Feedback

მოგვწერეთ

სახელი:
ფოსტა:
ტექსტი:
დამცავი კოდი:
2016-06-13
,,ზედმეტად კრიმინალები” - ასე თარგმნა ევროპულმა, უმეტესად, გერმანული მედიის, ნაწილმა რუსული გამოთქმა „Лицо кавказской национальности“ საკუთარ ენებზე და ამგვარ კონტექსტში საქართველოსთვის თავისუფალი სავიზო რეჟიმის მინიჭების თემას არაერთი მასალა მიუძღვნა . ამგვარმა მედიებმა პროპაგანდისთვის (იარლიყის არ იყოს) რუსული, თან მარტივი რეცეპტი გამოიყენეს: ვერსია 1: Ø სტერეოტიპიზირებისთვის გამოსადეგ იარლიყთან ერთად საჭიროა კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფაქტები - გემოვნებით; Ø ციფრი მანიპულირებისთვის - რაც მეტი, მით უკეთესი; Ø სტატუსის მქონე ექსპერტის (ნიშა თემატურად უნდა უკავშირდებოდეს ... სრულად
2016-06-08
8 ივნისს ოფიციალურად გაიხსნა წინასაარჩევნო მარათონი. ერთი დღით ადრე საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მედიის წარმომადგენლებს პრესკონფერენციაზე დაუძახა. ბუნებრივია, უბრალო დამთხვევა არ არის, რომ ბიძინა ივანიშვილი სწორედ წინასაარჩევნო კამპანიამდე ისევ გამოდის სცენაზე. გამოდის, რადგან თვლის, რომ “ქართულ ოცნებას” მისი დახმარება სჭირდება. სინამდვილეში კი მას სჭირდება “ქართული ოცნების” გამარჯვება. ცხადია, ჩვენი საუბრის თემა არ გახლავთ ყოფილი პრემიერი. ჩვენ ვსაუბრობთ მედიაზე, რომელიც უდიდესი დილემის წინაშეა - დაექვემდებაროს თუ არა ივანიშვილის პირობებს და ითამაშოს თუ არა მისი წესებით?! საქართველოს ნებისმიერი ... სრულად
2016-06-02
ეთიკური ჟურნალისტიკის პრინციპების მიხედვით, საინფორმაციო გამოშვებაში გასული ყველა ამბავი შერჩეული უნდა იყოს რედაქციის მიერ, მედიასაშუალება თავად უნდა წყვეტდეს, რომელი მოვლენა არის საზოგადოების ინტერესის საგანი და საკუთარი სარედაქციო პოლიტიკის შესაბამისად წყვეტდეს რა გავიდეს ეთერში და რა - არა. სწორედ ამას ისახავს მიზნად „მაუწყებლობის შესახებ კანონის 661-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოს, პოლიტიკური პარტიის, თანამდებობის პირისა და საჯარო მოსამსახურის მიერ მაუწყებლის დაფინანსება, აგრეთვე მისი მომსახურების შესყიდვა და მაუწყებლის პროგრამების მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება”. ... სრულად
2016-06-01
ის, რომ ძველი თაობა ახალი თაობით უკმაყოფილოა, მხოლოდ დღევანდელი პრობლემა არ არის. ასე იყო ყოველთვის და, ალბათ, მომავალშიც ასე იქნება. არ ვაპირებ იმის მტკიცებას, თუ როგორი კარგი თაობა ვართ, რომ ჩვენც ბევრს ვაკეთებთ – ეს ისედაც კარგად დაინახეს 13 ივნისის ტრაგედიის დროს, მაგრამ, როგორც ყოველთვის, უცბად ატაცებულ თემებს მალევე ივიწყებენ, იმის მიუხედავად, მნიშვნელოვანია თუ არა. და, ალბათ, ვერც ვერასდროს დააფასებენ ჩვენს თაობას, თუ ვინმე არ დაგვეხმარა თვითრეალიზებაში, თუ ვინმემ არ მოგვცა სტიმული, თუ ვინმემ არ დაგვინახა და წაგვახალისა ან, უბრალოდ, სწორად შეგვაფასა.   ამ მხრივ დიდი როლი აქვს მედიას. მე, პირადად, თითქმის არ მახსენდება პოზიტიური ... სრულად
2016-05-31
ამ, ან მსგავსი სათაურით გამოქვეყნებული განცხადების რაოდენობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში ათეულობითაა, ასე იყო წინა წლებშიც, სულ ასეა: ვაკანსიებისა თუ განცხადებების, კერძო სტრუქტურებისა და სახელმწიფო დაწესებულებების ვებებზე, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, ყველაზე ხშირად სწორედ პროფესიით ჟურნალისტებს ეპატიჟებიან. საძიებო სისტემებს უჭირთ მოიძიონ განცხადება ექიმების, ფერმერების, ინჟინრების და სხვა პროფესიებისთვის გამოცხადებული კონკურსების შესახებ. მედიაკონკურსების უმეტესი ნაწილი თემატურია და ჟურნალისტებს თემასთან ერთად მასზე მუშაობისთვის გარკვეულ პერიოდს უწესებს, კონკურსის ორგანიზატორთა ნაწილი უფრო შორსაც მიდის და საკითხის ... სრულად
2016-05-13
მედია, ხშირ შემთხვევაში, მნიშვნელოვანი ინფორმაციის წყაროა მიგრანტებისათვის. იგი წარმოაჩენს ცხოვრების პირობებს მიმღებ ქვეყნებში, ასევე, აღწერს სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ ვითარებას ამ სახელმწიფოებში; მედიამ შეიძლება იმოქმედოს კონკრეტულ ქვეყანაში ან რეგიონში ადამიანის წასვლის გადაწყვეტილებაზეც. მიგრანტების მოთხოვნა ინფორმაციაზე (პოტენციური მიგრანტების ჩათვლით) შეიძლება განპირობებული იყოს კონკრეტული ქვეყნის, საცხოვრებელი და სამუშაო/დასაქმების პირობების, ცხოვრების სტანდარტების, თვითრეალიზაციისა და თვითდამკვიდრების შესახებ ცნობების მიღების სურვილით. პოტენციური მიგრანტები მომავალი საცხოვრებლის შესახებ ინფორმაციას სხვადასხვა ... სრულად
2016-05-11
პლატონი თავის გენიალურ ნაშრომში, „სახელმწიფო“ წერს, რომ ადამიანმა გონებრივ განვითარებასთან ერთად, ფიზიკურ სრულყოფაზეც უნდა იზრუნოს. საერთოდ, ბერძნულ ფილოსოფიაში სხეულისა და სულის, გონების სიჯანსაღე ერთმანეთშია შერწყმული. სიჯანსაღის მიღწევის უმთავრესი გზა კი სპორტია - ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი, ჯანსაღი თაობის არსებობის საწინდარი და ქვეყნის ეკონომიკური განვითერების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი. მსოფლიო მედიასივრცეში, სპორტს წამყვანი პოზიციები უჭირავს, რადგან იგი კომერციულად მომგებიანია და მრავალი თემატური არხისა და გამოცემის ფოკუსიც სწორედ სპორტზეა მიმართული. ქართველებს სპორტი გვიყვარს (განსაკუთრებით, ფეხბურთი), ალბათ ეს ის ... სრულად
2016-04-19
ფემინისტები აღიარებენ, რომ მასმედია ნებსით თუ უნებლიეთ აკონტოროლებს ქალის ცხოვრებას მისთვის მორგებული როლების პოპულარიზაციით. 1880-იან წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში ადამიანის უფლებების აქტივისტი და ქალთა მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, სიუზენ ენთონი (Susan B. Anthony) წერდა იმის შესახებ, რომ მანამ, სანამ კაცების მიერ კონტროლდებოდა მედიასაშუალებები, ყველა ქალი ვალდებული იყო ეწერა სტატიები, რომლებიც იქნებოდა კაცების იდეების ანარეკლი. ქალთა იდეები კი მუდმივად მეორეხარისხოვანი იყო და შესაბამისად, არ იბეჭდებოდა.   მედიაში ქალთა სახეების ღირსეული წარმოდგენის მოთხოვნით გამოსვლები მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყო. აპროტესტებდნენ გაზეთების გარე კანზე დატანილ ... სრულად
2016-04-17
,,ყოველ 15 ევროპელში ერთი გაუნათლებელია” - ეს ჰედლაინი, როგორც ჟურნალისტების მიერ მონაცემების აღქმისა და გაშუქების პრობლემური მაგალითი, ახლახან ჟურნალისტებისთვისვე განკუთვნილ ერთ კარგ სახელმძღვანელოში შემხვდა. იქაც იყო თქმული, რომ მონაცემი Eurostat -ს ეყრდნობა, რომელიც, თავის მხრივ, ადასტურებს, რომ 500 მილიონ ევროპელს შორის 36 მილიონმა კითხვა მართლაც არ იცის. თუმცა Eurostat-ისვე მონაცემით 36 მილიონი ევროპელი ჯერ 7 წლისაც არაა. იმავე წიგნში იყო მითითება მათემატიკის საფუძვლების ცოდნის აუცილებლობაზე ჟურნალისტების მხრიდან, მაგრამ განა კი უშველის მხოლოდ ეს მონაცემთა ჟურნალისტიკას საქართველოში? რა უფრო სწორია, ის, რომ NDI-ს ... სრულად
2016-04-11
ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინდიკატორი, ეკონომიკურ და სოციალურ ინდიკატორებთან ერთად, კულტურა და კულტურული ცხოვრებაა. ხელოვნება, თავისი დარგებითა და მიმდინარეობით, რეალობას ირეკლავს, ფილოსოფიურად განიხილავს მას, ხოლო მასობრივი კულტურა ხშირად საპროტესტო მოძრაობებსაც იწვევს ამა თუ იმ სუბკულტურისა და ჯგუფის სახელით. ხელოვნებას შეუძლია ერთდროულად იდეოლოგიზირებულ იარაღად იქცეს სისტემების ხელში და ამავე დროს, ხელი შეუწყოს იდეოლოგიური და სოციალურ-პოლიტიკური წარმონაქმნების დანგრევასა და ტრანსფორმირებას. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საინტერესოა, რამდენად ინტერესდება ქართული სამაუწყებლო ტელე და ონლაინ მედია ... სრულად
1 2 3 4 5 6 7 8 9 10