Feedback

მოგვწერეთ

სახელი:
ფოსტა:
ტექსტი:
დამცავი კოდი:
2016-02-19
გადახედეთ ქართული ნაციონალური მაუწყებლების პროგრამულ ბადეს და დარწმუნდებით, რომ მათი სატელევიზო პროდუქციის თითქმის 80% პოპ-კულტურაა. რა თქმა უნდა, პოპ-კულტურის ფენომენი არაა საშიში, მით უმეტეს, მიუღებელი. არც ის შეხედულებაა სწორი, რომლის მიხედვითაც, ე.წ. მასობრივი კულტურა მდარე გემოვნებასთან ასოცირდება. კარგა ხანია, პოპ-კულტურის ასეთი შეფასება არასერიოზულად მიიჩნევა, რადგან მასობრივი კულტურა ის სოციალურ-კულტურული რეალობაა, სადაც არსებობა გვიწევს. ესაა კულტურის სახეობა, რომელშიც ერთდროულად კარგი და ცუდი პროდუქციაც იქმნება. პოპ-კულტურა მნიშვნელოვანია, რადგან მისი იდეოლოგიური ზემოქმედების საშუალებები მძლავრია. აი, ამ იდეოლოგიური ... სრულად
2016-02-07
მას შემდეგ რაც ჩემს შვილს აუტიზმის დიაგნოზი დაუსვეს, ვიბრძვი იმისთვის, რომ ის ინტეგრირდეს საზოგადოებაში. ვიბრძვი იმისთვის, რომ ჩვენი საზოგადოება გახდეს ინკლუზიური. ინკლუზიური საზოგადოება კი გულისხმობს ისეთ საზოგადოებას, სადაც ყველა ადამიანია გაერთიანებული, სადაც ერთმანეთის ღირსებას და პიროვნებას პატივს სცემენ, სადაც ყველა თანასწორია. 2013 წლის 26 დეკემბერს საქართველომ მოახდინა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეზუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის რატიფიცირება, რომლის მე-19 მუხლიც ითვალისწინებს შეზუდული შესაძლებლობის მქონე პირების საზოგადოებაში სრულ ინტეგრაციას. დღეს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის ... სრულად
2016-02-05
ტელეკომპანია „იმედის“ რედაქცია და მესვეურები პასუხისმგებელნი არიან  ზიანზე, რომელსაც აყენებენ იმ მოწყვლად და დაუცველ სოციალურ ჯგუფებს, რომელთა სიცოცხლესაც საქართველოში ყოველდღიურად საფრთხე ემუქრება. ამის საუკეთესო მაგალითი (სხვა მრავალთან ერთად) 4 თებერვლის გია ჯაჯანიძის შოუც გახლდათ. წლების განმავლობაში ქართული ტოკ-შოუების წამყვანების მიერ შექმნილ მეთოდს ქართველი მამაკაცების ის ნაწილი იყენებს, რომელსაც საკუთარი სექსუალური იდენტობის დამალვა უნდა. ამ მამაკაცებს ქართულმა ყვითელმა ტელესივრცემ “სასურველი სასიძოების” წოდება მიანიჭა და  მეთოდის წარმატებაც ამ წოდების მოპოვებას ნიშნავს.  “სასურველი სასიძოების” ... სრულად
2016-02-05
მთავრობის სხდომა კანცელარიაში მე-12 სართულზე იმართება. იმ დარბაზში ერთი კარიდან შედიან და გამოდიან მინისტრები. ამ კართანვეა ერთ მხარეს ლიფტი და მეორე მხარეს ჩასასვლელი კიბე. ჰოდა, რა გასაკვირია ჟურნალისტებიც მე-12 სართულის ამ რამდენიმე კვადრატულ მეტრში წლების განმავლობაში მოთმინებით რომ იცდიდნენ საათობით. ერთადერთი ადგილი იყო, სადაც აუცილებლად გამოივლიდა მინისტრი. კომენტარის გაკეთება თუ არ უნდოდა, ლიფტის კართან მაინც დააწევდი კითხვას, იმას მაინც აჩვენებდი/დაწერდი როგორ არ გპასუხობს, რა რეაქცია ჰქონდა. გახსოვთ ალბათ ჭყლეტვაში ლიფტის ფონზე ჩაწერილი მინისტრები, იმავე ლიფტის კარში მოყოლილი მიკროფონები, კიბეზე ჩამავალ მინისტრს გამოკიდებული ჟურნალისტები და ... სრულად
2016-02-01
ბლოგი ერთ-ერთი საინფორმაციო საიტიდან აღებული ციტატით მინდა დავიწყო: "ზოგადად ეკოლოგია 21-ე საუკუნის ერთ-ერთი გლობალური პრობლემაა, რადგან თანამედროვე მეცნიერულ – ტექნოლოგიური მიღწევების პარალელურად თანდათან იზრდება ეკოლოგიური პრობლემებიც. საქართველო, ისევე როგორც მსოფლიოს მრავალი ქვეყანა, მეტად მწვავედ დგას ამ პრობლემების წინაშე. ჰაერის, წყალისა და გარემოს საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დანაგვიანება და დაბინძურება, ეს სწორედ ის ძირითადი საკითხებია, რომლებსაც საზოგადოება უკვე დიდი ხანია აქტიურად განიხილავს“. ეს ციტატა კარგად წარმოაჩენს იმას, თუ როგორ განიხილავს მედია (და არა მხოლოდ მედია) საქართველოში გარემოს დაცვას. „ეკოლოგია“ პრობლემაა, რომელიც ხელს ... სრულად
2016-01-25
ხშირად წარმოვიდგენ - როგორ განვითარდებოდა ისტორიული მოვლენები და ქვეყნების ბედი წინათ, მედიატექნოლოგიები და თავად მედია ისეთივე რომ ყოფილიყო, როგორიც დღესაა. როცა პირველად გაბრიელე კეპის ისტორიის და მისი წიგნის შესახებ შევიტყვე, სახელწოდებით ,,ჯანდაბა, რად ვიყავი გოგონა” ( ჩემეული თარგმანია, სიზუტეზე ნუ შემომედავებით, ორიგინალში Gabriele Köpp-ის წიგნს "Warum war ich bloss ein Mädchen?"ქვია ) მაშინაც დავფიქრდი, როგორი იქნებოდა 1945 წელს ბერლინში ჩარჩენილი ასობით გერმანელი ქალის ბედი, რომლებიც გააუპატიურეს. ჩავთვალე, რომ მათი ხმა არ იქნებოდა ჩახშული, რომ ისინი თავს მეტად დაცულად იგრძნობდნენ. არც ბერლინელ 15 წლის გაბრიელეს (მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებულმა საბჭოთა ჯარისკაცებმა ის ... სრულად
2016-01-18
გასული წლის დეკემბერში მედიაში მთავარ თემას წარმოადგენდა ინფორმაცია არასრულწლოვანი შვილისა და ქმრის სავარაუდო მკვლელობისათვის დაკავებული პირის შესახებ. მედია დაწვრილებით ყვებოდა მკვლელობის დეტალებს, მიუთითებდა საქმეში არსებული მტკიცებულების თაობაზე, წერდა დანაშაულის ჩადენის მოტივზეც და რაც ყველაზე მეტად შემაშფოთებელია, ბრალდებულს მკვლელადაც კი მოიხსენიებდა. პირველ რიგში, უნდა ვთქვათ ის, რომ უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვის სამართლებრივი ვალდებულება საჯარო მოხელეებს ეკისრებათ. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე ბუკევიჩიუსი ლიტვის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილების 49-ე პუნქტში განაცხადა: ,,უდანაშაულობის პრეზუმფცია არის სისხლის ... სრულად
2016-01-04
ქართული მედიის საახალწლო ეთერი ტრადიცია ერთი და იმავეს ყოველწლიური გამეორებაა. ეს გამეორებით-კომპულსიური აშლილობა იმით არის განპირობებული, რომ ქართული ტელეკომპანიების მესვეურებს ღრმად სწამთ, რომ მათი მაყურებლები ყოველდღე იმაზე ფიქრით იღვიძებენ თუ ვინ მოხვდება საახალწლო კურიოზებში. იქიდან გამომდინარე, რომ ახალი წლის დღეებში მოსახლეობის უმრავლესობა ისვენებს და ქართული სუფრის თანმხლები ხშირად არის არავისთვის ჩართული ტელევიზორი, ქართული ტელეკომპანიებისათვის ყველაზე კეთილგონივრული საკუთარი ტელესივრცის მაქსიმალურად გამოყენება იქნებოდა. მიუხედავად ამისა, ტელეკომპანია “იმედმა” აბსოლუტურად სხვა სტრატეგია აირჩია. მან საკუთარ თავს კი არ გაუკეთა ... სრულად
2015-12-30
უცნაური პროფესიაა ჟურნალისტობა. აბარებ უნივერსიტეტში და ყოველი სემესტრის დასაწყისში, როდესაც გეკითხებიან, სად ხედავ შენს თავს 10-15 წლის შემდეგ (ერთი 10-ჯერ მაინც მაქვს გაცემული ამ კითხვაზე პასუხი 4 წლის განმავლობაში), პასუხობ იმ დროისთვის რომელიმე „ხარისხიან“ მედიასაშუალებას. გულში ფიქრობ, რომ სინამდვილეში, 15 წლის მერე, ქართველი ჰანტერ ტომპსონი იქნები. ნუ ლარი კინგი ან კრისტიან ამანპური მაინც. ამ დროს დედაშენი ფიქრობს, რომ მომავალი ინგა გრიგოლია ეზრდება ოჯახში და ერთი სული აქვს, როდის ჩამოართმევ ინტერვიუს პრეზიდენტს. შენს ლექტორებს იმედი აქვთ, რომ გიორგი სანაიების მომავალ თაობას ზრდიან, გაკითხებენ „კოვაჩი-როზენსტილის წიგნს“ და ქრონიკულად გაწერინებენ იმ დროისთვის ... სრულად
2015-12-29
ცოტა ხნის წინ, როცა ევროკავშირის დიპლომატთან კვლევის მორიგ ინტერვიუს მოვრჩი, სოციალიზაციის მიზნით ვკითხე, ნამყოფი თუ იყო საქართველოში: „კი, ნამყოფი ვარ. თუმცა, მხოლოდ სოხუმში“ მიპასუხა ეკატერინამ და დაამატა: „იცი, როცა ჩემს ქართველ მეგობარს იგივე პასუხი გავეცი, გაიკვირვა, საქართველოში კი არა აფხაზეთში ყოფილხარო!“ ეკატერინას ზრდილობიანად ვუთხარი მადლობა, რომ ევროკავშირის არაღიარების პოლიტიკას მოლაპარაკებების მაგიდის მიღმაც არ ივიწყებს და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ეშმაკი და ტერიტორიული მთლიანობის აღიარება დეტალებშია. არაღიარებული ერთეულების დაკნინების მიზნით, მედიაში ხშირად გვესმის ფრაზები “დე ფაქტო აფხაზეთის მთავრობა”, “მარიონეტული ... სრულად
2 3 4 5 6 7 8 9 10 11