Feedback

მოგვწერეთ

სახელი:
ფოსტა:
ტექსტი:
დამცავი კოდი:
2015-12-28
ბოლო დროს მედიაში აქტიურად შუქდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, ლევან მურუსიძის კვლავ მოსამართლედ დანიშვნის საკითხი. მურუსიძეს სამოსამართლეო უფლებამოსილების ვადა ეწურება 2016 წელს. 2015 წლის 18 დეკემბერს ტელეიმედის გადაცემა „პოლიტიკის“ სტუმრები იყვნენ ლევან მურუსიძე და საქართველოს პარლამენტის წევრი, შალვა შავგულიძე. ეს უკანასკნელი სანდრო გირგვლიანის და სულხან მოლაშვილის გახმაურებულ საქმეებზე დაზარალებული მხარის ადვოკატი იყო. გადაცემაში ოპონენტები განიხილავდნენ სანდრო გირგვლიანის და სულხან მოლაშვილის საქმეებზე მოსამართლე ლევან მურუსიძის მიერ მიღებულიგადაწყვეტილებების კანონიერების საკითხს. გადაცემის ... სრულად
2015-12-18
დღეს, 18 დეკემბერს, დილიდან განსაკუთრებული განწყობით ველოდი ევროკომისიის საბოლოო ანგარიშს, რომელზეც არის დამოკიდებული, მიიღებენ თუ არა საქართველოს  მოქალაქეები 2016 წლიდან ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის უფლებას. ანგარიშის გამოქვეყნება რამდენჯერმე გადაიდო. დილით საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ დააანონსა, რომ ანგარიში თბილისის დროით 14 საათისთვის გამოქვეყნდებოდა. სულ 2 წუთი დამჭირდა, რომ შევსულიყავი ერთ-ერთ ვებგვერდზე, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია აირჩიოს კონკრეტული დრო, საიდანაც უკუთვლა დაიწყება. სასურველ დროდ ავირჩიე 18 დეკემბრის 14 საათი, სათაურად დავაწერე Georgia’s EU visa progress report და ფეისბუკზე მეგობრებს ... სრულად
2015-12-07
რატომ ვერ ახერხებს თანამედროვე მეინსტრიმ მედია, რომ ერთ დროს ძალიან აქტუალური თემები არ დაივიწყოს, არ აქციოს მეასეხარისხოვნად და უფრო მეტიც, არ დაავიწყოს მკითხველსა თუ მაყურებელს? ინფორმაციის მოძიებისა და გავრცელების ტექნოლოგიების დახვეწასთან ერთად, მედიაში სულ უფრო მატულობს ინფორმაციის ნაკადი. შესაბამისად, მედიას სულ უფრო გიჟურ რეჟიმში უწევს მუშაობა და ზღვა ინფორმაციის მომხარებლამდე მიტანა. ამ უზარმაზარ ინფორმაციულ ნაკადში კი ყოველთვის არის ე.წ. ცხელი ამბავი (Breaking news), რომელიც დღეების, ხშირად კი რამდენიმე კვირის განმავლობაშიც არ კარგავს აქტუალურობას. ასეთ ... სრულად
2015-12-01
როგორც ფოტოგრაფს, მწარედ მეჩხირება თვალში ის, რაზეც ახლა უნდა დავწერო. თითქოს კარგად ვიცით, როგორი ვიზუალი უნდა დაერთოს სტატიას - რეპორტაჟი და ავტორის, ან მონაწილეების პორტრეტები. თუ მოქმედების ადგილიდან მასალა არ მოგვეპოვება, მაშინ ვარჩევთ მთავარი გმირების შეძლებისდაგვარად ნეიტრალურ ფოტოებს. ჩაცმულობა, გამომეტყველება, ჟესტები, ფონი - ყველაფერს ვაკვირდებით და ვითვალისწინებთ. რატომ ნეიტრალურს? იმიტომ რომ მონაწილეზე არაადეკვატური წარმოდგენები არ შევქმნათ და მკითხველს სტატიაში გადმოცემული ფაქტების აღქმაში ხელი არ შევუშალოთ. ანუ ვცდილობთ ვიყოთ ობიექტურები. ორჯერ ორი ოთხია, ჯამი ჭურჭელია. თუმცა, ხშირია შემთხვევებიც, როცა ფოტო ირაციონალური ზიზღის, ან ... სრულად
2015-11-12
რა სასიამოვნოდ ისმის წინადადება - ,,პანკისის ხეობას თითქმის მთელი მსოფლიო იცნობს”, თუმცა ყველაზე საინტერესო და ტრაგიკული იწყება მაშინ, როცა ეს წინადადება მთავრდება და იწყება ახალი - დიახ, პანკისის ხეობას იცნობს მსოფლიო, მაგრამ როგორ? რა ხდება ამ პატარა და, ერთი შეხედვით, უწყინარ ხეობაში ასეთი? როგორ “გააცნო თავი“ მან მსოფლიოს? პანკისის ამბები ჯერ კიდევ 1990 წლებიდან იწყება. ვფიქრობ, სწორედ ეს პერიოდია დასაბამი იმ სტერეოტიპებისა, რასაც ახლა პანკისის შესახებ მედიით თუ პირადი საუბრებიდან ვისმენთ. დამოუკიდებლობის პირველ წლებში, როცა ქვეყანაში არეულობამ დაისადგურა, პანკისის ხეობა ბევრი ქურდისთვის და ... სრულად
2015-11-04
შოუ რომ სანახაობაა ამაზე ერთხელ უკვე დავწერე. მაშინ გია ჯაჯანიძის შოუზე და იმ გროტესკზე ვწერდი, რომლის მიზანიც საზოგადოების გართობა და იმის ჩვენებაა, რომ თუ მოგინდა ცხვარსაც დააბამ სტუდიაში და დიდი “ბროშკითაც” მიუჯდები სუფრას, გია სურამელაშვილთან და ქსოვრელებთან ერთად. მსგავსი შოუები, ქართულ ტელესივრცეში იმ პრინციპით მუშაობს, რომ სხვადასხვა იდენტობის მქონე ადამიანების გროტესკულ სახეებს ქმნის და შემდეგ მათ დასცინის. მსგავსი ქმედება კი როგორც წესი, ისედაც მოწყვლად ჯგუფებს დიდ ზიანს აყენებს. ამ ყვითელი შოუებისაგან განსხვავებით, უფრო მნიშვნელოვანი და „ყურებადია“ ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში გამართული უზარმაზარი ყრილობები, ... სრულად
2015-11-03
„ნიჭიერი“ ქართულ სატელევიზიო სივრცეში ალბათ ყველაზე რეიტინგული და წარმატებული შოუა, რომელიც სხვა არაერთი მუსიკალურ-გასართობი გადაცემის მსგავსად, უცხოურის ქართულ ანალოგს წარმოადგენს. ასეთი გადაცემები ბევრი ნიჭიერი ადამიანისთვის ტალანტის წარმოჩენის კარგ პლატფორმას ქმნის. ასევე, ხშირად ვხვდებით ისეთ მონაწილეებს, ვისთვისაც ტალანტი ოდნავ უფრო სუბიექტურ კონცეპტს შეიძლება წარმოადგენდეს. მეორე კატეგორია, როგორც წესი, შოუს „სასაცილო“ ნაწილს ქმნის. ასეა ყველა ქვეყანაში და საქართველოც გამონაკლისს არ წარმოადგენს. წლების განმავლობაში „რუსთავი ორმა“ არაერთი ასეთი სასაცილო სახე შექმნა და ასევე არაერთხელ გადააბიჯა იმ ზღვარს, რომელიც სასაცილოსა და ... სრულად
2015-11-02
ჩვენ ფარული ჩანაწერების, წამების ფაქტების და მედიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების დროში ვცხოვრობთ. ამ და სხვა მახასიათებლების გამო, ქართული რეალობა ხშირად თავდაყირა აყენებს კაცობრიობის ბევრ დემოკრატიულ მიღწევას, მათ შორის, ლინკოლნის ფრთიან მოსაზრებასაც კი, რომლითაც გვაჯერებდა, რომ „მიეცით ხალხს შესაძლებლობა, იცოდეს ფაქტები და ქვეყანა უსაფრთხო იქნებაო“. დღეს ჩვენს ქვეყანაში ადამიანებმა იციან კანონიერი თუ უკანონო გზით მოპოვებული ფაქტების შესახებ. გასულ კვირას, სუს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის ... სრულად
2015-10-21
რას მივიღებთ "რუსთავი 2-ის" გარდაქმნის შემთხვევაში ის, რომ დღეს "რუსთავი 2-ს“ და იქ მომუშავე ჟურნალისტებს მათი კოლეგები არ უცხადებენ ღია და აქტიურ მხარდაჭერას, ცხადია, პრობლემაა. და არა მხოლოდ მათი პრობლემა, ვინც ქმედით მხარდაჭერას არ გამოხატავს და მხოლოდ მშრალი, ფორმალური განცხადებებით შემოფარგლება - "რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკური პროცესია", "რა თქმა უნდა, ვხედავთ ხელისუფლების როლს”, "ჩვენ დავაკვრიდებით პროცესებს", "მოვითხოვთ სასამართლო პროცესის გამჭვირვალობას". ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ფაქტია, რომ ამ ტელეარხის მიმართ ჟურნალისტთა კორპუსში თანაგრძნობა ძალიან დაბალია. ამას მრავალი მიზეზი აქვს და ეს ცალკე ბლოგპოსტის თემაა. დღეს სხვა საკითხებზე ... სრულად
2015-10-21
ტექნოლოგიურ პროგრესთან ერთად ბოლო წლებში სულ უფრო იცვლება ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელების საშუალებები, სოციალური ქსელების ეპოქაში კი სულ უფრო რთულია ვინმემ, მათ შორის ჟურნალისტმაც, საზოგადოებისგან დაფაროს სუბიექტური დამოკიდებულება ამა თუ იმ საკითხის მიმართ. ამის პარალელურად, პროფესიულ წრეებში აქტუალურია დისკუსია, თუ როგორ შეიძლება რეპორტიორობასა და აქტივიზმს შორის ზღვარის დაცვა და საერთოდ, საჭიროა თუ არა ამის გაკეთება? საერთაშორისო რესპექტაბელურ მედიასაშუალებებს შემუშავებული აქვთ ქცევის კოდექსები, სადაც დეტალურად არის გაწერილი, თუ რისი უფლება აქვს ჟურნალისტს, რა შემთხვევაში შეუძლია აქტივიზმში ჩართვა და რა შემთხვევაში - არა, თუმცა, ... სრულად
2 3 4 5 6 7 8 9 10 11