Feedback

მოგვწერეთ

სახელი:
ფოსტა:
ტექსტი:
დამცავი კოდი:
2015-10-20
ხომ გახსოვთ ხალხის რეაქცია და პირადად თქვენიც, ვინც ამ წერილს კითხულობთ, რაც პატიმართა წამების, მათ მიმართ არაადამიანური მოპყრობის პირველი კადრების გავრცელებას მოჰყვა  2012 წლის სექტემბერში, საპარლამენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე. უკვე ცხადი იყო, რომ ხელისუფლებას განაჩენი ჰქონდა გამოტანილი. მმართველი „ნაციონალური მოძრაობა“ მაშინ საპარლამენტო არჩევნებში პირწმინდად დამარცხდა, იმის მიუხედავად, რომ ადმინისტრაციულ რესურსებს ფლობდა. მაშინ, კადრების ხილვით გამოწვეული საყოველთაო შოკის მიუხედავად, ზოგ არასამთავრობო ორგანიზაციას, მედიის ექსპერტს თუ რიგით ჟურნალისტს ეყო გამბედაობა, ეთქვა: ფარული ჩანაწერების ამ ფორმით გავრცელება არ შეიძლება, რადგან ... სრულად
2015-10-12
გამოკითხვები, ზოგადად სოციოლოგიური კვლევები, საქმეში ჩახედულ ადამიანებს რომ ჰკითხოთ, ძალზე შრომატევადი სამუშაოა. ის, მართალია, ცოტაოდენ მათემატიკას, მაგრამ დიდ დროს და ბევრ ანალიზს მოითხოვს. მონაცემთა გროვას სპეციალური ფორმულებით ალაგებენ და გამოყავთ ზუსტი ციფრები და პროცენტები, რომლითაც იზომება განწყობა, ხედვა, რეიტინგი თუ საჭიროება. მაგრამ რამდენადაც გამოკითხვები სასარგებლო და მძიმე სამუშაოა, იმდენად უმადური საქმეა პოლიტიკურად ისეთ პოლარიზებულ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. ავიღოთ, თუნდაც, ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით ჩატარებული კვლევები. მისი შედეგები ყოველთვის იწვევს ვნებათაღელვას, ... სრულად
2015-10-07
მედია, გარკვეული გამონაკლისების გარდა, წარმოადგენს ბიზნესის ერთ-ერთ სახეს და შესაბამისად, სხვა ძირითად თუ ფაკულტატურ მიზნებთან ერთად,ორიენტრიებულია შემოსავლის მიღებაზე. მიუხედავად ამისა, დემოკრატიულ საზოგადოებაში მედიის მთავარი და სპეციფიკური ფუნქციაა უზრუნველყოს საზოგადოებისათვის შეძლებისდაგვარად ობიექტური ინფორმაციის მიწოდება, რომელიც საზოგადოების წევრებს ინფორმირებული არჩევნის გაკეთებაში დაეხმარება. ზუსტად ეს ფუნქცია გამოარჩევს მედიას ბიზნესის სხვა სახეობებისაგან და დამატებით ეთიკურ ვალდებულებებსაც უწესებს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მედიას, როგორც ბიზნესს, სჭირდება შემოსავლები და ასეთი შემოსავლების ერთ-ერთი სახეა რეკლამა. თავის ... სრულად
2015-10-01
ჟურნალისტი საკუთარი პროფესიული ვალდებულების შესრულებისას ხშირად ხდება ადამიანური ტრაგედიების მოწმე. რთული პროცესია - გააშუქო სიუჟეტი, შექმნა სტატია ისე, რომ დაიცვა სამი ძირითადი პრინციპი: არ ავნო რესპონდენტს, რომელიც დაზარალებულის როლშია, არ ავნო საზოგადოებას, ვისთანაც გინდა მიიტანო შეგროვებული ინფორმაცია და ბოლოს, არ ავნო საკუთარ თავს. ჩემი ბლოგის დაწერის მიზეზი გახდა სიუჟეტი, სადაც გარდაცვლილი არასრულწლოვნის მამას პანაშვიდის მიმდინარეობისას რეპორტიორი ეკითხება: რამდენი ტყვია მოხვდა გულში თქვენს შვილს? რომელ აუდიტორიას სჭირდება ტყვიის რაოდენობის და ლოკალიზაციის ცოდნა?რა ინფორმაციულ ღირებულებას შეიცავს ეს ცნობა? ... სრულად
2015-09-21
თავიდან გაჩუმება ვამჯობინე, ვიფიქრე, რომ მედიის როლსა და სტანდარტებზე მსჯელობის დრო (მაშინ, როცა დაყადაღება-დახურვა- გაშვებებზე გვიწევს საუბარი) არ არის. მაგრამ როცა რამდენიმე დისკუსიას მოვუსმინე, სადაც ჩემი მომავალი თუ მოქმედი კოლეგები ,,ლიდერი ტელეარხის” მედიამიდგომებზე ახლახან გაგონილის ინტერპრეტირებას აკეთებდნენ, მივხვდი, რომ ამაზე სწორედ ახლაა სალაპარაკო, მერე გვიან იქნება. სტუდენტობა ახლად დაშლილ საბჭოთა კავშირში მომიწია. ეს ის პერიოდი იყო, როცა ახალი ჟურნალისტიკის სწავლას ძველი წიგნებით ვცდილობდით. მეც მომიხდა გადამეშალა ,,დიდი საბჭოთა ენციკლოპედია”. ,,ჟურნალისტიკა ... აყალიბებს მასების შეგნებას და აძლევს მათ სწორ სოციალურ ... სრულად
2015-09-15
მედიის მიერ განათლების საკითხების გაშუქებას სისტემატურად ვადევნებ თვალს. სოციალურ ქსელში ჯგუფიც კი გვაქვს შექმნილი და მას ,,ბავშვზე ორიენტირებული სკოლა“ ჰქვია. რომ გითხრათ, მომწონს, როგორ შუქდება განათლების საკითხები მედიაში-მეთქი, გულწრფელი არ ვიქნები. ამ თემაზე ჟურნალისტებთანაც გვქონდა საუბარი. ჟურნალისტებმა გულახდილად გვითხრეს, რომ განათლების თემები პრიორიტეტული არ არის, და რომ ქართული მედია ხშირად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დღის წესრიგს მიჰყვება. ჟურნალისტები სიმწვავის მიხედვით არჩევენ თემებს. აინტერესებთ ძალადობის შემთხვევების გაშუქება, წერენ ეროვნულ გამოცდებზე, მასწავლებლის სქემაში შეტანილ ცვლილებებზე, მიჰყვებიან ... სრულად
2015-09-07
სტუდენტობისას მინდოდა თეატრის კრიტიკოსი გავმხდარიყავი, თავს ვზრდიდი კიდეც ამ სფეროში, სტატიებს ვწერდი, გადაცემებს ვაკეთებდი. მერე მსახიობი შემიყვარდა, მასზე გათხოვილმა, ერთ გამოცემას დავუწერე კრტიკული სტატია, სათაურით ,,თეატრი ბნელში”. არ იყო ცუდი ნაწერი, ფაქტებს და მცოდნე ხალხის აზრებს ეფუძნებოდა. მოგვინებით გავიგე, რომ თეატრში კედელზე გამოუკრავთ, ხელმძღვანელობას კი პასუხად მხოლოდ ის უთქვამს, რომ გაბრაზებული მსახიობის ცოლის ნაწერი იყო. პირველად მაშინ დავფიქრდი ინტერესთა კონფლიქტზე (უნივერსიტეტში ჩემ დროს ეთიკას ზედაპირულად გავდიოდით) - იმაზე, იქნებოდა თუ არა ჩემი სტატია ... სრულად
2015-09-03
„თუ ნამდვილად გსურთ რამის გაკეთება, გზასაც იპოვით. თუ არა და, იპოვით მიზეზს!" - ახლა ჯიმ რონის ამ სიტყვებით თუ შეიძლება აიხსნას სურვილი, რომლითაც ტელეკომპანია „იმედი“ დროებით აჩერებს საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქშოუების მომზადებას. არგუმენტად კი ასახელებს სურვილს, შეცვალოს არსებული გადაცემების ფორმატი და შეიმუშაოს თვისობრივად ახალი სატელევიზიო პროდუქტი, რომელსაც მაუყურებელი 2016 წლიდან იხილავს. სწორედ ასეთი მარტივი, რამდენიმე აბზაციანი განცხადებით დახურა კერძო არხმა ორი გადაცემა - ინგა გრიგოლიას “რეაქცია” და “იმედის კვირა”. ზუსტად ვერავინ იტყვის, რისი გაკეთება სურდა ან არ სურდა ტელევიზიას, რომლის კურსი და გემოვნება დაარსების დღიდან ... სრულად
2015-08-27
რაზეც ახლა ვისაუბრებ, მხოლოდ რეგიონული მედიის პრობლემა არ არის, უფრო პირიქითაა - ეს ერთ-ერთი ყველაზე სუსტი მხარეა ქართული ჟურნალისტიკის. რატომ არ/ვერ სვამენ ახალი ამბების ჟურნალისტები კითხვებს ბრიფინგებზე? რატომ კმაყოფილდებიან მხოლოდ პრესრელიზების განიუსებით, რატომ ამცრობენ პროფესიულ პასუხისმგებლობას მიკროფონის/დიქტოფონის „დამჭერამდე?“ ვუწოდო თუ არა ჟურნალისტს კითხვების გარეშე ფოსტალიონი, რომელსაც დალუქული კონვერტი კონკრეტულ მისამართზე მიაქვს და მხოლოდ ამით შემოიფარგლება მისი პასუხისმგებლობა?! კოლეგებთან მიმართებაში უხერხულობა რომ დავძლიო, საკუთარი გამოცდილებით დავიწყებ: შს სამინისტრომ 5 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ „შსს-ს აჭარის ... სრულად
2015-08-24
აგვისტო მნიშვნელოვანი თვეა ქართულ რეალობაში. წლის ყველაზე ცხელი ამბები, ამა თუ იმ მიზეზით, დროის აღნიშნულ მონაკვეთში იგეგმება და სრულდება. წლევანდელი აგვისტოც არაფრით არის გამონაკლისი - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, თამაზ ურთმელიძის განჩინების საფუძველზე, საქმეზე №2/15651-15, 2015 წლის 05 აგვისტოს, ყადაღა დაედო სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის“ პარტნიორების წილებს, უძრავ ქონებასა და მოძრავ ნივთებს. აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე მოხდა. ქიბარ ხალვაში ტელეკომპანიის ერთ-ერთი ყოფილი მეწილეა. მისი და „რუსთავი 2“-ის კავშირის შესახებ ყველა მითი და რეალობა საინტერესოდაა თავმოყრილი „საერთაშორისო ... სრულად
2 3 4 5 6 7 8 9 10 11