Feedback

მოგვწერეთ

სახელი:
ფოსტა:
ტექსტი:
დამცავი კოდი:
ყალბი ინფორმაცია

ონლაინმედიამ ალექსანდრე ჯეჯელავაზე ყალბი ინფორმაცია გაავრცელა

2017-02-22

22 თებერვალს ონლაინმედიით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს განათლების მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა, გალაკტიონის არაკომპეტენტურობაზე საუბრობდა.


„როგორც ჩვენი ჯეჯელავაზე არანაკლებ ტუტუცი კორესპონდენტი გვატყობინებს, მესამე ვიცეპრემიერმა არც აცია, არც აცხელა და მორიგ საკბილოდ პირდაპირ გალაკტიონი აირჩია. როგორც ჯეჯელავა ამბობს, გალაკტიონი ჭიანჭველაზე კიდევ უფრო არაკვალიფიციურია და მისი ყველაზე ცნობილი ლექსიმთაწმინდის მთვარესასწრაფოდ არის ასაკრძალი,“ - ვკითხულობთ გავრცელებულ მასალებში.


„მას ეგონა, რომ მთვარე მთაწმინდისაა. ამიტომ ჩვენ ეს ამბავი უნდა გამოვასწოროთ, თორემ როდესაც ბავშვები ამ ლექსს ასეთი ფორმით წაიკითხავენ, შეცდომაში შევლენ. ამ ლექსს სასწრაფოდ უნდა დაერქვას - „მთვარე, რომელიც მთწმინდიდან დავინახე,ეს საკითხი გავარკვიეთ, მაგრამ ახლა მაინტერესებს თავად გალაკტიონის კვალიფიკაცია,” - სტატიაში ეს სიტყვები ალექსანდე ჯეჯელავას მიეწერებოდა.


ონლაინგამოცემება , tb24.ge- მ, საქართველო და მსოფლიომ, mpress.ge-მ  news.coa.ge-მ და www.geotimes.ge-მ აღნიშნული სტატიის ბოლოს მიუთითეს წყარო, მაგრამ არ აღნიშნეს, რომ ინფორმაცია იუმორისტული ხასიათის იყო, რასაც მკითხველი შეცდომაში შეჰყავდა.


ინფორმაციის პირველწყაროა ბაკურ სვანიძის პორტალი bstv.ge . როგორც ვებგვერდის ადმინისტრაცია უთითებს, საიტის ძირითადი მიმართულება მიმდინარე რეალური მოვლენების სატირული ხერხით ასახვაა“.

ლანა როყვა
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალების ნებისმიერი ფორმით გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ რედაქციის თანხმობით, თანხმობის მიღების შემთხვევაში კი, წყაროს მითითებით.