Feedback

მოგვწერეთ

სახელი:
ფოსტა:
ტექსტი:
დამცავი კოდი:
2016-04-01
„ესენი ნორმალურები არ არიან, მაგრამ სახეზე არ ეტყობათ“. „გამოდი აქეთ, შეიძლება გიკბინოს“ „უცნაური ბავშვები არიან, მაგრამ ყველა გენიოსია“ ”ამ დაავადებას აცრები იწვევს და გენეტიკა“ „რა უნდა ჩემს შვილთან ერთად, სპეციალურ სკოლაში უნდა ატარონ“. „ ეს ვერაფერს ისწავლის“ და ა. შ და ა.შ. როდესაც სკოლასა თუ ბაღში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სოციალურ ქსელში, მაღაზიაში მსგავს ფრაზებს ვისმენ, თანაც ისეთი დამაჯერებელი, დამარწმუნებელი ხმით ნათქვამს, ხშირად ვფიქრობ, რამ უნდა გახადოს აუტიზმი ცნობადი, რამ უნდა დააღვიოს ინფორმაციული ვაკუუმი, რამ უნდა შეცვალოს დამოკიდებულება? ინკლუზიური განათლება, სპეციალური ტრენინგები, წიგნები თუ ... სრულად
2016-03-24
ბრიუსელში მომხდარი ტერორისტული აქტების გაშუქებამ საერთაშორისო მედიაში კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ სოციალურ ქსელ Twitter-ს ინფორმაციის გავრცელებასა და ზოგადად, ‘ნიუსის’ შექმნაში უდიდესი როლი აქვს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტ ქეთი ქარდავას მიერ აეროპორტში გადაღებული ფოტო, ფაქტობრივად ბრიუსელის მოვლენების სიმბოლოდ იქცა და ყველა წამყვამა საერთაშორისო გამოცემამ გამოიყენა. უნდა აღინიშნოს, რომ თავად ქეთი ქარდავამ ფოტო მის პირად Facebook გვერდზე გააზიარა და რთული სათქმელია, მოხვდებოდა თუ არა ეს მასალა წამყვანი გამოცემების პირველ გვერდებზე, რომ არა Twitter, სადაც ფოტო მყისიერად გავრცელდა (მაგრამ არა ქეთი ქარდავას მიერ). ჩემი პირადი აზრია და ცხადია ამას ემპირიულად ვერ ... სრულად
2016-03-21
“სარგებლობისათვის და კმაყოფილებისათვის მცხოვრებთა ამის ქვეყანისათა” - ასე იყო განსაზღვრული პირველი ქართული გაზეთის დანიშნულება განცხადებაში, რომლითაც რუსეთის იმპერიამ უკვე გაუქმებულ საქართველოს სამეფოს მოსახლეობას ქართული გაზეთის დაარსების ინიციატივა ამცნო. ფაქტია, 1819 წლის 8 მარტს, (ახალი სტილით 21 მარტს) გამოსული პირველი ქართული გაზეთი ქართული ეროვნული ინიციატივა არ ყოფილა, იგი რუსეთის იმპერიამ მის მიერ დაპყრობილ და გაუქმებულ საქართველოს სამეფოს ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას დაუარსა .   განა შეიძლებოდა, რომ დამპყრობელს დაპყრობილი მოსახლეობისათვის რაიმე სასარგებლო საქმე გაეკეთებინა? როგორც ჩანს, ამ კითხვაზე პასუხი მაშინ ... სრულად
2016-03-15
ახალი წლის დადგომამდე ნორვეგიულმა გაზეთმა  226 წლის ასაკში მყოფი სანტას გარდაცვალების შესახებ ნეკროლოგი გამოაქვეყნა, რასაც ნორვეგიელების გულისწყრომა და აღშფოთება მოჰყვა. გამოცემამ სინანული გამოხატა მომხდარის გამო. შობისა და ახალი წლის დღეებმა და სანტასგან მიღებულმა საჩუქრებმა მალევე დაავიწყა მკითხველს მომხდარი. გერმანული მედიის ნაწილი, განსაკუთრებით კი ZDF, დღემდე სინანულით საუბრობს და ბოდიშს იხდის ახალი 2016 წლის ღამეს გერმანიის ქალაქების, უმეტესად კელნის, ქუჩებში ქალებზე განხორციელებული სექსუალური ძალადობის გაშუქების დაგვიანებისთვის. ZDF-ს დღემდე აძლევენ ინტერვიუს კელნში იმ დღეს ... სრულად
2016-03-14
ბოლო დღეებში ინტერნეტში გავრცელებულმა პირადი ცხოვრების ამსახველმა ვიდეო ჩანაწერმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, თუ რა მნიშვნელოვანია პირადი ცხოვრების ხელშეუხლებლობა, შეგვახსენა, რომ თუ საზოგადოება არ გამოხატავს მძლავრ პროტესტს მსგავსი ფაქტის მიმართ, მომავალში შეიძლება, მსხვერპლი ნებისმიერი ჩვენგანი აღმოჩნდეს. ვიდეოს გავრცელებამ უკმაყოფილება გამოიწვია ხელისუფლების მიმართ, რომელმაც რეალურად, ამ დრომდე ვერ უზრუნველყო სხვა მსგავსი ფაქტების გამოძიება და ახალის გამოქვეყნების აღკვეთა. არანაკლები პროტესტის ობიექტი გახდა ზოგიერთი ის მედიასაშუალება, რომელმაც გაავრცელა ინფორმაცია, სადაც იდენტიფიცირებული იყო სავარაუდო პირი, რომლის პირადი ... სრულად
2016-03-12
რამდენიმე წლის წინ პირად ელ-ფოსტაზე შეტყობინება მომივიდა, ჩემთვის უცნობმა პირმა არაიდენტიფიცირებული ელ-ფოსტიდან, დოკუმენტების მთელი წყება გამომიგზავნა, რომელიც ერთ-ერთ ბიზნესმენთან რამდენიმე ჟურნალისტის ასე ვთქვათ, საქმიან კავშირს ადასტურებდა. პირველი რეაქცია, რასაც, ამ დროს მიმართავ, დოკუმენტების ზერელე გადახედვა და თემის გააზრებაა. შემდეგი ნაბიჯი გამომგზავნის დადგენაა, რადგან ნებისმიერ ინფორმაციას, რომელსაც ჟურნალისტს აწვდიან, აწვდიან გასავრცელებლად. მით უფრო, როცა საუბარია ექსკლუზიურ, ვიღაცის დისკრედიტაციაზე გათვლილ მასალებზე. ასეთ დროს, გიჩნდება აზრი, რომ ინფორმაციის მომწოდებელი პირადად არის დაინტერესებული მისი გავრცელებით. ბუნებრივია, სანამ ... სრულად
2016-03-09
2012 წლის 8 მარტს სან-ფრანცისკოში ქალთა საერთაშორისო დღის აღნიშვნის ღონისძიებას დავესწარი. პირველი გრძნობა, რომელიც გზად მიმავალს გამიჩნდა, ღიმილისმომგვრელი დამორცხვება იყო. მეგონა, მივდიოდი იქ, დაგვახვედრებდნენ ყვავილებს, მამაკაცებიც ხელზე ამბორით შეგვეგებებოდნენ და ამ ყველაფრის წარმოდგენისას ბუნებრივად გამიჩნდა კითხვა - რატომ გადაწყვიტა მასპინძელმა ორგანიზაციამ ასეთ სტერეოტიპულ ღონისძიებაზე ჩვენი წაყვანა? ჩემგან განსხვავებით ეს კითხვა არ გასჩენია შვედ კოლეგას, რომელმაც ამაყად შეაბიჯა დარბაზში და ღირსეული სიტყვითაც გამოიჩინა თავი. შეხვედრა გახსნა ჯაზის შემსრულებელმა აფრო-ამერიკელმა ქალმა. მან სიმღერით გაგვახსენა თანასწორობა, ... სრულად
2016-03-02
მე ვარ აუტიზმის მქონე ბავშვის დედა და იმისათვის, რომ საზოგადოებამ მიიღოს ჩემი შვილი, ძალიან ბევრს ვიბრძვი. ამ ბრძოლაში მე მჭირდება მოკავშირე და ამ მოკავშირედ მედიას მივიჩნევ. ჩემს შვილს, და არა მხოლო მას, სწორედ დღეს სჭირდება ჟურნალისტების გვერდით დგომა იმისათვის, რომ საზოგადოების ცნობიერების დონე გაიზარდოს, იმისთვის, რომ ის ინტეგრირდეს საზოგადოებაში, სადაც ღირსეულად და დამოუკიდებლად იცხოვრებს. მედიას დიდი როლი აკისრია საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში, სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჟურნალისტი სწორ და ამომწურავ ინფორმაციას ფლობდეს იმ საკითხის შესახებ, რაზეც მუშაობს. როცა ჟურნალისტი გირეკავს და გეუბნება, რომ შენი ... სრულად
2016-02-24
არის ასეთი ფილმი “უჩინარი ბავშვები”, რომელიც ზუსტად 10 წლის წინ UNICEF-ის დაკვეთით გადაიღეს. ფილმს 7 ავტორი ჰყავს და 7 სხვადასხვა ნოველისგან შედგება. ყველა კინო ნოველაში მთავარი გმირი ბავშვია. ბავშვი - შეძლებულ ოჯახში, სოციალურად დაუცველ ოჯახში, ომის პირობებში, ციხეში და სხვა. ბავშვები, რომელთაც ვერ ხედავენ, მათ პრობლემებს ვერ ამჩნევენ, არ აინტერესებთ. ისინი არიან, მაგრამ ჩვენ მათ ვერ ვხედავთ. მეშახტეთა გაფიცვის მეათე დღეს სწორედ ეს განცდა გამიჩნდა - ეს ადამიანები არიან და ჩვენ მათ ვერ ვხედავთ. ვერ ვხედავთ, ვერ ვამჩნევთ, არ გვაინტერესებს. არაერთი ბლოგი, სტატია, ნიუსი წამიკითხავს ონლაინ მედიაში იმის შესახებ, თუ რა მძიმე პირობებში უწევთ ამ ... სრულად
2016-02-22
„სტუდია მონიტორი“ შარშან, დეკემბერში, 10 წლის გახდა. 100-ზე მეტი ჟურნალისტური გამოძიება, ბევრი პროფესიული ჯილდო და სანდო მედიის სახელი - ეს ამ წლების მონაგარის არასრული ჩამონათვალია. როცა „მედიაჩეკერის“ რედაქტორმა მე,როგორც ერთ-ერთ მონიტორელს, საგამოძიებო ჟურნალისტიკის გამოწვევებზე ბლოგის დაწერა შემომთავაზა, ვიუარე. ვუპასუხე, 10-წლიანი საგამოძიებო პრაქტიკის მიუხედავად, ბლოგის წერაზე ხელები მებორკება-მეთქი. თუმცა ბოლო დღეებში მომხდარმა ერთმა ამბავმა, რომელსაც პირობითად„მონიტორი და რაინდი“ შეიძლება დავარქვათ, ბლოგის დაწერა მაინც გადამაწყვეტინა. უკვე რამდენიმე თვეა ,„სტუდია მონიტორი“ მუშაობის ახალ სტილზე გადავიდა. ... სრულად
1 2 3 4 5 6 7 8 9 10