Feedback

მოგვწერეთ

სახელი:
ფოსტა:
ტექსტი:
დამცავი კოდი:
2017-04-15
„დილიდან შუადღემდე ახსენებდნენ ბაალის სახელს და უხმობდნენ: ხმა გაგვეც, ბაალ!... ხტოდნენ სამსხვერპლოს წინ… დაუწყო მათ დაცინვა ელიამ: მაგრად დაუყვირეთ, რადგან ღმერთია იგი! ფიქრშია ალბათ, ან ვაითუ რამე უჭირს, ან გზაში იყოს” (III მეფეთა, 18; 26-27) როგორც ამბობენ, თუ ერთხელ სინდისზე ხელი აიღე, შენი შეჩერება ბუნების კანონებსაც გაუჭირდებათ. ალბათ, სწორედ ამიტომ, სამამულო ჟურნალისტიკა, მას მერე, რაც მუსრს გაავლებს პროფესიულ სტანდარტებს, ეთიკასა და კანონს, წინასააღდგომოდ მიადგება ხოლმე... ფიზიკას. ქართული მედიაორგანიზაციების აბსოლუტური უმრავლესობა, საზოგადოებას არწმუნებს, რომ იერუსალიმში, მაცხოვრის აღდგომის ტაძარში, ... სრულად
2017-04-10
ჩვენში, სამწუხაროდ, კრიტიკამ გაკილვა-გაკიცხვის, უარეს შემთხვევაში კი გალანძღვის მნიშვნელობა შეიძინა - კრიტიკოსი ხარ? უფ, გამოდის, რომ ობიექტს (ან სუბიექტს) ქარცეცხლი უნდა დაატეხო თავს და ისიც ერთგვარად იბოჭება მაშინ, როცა მისი კრიტიკოსი "ავტორიტეტული" პირია. რეალურად, ნამდვილი კრიტიკა პროდუქტის "სრულქმნილად" მიმოხილვაა - კარგის მოწონება და ცუდის დაწუნება, მერე ერთმანეთთან ყველაფრის ოსტატურად გაერთიანება და საზოგადოების "სამსჯავროზე" ახალი საკრიტიკო მასალის გამოტანა... იმ მასალისა, რომელსაც უკვე სხვა კრიტიკოსები "სრულქმნილად" მიმოიხილავენ, კრიტიკის ავტორს კარგს მოუწონებენ, ხოლო ცუდს, რასაკვირველია, დაუწუნებენ... ასე გაგრძელება "უსასრულოდაც" ... სრულად
2017-04-05
“ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.” მუხლი 7, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია 2010 წელს, როდესაც ბათუმში ათეულობით აღგზნებულმა ადამიანმა ქართველობის არარსებული მტრის წინააღმდეგ გაილაშქრა, ჩვენს ქვეყანაში ახალი თანამედროვე მითი იშვა. ეს მითი იმ რწმენას ეფუძნება, რომ სადღაც არსებობენ ადამიანები, რომლებიც ... სრულად
2017-04-03
ქართული ტელეშოუების ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი ნიშანი ალბათ, სრულ ალოგიკურობამდე მისული ეკლექტიკაა. მაგალითად, ერთსა და იმავე გადაცემაში შეიძლება გია სურამელაშვილმა პედიკური გაიკეთოს, ლალი მოროშკინა თავის გასტრონომიულ პრეფერენციებზე გვესაუბროს, საზოგადოებრივი მორალის სადარაჯოზე შემომდგარი გაურკვეველი ადამიანების წივილ-კივილიც გვანახონ და ამის პარალელურად იქვე, პირდაპირ ეთერში გვაყურებინონ თუ როგორ იტანჯებიან ტკივილისგან ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ბავშვები ან როგორ ეხმარებიან ბიზნესმენები სოციალურად შეჭირვებულ, მრავალშვილიან ოჯახებს. ტელეშოუებში თემატური მრავალფეროვნების საწინააღმდეგო თავისთავად არ შეიძლება რამე ... სრულად
2017-03-29
11 მარტს, ბათუმში დემონსტრანტებმა შეკრება 16:00-ზე დაიწყეს, საღამოს 7 საათზე დაიწყო მეორე აქცია აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობასთან, სადაც აქციის მონაწილეთა რაოდენობა რიცხობრივად ბევრად მეტი იყო. მალევე, აქციამ პოლიტიკური ხასიათი მიიღო, მოგვიანებით კი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მიმდინარე პროცესების გასაშუქებლად, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიამ, საინფორმაციო გამოშვება ჯერ 20:00-ზე გაუშვა, ამავე გამოშვებაში მედიასაშუალება იტყობინებოდა, რომ აქციის მონაწილეებსა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. მომდევნო სპეციალური გამოშვება არხს 22:10 წუთზე ჰქონდა, წამყვანმა ... სრულად
2017-03-29
იანვარში რუსთაველზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ამბავს ტაქსიში მჯდომი ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა. ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გასულ კვირასაც. დაიღუპა 11 წლის გოგონა და მძიმე დაშავდა მისი დედა. ამ ორ ამბავს, მძღოლების გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობისა და მათი უპასუხისმგებლობის გარდა, კიდევ ერთი რამ აქვს საერთო: ორივე მძღოლს ტესტირების შედეგად, ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება დაუდგინდა. ეს დეტალი მედიის ნაწილის მიერ გავრცელებულ სიახლეებშიც იყო აღნიშნული.  ერთი შეხედვით, ამაში არაფერია განსაკუთრებული, გარდა ერთისა, სიახლეებში განმარტებული არ ყოფილა, რას ნიშნავს „მოხმარების დადგენა“ - მძღოლი შემთხვევის დროს იმყოფებოდა ... სრულად
2017-03-27
1993 წელს სამხრეთ აფრიკელმა ფოტოჟურნალისტმა, კევინ კარტერმა სუდანში გადაიღო კადრი, რომელმაც ის ჯერ პულიტცერის პრემიამდე, შემდეგ კი თვითმკვლელობამდე მიიყვანა. ამ საკმაოდ ცნობილ კადრზე, რომელსაც "შიმშილი სუდანში" ჰქვია, გამოსახულია ბავშვი, რომლის უკანაც რამდენიმე მეტრში სვავი ჩამომჯდარა. ამ კადრმა გამოქვეყნებისთანავე გამოიწვია უამრავი შეკითხვა კევინ კარტერის მიმართ. ყველა ამ შეკითხვის ძირითადი არსი ერთი იყო: "რა ბედი ეწია ბავშვს?" რატომ არ გადაარჩინა კარტერმა ბავშვი? რა უფრო მნიშვნელოვანი იყო, კადრი, თუ ადამიანის სიცოცხლე? ან რატომ არაფერი იღონა ფოტოგრაფმა თუნდაც კადრის გადაღბის შემდეგ? ასეთი დილემა ჟურნალისტიკის ისტორიაში უცხო არ არის. კევინ კარტერის შემთხვევა ... სრულად
2017-03-16
... როდესაც სატელევიზიო კომენტარის გაკეთება გიწევს, ან როცა რომელიმე LIVE თოქ-შოუში მონაწილეობ, თავმოყრილი აზრების უმრავლესობის გადმოცემას მიზეზთა გამო ვერ ახერხებ, - კომენტარისას ეთერში მხოლოდ ის ნაწილი ხვდება, რომელიც სიუჟეტის ავტორს მოსწონს, ხოლო თოქ-შოუთა დიდი ნაწილი იმდენად სწრაფი და მხოლოდ რეიტინგზე ორიენტირებულია, ცოტა ემოციური თუ ხარ, წნევამ, როგორც ამბობენ, შეიძლება, გხიოს! ტელევიზიას ვერ ანაცვლებს ვერც სოციალური ქსელი, FACEBOOK-ის ვრცელ, ანალიტიკურ, რესპექტაბელურ, აკადემიურ ბლოგს არ ჰყავს ბევრი მკითხველი. კვლევებიც ადასტურებს, ქსელის მომხმარებელთა დიდი ნაწილისთვის მაქსიმუმ ერთაბზაციანი, ანუ, აი, თვალის ერთი ... სრულად
2017-03-07
ჩვენ დღემდე ვიყენებთ გამოთქმას - „მზე ამოდის“ გათენების აღსანიშნავად, მაშინ როცა მზე კი არ ამოდის რაიმე სიბრტყიდან, არამედ დედამიწა თავად ბრუნავს მზის გარშემო. იმის თქმა მინდა, რომ ეს ფრაზა კარგად ასახავს ადამიანური სამყაროსა და ფიზიკური გარემოს მიმართებას, სადაც ფაქტები და აღქმები მუდმივ დაპირისპირებაში არიან ერთმანეთთან და აღქმა სულაც არ იმეორებს ფაქტს, პირიქით, ხშირად განსხვავდება მისგან. სოციალური კვლევებიც ადამიანური სამყაროს, ფაქტებისა და მოვლენების შესახებ კონკრეტული ჯგუფების დამოკიდებულებების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას ემსახურება და არა ფაქტების შეგროვებას. ადამიანთა აღქმების, ... სრულად
2017-02-06
2017 წლის 31 იანვარს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ვებსაიტზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, ბათუმში გარდაცვლილი დედა- შვილის პოვნის შესახებ. ინფორმაციაში მითითებული იყო გარდაცვალების სავარაუდო მიზეზიც: „მეზობლების ინფორმაციით, დედა-შვილი გაიყინა“. ამ ინფორმაციამ ცხადია, საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. როგორც საზოგადოებისათვის, ისე სახელმწიფოსათვის სირცხვილია, მისი მოქალაქე ელექტროენერგიის არქონის გამო გარდაიცვალოს. ინფორმაციამ მძლავრი ნეგატიური ტალღა წარმოშვა. მეორე დღეს, იმავე ვებსაიტზე განთავსდა და ეთერშიც გავიდასიუჟეტი, რომელიც ამავე ტრაგიკულ ფაქტს ეხებოდა. მასალა შეიცავდა სხვადასხვა პირთან ინტერვიუს. რესპონდენტების ნაწილი ... სრულად
1 2 3 4 5 6 7 8 9 10