Feedback

მოგვწერეთ

სახელი:
ფოსტა:
ტექსტი:
დამცავი კოდი:
ბაგრატი გელათი იუნესკო მედია

იუნესკოს გადაწყვეტილება “კურიერში” ვერ მოხვდა

2017-07-11

10 ივლისს ცნობილი გახდა იუნესკოს 41-ე სესიის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც გელათი საფრთხის წინაშე მყოფი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობიის სიიდან  ძირითად ნუსხაში დაბრუნდა, ბაგრატის ტაძარი კი ამ  ნუსხის მიღმა დარჩა.


სარეაბილიტაციო სამუშაოები, რის შედეგადაც ბაგრატის და გელათის ტაძრები 2010 წელს ძირითადი ნუსხიდან ამოიღეს, 2009 წელს დაიწყო.  ჯერ კიდევ 2012 წელს იუნესკო წინასწარ შეფასებაში აღნიშნავდა, რომ “სამუშაოებმა, რომელიც ბაგრატის ტაძარზეა ჩატარებული, გადაფარა ტაძრის პირველადი ავთენტურობა, ამიტომაც ბაგრატის ტაძარი ვეღარ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომელიც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში ყოფნისთვისაა საჭირო”.


10 ივლისს იუნესკოს გადაწყვეტილება გაშუქდა საზოგადოებრივი მაუწყებლის, იმედის და TV პირველის დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში, თუმცა სიახლე ვერ მოხვდა  9 საათიან “კურიერში”.



 


გელა ბოჩიკაშვილი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალების ნებისმიერი ფორმით გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ რედაქციის თანხმობით, თანხმობის მიღების შემთხვევაში კი, წყაროს მითითებით.