციის შინაარსი მოაყოლეს. კითხვა არავის ჰქონია. მას შემდეგ სიტყვა „დაიწყეთ“ უამრავ პრესკონფერენციაზე მოვისმინე. ... სრულად
1