Feedback

მოგვწერეთ

სახელი:
ფოსტა:
ტექსტი:
დამცავი კოდი:
2015-07-29
გამოგიტყდებით, ძალიან გამიჭირდა წერა 13 ივნისის ტრაგედიაზე, უკვე ერთ თვეზე მეტი გავიდა ამ ამბიდან და ვგრძნობ, რომ თავს ვარიდებ ფიქრს, ფოტოებს, რომელიც აქა-იქ ისევ გამოჩნდება ხოლმე სოციალურ მედიაში, ხოლო როცა კატასტროფის ზონაში გავლა მიწევს, მზერა სხვაგან გადამაქვს. არ ვიცი კიდევ რამდენი ადამიანია ჩემსავით. ამ მდგომარეობაზე ჩემი უცხოელი კოლეგის სიტყვები მახსენდება - გადატანილი ტრავმა ძალიან ჰგავს ადამიანის და მისი ჩრდილის „კავშირს“, რაც უფრო ცდილობ გაექცე შენსავე ჩრდილს მით უფრო იზრდება და „იწელება“ იგი, ხოლო რაც უფრო უახლოვდები - პატარავდება და ბოლოს ქრება კიდეც... ასევეა გადატანილ ტრავმასთან ჩვენი დამოკიდებულებაც, რაც უფრო თავს არიდებ, მით უფრო იზრდება მისი ... სრულად
2015-07-24
მე გია ჯაჯანიძის შოუს მაყურებელი ვარ! ჰიტლერი ცოცხალი რომ იყოს და საკუთარი შოუ ჰქონდეს, იმასაც აუცილებლად ვუყურებდი! ჩემთვის, სიტყვის თავისუფლების ველურ პირობებში, ყველაზე საინტერესო არის რამდენად უსაზღვრო და ტრიუმფალური შეიძლება იყოს გროტესკი. ამ შემთხვევაში, ყველაფერი პირდაპირ სამოქალაქო ცნობიერების ნაკლებობას უკავშირდება. სამოქალაქო ცნობიერების დეფიციტი კი, თავის მხრივ, იმაში გამოიხატება, რომ ფეხებზე გკიდია,როცა შენი საქციელი ზიანს აყენებს იმ რომელიმე სოციალურ ჯგუფს, რომელსაც შენი თანამოქალაქეები მიეკუთვნებიან. მითუმეტეს, როცა ეს სოციალური ჯგუფი ისედაც მოწყვლადი და მცირეა. გროტესკი ხელოვნებაა, სიმახინჯის კომიკურობამდე ... სრულად
2015-07-17
“ოკუპაცია” ლათინური სიტყვაა (Occupation) და ქართულად, რომელიმე სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების მიერ სხვა ქვეყნის ტერიტორიის დროებით დაკავებას ნიშნავს. საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. მე არ ვიცი, როდის დაიწყეს ფიქრი რუსულმა ძალებმა დაპატრონებოდნენ ყველას და ყველაფერს სამყაროში… და მე არც ის ვიცი, როდის დასრულდება ეს ყოველთვის მარცხისთვის განწირული მცდელობა, მაგრამ ვიცი, რომ ახლა საქართველოში ოკუპაცია არის იმაზე მტკივნეული პროცესი, ვიდრე ეს ლექსიკონში ჩაწერილი სიტყვებით შეიძლება გამოიხატოს. რეალურად, რუსეთის მიერ ოკუპირებულია: საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი; ხელისუფლების ის წარმომადგენლები, ... სრულად
2015-06-29
ნელ-ნელა ვსწავლობთ მედიის კრიტიკას; მედიის შესახებ მედიაც აღარ არის წარმოუდგენელი რამ (აღარც „არაკოლეგიალურია“). მაგრამ იმ სივრცეში, სადაც ფეისბუქი უკვე თავადაა მეინსტრიმული მედია, ჩვენ, თითქოს, კვლავ მხოლოდ მომხმარებლებად ვრჩებით. დროა ამ ილუზიას გამოვემშვიდობით. არაერთი კორპორატიული მედიასაშუალება, შიგადაშიგ, ზოგიერთ ჩვენგანს სოციალური ქსელის აქტიურ მომხმარებლად მოგვიხსენიებს ხოლმე. ეს უხერხული გამონათქვამი პირდაპირ აღნიშნავს ქცევას, მაგრამ ლამის გაურბის მის რეალურ აღწერას: ჩვენ დამოუკიდებელი მედია, სამოქალაქო მედია, საკუთარი თავის მედია ვართ. მედიის კრიტიკა თუ აუცილებელია, ჩვენი თავიც ვაკრიტიკოთ. თუ მედიასაშუალებები ხშირად იმედებს ... სრულად
2015-06-25
სტენლი ფორმანის ფოტომ, რომლის გამოქვეყნების გადაწყვეტილება, თანაც პირველ გვერდზე, არაერთი გაზეთის, მათ შორის Associated Press –ის რედაქტორმა მიიღო, ათასობით მკითხველისა და მედიაკრიტიკოსის აღშფოთება გამოიწვია. ფოტო ბოსტონში 1975 წლის 22 ივლისს მომხდარი ხანძრის დროსაა გადაღებული და ასახავს, როგორ ჩამოენგრა სახანძრო კიბე ახალგაზრდა, 19 წლის დედას და მის 2 წლის ბავშვს. შედეგად ქალი ადგილზე დაიღუპა, ბავშვი კი გადარჩა. მოგვიანებით რედაქტორები იხსენებდნენ, რომ ამ ფოტოსა და მასზე ასახული მსხვერპლის პირადი ცხოვრების დეტალების გამოქვეყნების გამო მკითხველებმა გამოცემები გააკრიტიკეს და უკმაყოფილება გამოხატეს, ისინი მათ ეთიკის დარღვევაში ადანაშაულებდნენ. გარდა ... სრულად
2015-06-22
13 ივნისს საქართველოში ვბრუნდებოდი. თვითმფრინავი აგვიანებდა. დაგვიანების მიზეზად რომის თავზე არსებულ ღრუბელსა და დიდი რაოდენობით ნალექს ასახელებდნენ. თბილისში მშვიდობით ჩამოვედი. აეროპორტი სულ მშრალი იყო და როგორც მითხრეს, ერთი წვეთიც არ ჩამოვარდნილა. თუმცა დილის ხუთ საათზე სახლისკენ მიმავალმა ქალაქში მანქანების უჩვეულო სიმრავლე შევნიშნე, ხოლო ფილარმონიასთან გზის ჩამკეტ ბარიკადებზე მიმწყდარი ხალხი რაღაცის დანახვას ცდილობდა. ადამიანებს გვიყვარს სანახაობა. ჩვენ იმდენად გვიყვარს სანახაობა, რომ კოლიზეუმიც კი ავაშენეთ. სწორედ ამიტომ ჟურნალისტური მოხერხებაც მით უკეთესად ითვლება, რაც უფრო ახლოდან გვანახებს ტრაგედიის, სეირის ან სხვა სახის ... სრულად
2015-06-18
01 საათი და 30 წუთია. სახლში ვეღარ ვჩერდები. ასეთ დროს სახლში არასოდეს ვმჯდარვარ. ყოველთვის ვცდილობდი მოვლენათა ეპიცენტრში ყოფნას ჩემს ჯგუფთან ერთად. დღეს კი ტელევიზორს მივშეტერებივარ იმ იმედით, რომ რამეს გავიგებ. არც ერთ არხზე არაფერია. ალბათ, რაღაც საშინელება ხდება და თან მასშტაბური. ეტყობა, მზად არ იყვნენ ან ვერ ახერხებენ ეთერის დაწყებას. 1 საათი და 40 წუთი...უნდა წავიდე... მართალია, არც ერთ ტელევიზიაში აღარ ვმუშაობ, მაგრამ რამეს მაინც გავიგებ და სოციალურ ქსელში დავწერ. ყველას აინტერესებს რა ხდება, მინდა ინფორმაცია გავავრცელო, სანამ ტელევიზიები სპეციალურ გამოშვებას დაიწყებენ. სახლიდან ზოოპარკამდე მანძილი 10 წუთში გავირბინე. ზოოპარკის მაგივრად ტბა დამხვდა. ... სრულად
2015-06-10
„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ვებგვერდის მეშვეობით მე და ჩემსავით დაინტერესებული პირები კიდევ ერთი ახალი და არცთუ ისე უმნიშვნელო პროცესის მონაწილეები გავხდით. ამ ელექტრონულ მისამართზე ხელმისაწვდომია სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს 2015 წლის 28 აპრილის #295-ე გადაწყვეტილება, რაც უკვე გამხდარა საფუძველი „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2015-2016 წლების პროგრამული პრიორიტეტების განსაზღვრასთან დაკავშირებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისათვის. სამეურვეო საბჭოს წევრებმა, ძალიან დიდი ვნებათაღელვისა და დისკუსიების პირობებში შერჩეულმა ფავორიტებმა(ამაზე ოდნავ მოგვიანებით), საჯარო განხილვისათვის წარმოადგინეს საბჭოს საქმიანობის ყველაზე ... სრულად
2015-06-08
ერთმა კაცმა დაკარგა თავისი ცული და იფიქრა, რომ ცული მეზობლის შვილმა მოიპარა. ყოველთვის, როცა ეს კაცი იმ ყმაწვილს ხედავდა, ფიქრობდა, რომ ის ნამდვილად ქურდია. - განა ისე არ გამოიყურება, როგორც ნამდვილი ქურდი? - განა ისე არ დადის, როგორც ნამდვილი ქურდი? - ფიქრობდა ეს კაცი. ცოტა ხნის შემდეგ კაცმა თვისი ცული იპოვა. როდესაც მეორე დილით თავისი მეზობლის შვილი დაინახა, ის უკვე აღარ ჰგავდა ქურდს. (ლაო-ძი) მედიის წარმომადგენლები მუდმივად დგანან გამოწვევის წინაშე, როგორ მიიტანონ ინფორმაცია საზოგადოებასთან, გამოწვევა კიდევ უფრო მაშინ მძაფრდება, ... სრულად
2015-06-01
დღეს პირველი ივნისია, ბავშვთა დაცვის დღე, და როგორც წესი, მედიის ყურადღების ცენტრშიც ბავშვები იქნებიან. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს კარგია და მოსალოდნელიც. თუმცა მთავარია, როგორ არიან ბავშვები წარმოდგენილნი მედიასაშუალებების მიერ. ბავშვები ხშირად გვევლინებიან ან ქველმოქმედების ობიექტებად,ან ფონად მავანთა ქველმოქმედების წარმოსაჩენად. პოლიტიკოსები და კერძო კომპანიების წარმომადგენლები ამ დღეს თავს ვალდებულად თვლიან ბავშვებს, განსაკუთრებით კი სოციალურად დაუცველებსა თუ სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფებს, საჩუქრები მიუტანონ და ამ გზით საკუთარი მისიაც შესრულებულად ჩათვალონ. და ვხედავთ ტელემარათონს,თუ ვინ ვის ეწვია და რა მიუტანა, სად რა კონცერტი და ... სრულად
2 3 4 5 6 7 8 9 10 11