Feedback

მოგვწერეთ

სახელი:
ფოსტა:
ტექსტი:
დამცავი კოდი:
2017-01-05
სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის არჩევნებისათვის რიგითი დამკვირვებელივით თვალის დევნება შეუძლებელია. მიზეზებს ძებნა არ უნდა, მაგრამ ვერ ვხვდები, მე რომელი უფრო მეტად მავსებს პასუხისმგებლობით, ის რომ: - 2004 წლიდან თვალს ვადევნებდი არხის დამოუკიდებლად გადაქცევის პროცესს; - ვმონაწილეობდი თითქმის ყველა საკანონმდებლო ცვლილებების პროცესში; -  როგორც ადვოკატს მომიგია მნიშვნელოვანი პროცესები საზმაუდან უკანონოდ გათავისუფლებული ადამიანების დაცვისას. მათ შორის, უკვე ყოფილი გენერალური დირექტორის იმპიჩმენტის პროცესიც; -  ვარ ხშირი რესპონდენტი და საკუთარი უმზეო სამუშაო ოთახივით ნაცნობია საზმაუს ... სრულად
2016-09-26
,,ცენზურა აკრძალულიაო!” - უპასუხა კომუნიკაციების კომისიამ არასამთავრობო ორგანიზაციებს. კომისიამ NGO -ებს შეახსენა, რომ ,,მაუწყებელი სარედაქციო დამოუიდებლობით სარგებლობს და კონსტიტუციითა და მოქმედი კანონმდებლობით გარანტირებულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება”. პირიქით რომ ყოფილიყო და ამ ტექსტით არასამთავრბოებს გაეცათ პასუხი მაუწყებელთა მარეგულირებელი კომისიისთვის, ეთქვათ, რომ მაუწყებლის შინაარსზე თავად მაუწყებელი აგებს პასუხს და ,,მოქმედი სამართლებრივი ნორმებით მაუწყებლის საქმიანობის შინაარსობრივი რეგულაციების შეუსრულებლობა არ შეიძლება კომისიის, მეტიც, სასამართლოს მსჯელობის საგანი გახდეს” - არც არაფერი იქნებოდა გასაკვირი. ... სრულად
2016-09-11
- ...რატომ არიან თანახმა კერძო მაუწყებლები მინიმალური კონტრიბუციით ჩაერთოს საზოგადოებრივი მაუწყებელი? - ...მე ვსაუბრობ კერძო მაუწყებლების მოტივაციაზე... - ...თქვენ ხედავთ თუ არა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის საშიშროებას? - ...ბატონო სულხან, თუ პრინციპულად მიუღებელია, ჩვენ შეგვიძლია ეს გადაწყვეტილება ახლა მივიღოთ... - ...რატომ მოიტანეთ ივლისის ბოლომდე ეს ამბავი? - ...თუ განიხილავდით ვარიანტს რომ საერთოდ არ ჩაეტარებინა? - ...არ განვიხილავდით, რადგან საზოგადოებრივ მაუწყებელს 8 საათიდან სჭირდება სატელევიზიო პროდუქტი... - ...ეგზიტპოლი არის ჩვეულებრივი ... სრულად
2016-08-31
2008 წლის აგვისტოში რუსეთის სამხედრო აგრესიიდან 8 წელი გავიდა და ამ დრომდე, ქვეყნის 20% ოკუპირებულია, 250 000 ადამიანი კი - დევნილობაში ცხოვრობს. სწორედ ამიტომ, ბოლო ხუთი წელია საზოგადოების ინტერესი კონფლიქტის მიმართ, უცვლელია. მიუხედავად ამისა, ხშირად, უპასუხო კითხვების გამო, მედიისთვის არაკომფორტულია ამ თემაზე წერა. კონფლიქტი, თავისი ავტორიტეტული ელფერით, გაშუქების საბაბს დამოუკიდებლად ქმნის, მაგრამ მნიშვნელოვანია, მედიამ გაშუქებისას საზოგადოების კონკრეტული მოლოდინი, კონფლიქტის სოციალურ - პოლიტიკური მახასიათებელი გააანალიზოს და გაითვალისწინოს. თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ დამოუკიდებლობის 25 წლის თავზეც ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა ჩვენი ... სრულად
2016-08-22
ტერორიზმი გლობალური გამოწვევაა. თავისი შინაარსით, ფორმითა და შედეგებით ერთნაირად დამანგრეველი და მიუღებელია ყველგან, პარიზიდან-ბეირუთამდე და ვაშინგტონიდან-ისლამაბადამდე.XXIსაუკუნის მთავარი სენი ერთობლივი, კომპლექსური ძალისხმევით უნდა დაიძლიოს- ეს პათოსი ხშირად გვესმის მსოფლიო ლიდერებისა და გავლენიანი მედიის წარმომადგენლებისგან. თუმცა რეალურ ცხოვრებაში, ყველა ტერორისტულია აქტის მიმართ მედია და საზოგადოება ერთნაირად სოლიდარული როდია. დასავლურ ქვეყნებში, ორმაგი სტანდარტების საკითხი ფართოდ განიხილება. ინგლისურენოვან მედიას ხშირად სდებენ ბრალს იმაში, რომ ის მხოლოდ საკუთარ გეოგრაფიულ არეალშია ჩაკეტილი. 2015 წელს, ნიგერიაში ბოკო-ჰარამის მიერ ქალაქ ბოგაზე ... სრულად
2016-07-25
მინდა აზერბაიჯანელ კოლეგას აზერბაიჯანის პრესის დღე მივულოცო, მაგრამ სიტყვებს ვერ ვპოულობ, ან კი რაა მისალოცი. ხუთი დღის წინ, ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის ეროვნულმა საბჭომ ტელეარხ ANS -ის მაუწყებლობა შეაჩერა. გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ, რომ ANS-ის პოზიცია ,,ეწინააღმდეგება აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის არსებული ძმობისა და სტრატეგიული პარტნიორიბის იდეას”. ,,აზერბაიჯანულმა საზოგადოებამ, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტებმა თურქ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადეს და მკაცრად დაგმეს კანონიერი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობა” , რასაც თურმე მხოლოდ ANS -ის მიერ ფათულლაჰ გიულენთან აღებული ინტერვიუს შესახებ გადაცემულმა ანონსმა ,,მიაყენა ... სრულად
2016-07-23
ჯერ კიდევ 1975 წელს ტერორიზმის სფეროს კვლევების ერთ-ერთ მამად წოდებულმა ბრაიან ჯენკინსმა აღნიშნა, რომ ტერორისტისთვის მთავარია ბევრი მაყურებელი და არა მსხვერპლი. მათი მიზანია ჩვენში, როგორც მაყურებელში, ჩანერგონ შიშის მარცვალი, გადავიფიქროთ დასასვენებლად ან სამოგზაუროდ იქ წასვლა, სადაც უკვე „მაღალია“ ტერორიზმის საფრთხე, გაგვიჩნონ დაუცველობის შეგრძნება და რაც მთავარია, დავიწყოთ ყველაფრის კონტროლი. ფართო დისკუსიის საგანი არაერთხელ გამხდარა პასუხის ძიება კითხვაზე, თუ რატომ პარიზი, ბრიუსელი, სტამბული, აეროპორტები, ყველასათვის საყვარელი ქუჩები და ადგილები. იმიტომ, რომ ტერორისტები მუდამ ირჩევენ ისეთ ადგილს, რომლისკენაც უფრო მეტი ვიდეოკამერაა ... სრულად
2016-07-04
დილით ჩემი მეგობარი ბექა მაღვიძებს პატარა და მნიშვნელოვანი სიახლის სათქმელად, თუმცა სანამ რამეს მეტყვის, ვაფრთხილებ, რომ უმჯობესია, კარგი მიზეზი ჰქონდეს გაღვიძებისთვის. - ტბელ, ჯეიმს ვების ტელესკოპს სარკეები შეემატა და იმედია, ძალიან მალე გაუშვებენ ჰაბლის მაგივრად, აი, მერე ნახე შენ სამყაროს დეტალური შესწავლები. მეც ამოვიღე ტელეფონი ამ სიახლის გადასახედად და ვთხოვე ჩაესვა წყარო, სადაც უფრო მეტს გავიგებდი. რა თქმა უნდა, ისიც ნასას ლინკს მაძლევს. ცხელ-ცხელი ინფორმაცია იყო და მეც დავჯექი წასაკითხად. გავიდა ხანი, ფეისბუკის ვირტუალურ ჰორიზონტზე ამის შესახებ არც ერთი სიახლე არ ყოფილა, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ... სრულად
2016-06-21
მედია კლავს! ეს ძალიან ღია და მყვირალა ფრაზა კარგა ხანს ეკიდა ჩემი კოლეგის სამუშაო მაგიდაზე. მგონი, უფრო გასაფრთხილებლად და გამოსაფხიზლებლად. ეს წარწერა საიაში მედიისათვის ყველაზე ხელმისაწვდომ ოთახში იყო და ჟურნალისტებიც ხშირად დაბნეულები გვიყურებდნენ მეც და ავტორსაც. ბოლოს კი წარწერა გაქრა. ისე, რომ არავის უკითხავს, რას და როგორ კლავს მედია. მე 10 წელზე მეტია მედიასამართლით ვარ დაინტერესებული, თუმცა ხანდახან მედიისაგან დაზიანებულ ადამიანებსაც ვიცავ ხოლმე (რადგან მედიასამართალი მედიისათვის უსამართლობაში ხელშეწყობას სულაც არ ნიშნავს). ჩემი ერთ-ერთი ემოციური საქმე ზურა ვაზაგაშვილის მშობლების, იური და ციალა ... სრულად
2016-06-17
საქართველოში სასტიკად მოკლული ბევრი ცოლის სახელი დაგვამახსოვრდა. მედიიდან გვახსოვს სალომე ჯორბენაძე და მაკა წივწივაძე, მაგრამ თითქმის არავის გვახსოვს მკვლელები, შევრაცხეთ ისინი ეჭვიან, ავადმყოფ კაცებად და დავივიწყეთ. სამაგიეროდ ყველამ კარგად ვიცით მაგდა პაპიძის სახელი: ის საკუთარი ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებული ქალია. ამ საზარელი დანაშაულის ჩამდენი ჯერ არ გამოუვლენია სასამართლოს. პაპიძემ ნაფიცი მსაჯულები მოითხოვა საკუთარი უდანაშაულობის დასამტკიცებლად. მის ბედს არა პროფესიონალი მოსამართლე, არამედ 12 ჩვეულებრივი ადამიანი გადაწყვეტს. ნაფიცი მსაჯულები გადაწყვეტილებას მხოლოდ სასამართლო დარბაზში მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით უნდა იღებდნენ, მაგრამ ... სრულად
1 2 3 4 5 6 7 8 9 10