Feedback

მოგვწერეთ

სახელი:
ფოსტა:
ტექსტი:
დამცავი კოდი:
ჩემი პერსონალური შრომის ფასი
2018-01-24

რამდენი გაქვს ხელფასი? ეს კითხვა ქართული რეალობის ერთ-ერთი უხერხულობაა, დაოჯახებული ხარ?... შვილი არ გიჩნდება?”... მეორეს როდის გეგმავ?”- ს შემდეგ.


სინამდვილეში, ხელფასი ადამიანის ცხოვრების ნაწილია. ისევე საჭირო, როგორც საქმე - რეალიზების და თვითგამოხატვის ყველაზე დიდი შესაძლებლობა.


ხელფასი ძირითადად საიდუმლოცაა, პერსონალური საიდუმლო. ხელფასები კი შეიძლება იყოს ხელმისაწვდომი ინფორმაცია, მაგალითად, საჯარო პირების, საშტატო ნუსხისას ან შედარებით დახურული - საკონტრაქტო ურთიერთობის შემთხვევაში.


თუმცა უმეტესად, ყველამ ყველაფერი ვიცით. ჯერ კიდევ შორს ვართ ერთმანეთის და საკუთარი პერსონალური ინფორმაციის პატივისცემის სტანდარტისგან.


სხვების ხელფასები, განსაკუთრებით კი საჯარო დაფინანსების ფარგლებში, მედიის ინტერესებშიც შედის. 2010 წლიდან ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის პროექტის ფარგლებში ჟურნალისტებთან ერთად ვიკვლევდი საჯარო უწყებებში გაცემული ხელფასებისა და პრემიების სისტემას, უფრო მართალი ვიქნები თუ ვიტყვი - უსისტემობას. „პრემიების ქვეყანა“ - ასე შეიძლება დაერქვას წლის განმავლობაში არაერთხელ გაცემული პრემიებისა და დანამატების რეალობას, რომელსაც მოქალაქეებისა და ხელისუფლების ერთმანეთთან დაშორების გარდა, სხვა არაფერი მოუტანია. ხან „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკით და ხანაც წელიწადში 64 ჯერ გაცემული დამატებებით მივიღეთ ის, რაც მივიღეთ - ღარიბი გამოცდილება, გაუმართავი მართვის მოდელები და რაც მთავარია, ჰაერში გაფანტული სახელმწიფო სახსრები.


სისტემა უნდა დაინგრეს - ეს გამოთქმა ჰონორარების სისტემასთან დაკავშირებით სასაცილოდ ჟღერს. მაშინ როდესაც, შესაძლოა უსისტემობაც სისტემაა. ამიტომ, აქ პირიქითაა - ანაზღაურებების უსისტემობა უნდა დაინგრეს და უფრო ადეკვატური, რაციონალური სისტემა აშენდეს. უნდა გაიწეროს ადამიანების პერსონალური შრომის ფასი. რადგან ხელფასი ადამიანის ცხოვრების ნაწილია. ისევე საჭირო, როგორც თავად საქმე.


ჩვენ ბევრს ვიკვლევთ და ვწერთ, ჩვენ ხშირად კანონიერად და უმეტესად უკანონოდ ვასაჯაროვებთ სხვა ადამიანის პერსონალურ საიდუმლოს.


კითხვა „რამდენი გაქვს ხელფასი?“ ქართული რეალობის ერთ-ერთი უხერხულობაა. მით უფრო როცა არ არის განჭვრეტადი როგორ ფასდება შენი პერსონალური შრომის ფასი.


კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.