Feedback

მოგვწერეთ

სახელი:
ფოსტა:
ტექსტი:
დამცავი კოდი:
რეკლამა ბავშვთა საკითხები ბავშვები მედია პროდუქტის განთავსება

“პროდუქტის განთავსება“ ბავშვების მონაწილეობით

2017-10-19

18 ოქტომბრის „ნანუკას შოუში“ ირინა სარიშვილს და მის შვილებს წამყვანმა კომპანია „ჰუმანას“ და „ბიოლანის“ პროდუქცია საჩუქრად გადასცა.


„4 თვის არის ახლა რაც მოვიტანეთ, მაგრამ მათ თქვეს, რომ ბავშვებს ვიდრე დასჭირდებათ მათი საკვები მთელი ამ ხნის განმავლობაში, თავის თავზე აიღებენ“ - უთხრა წამყვანმა რესპონდენტს. შემდეგ კი კომპანიის წარმომადგენელი, ექიმი ნუტრიციოლოგი 4 წუთის განმავლობაში დეტალურად ხსნიდა თითოეული პროდუქტის შემადგენლობას და საუბრობდა მათ დადებით მხარეებზე. ამ დროს, კადრში ჩანდნენ ბავშვებიც.


მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით პროდუქტის ეთერში განთავსება (Product Placement) დაშვებულია იმ ტიპის გადაცემებში, როგორიც „ნანუკას შოუა",  თუმცა გარკვეული წესების დაცვით. კანონის 69-ე მუხლის თანახმად, პროგრამაში პროდუქტის განთავსება ისე უნდა მოხდეს, რომ მან გავლენა არ უნდა მოახდინოს პროგრამის შინაარსზე, არ უნდა მიანიჭოს პროდუქტს გადაჭარბებული მნიშვნელობა და არ უნდა ისმოდეს პროდუქტის შეძენისკენ პირდაპირი მოწოდება.


ბავშვთა საკითხების გაშუქების სახელმძღვანელო წესებში კი აღნიშნულია: "მოერიდეთ ბავშვის ქველმოქმედების ან მოწყალების მიმღებ ობიექტად წარ­ მოჩენას. ხშირად, პოლიტიკოსები, ბიზნესმენები თუ სხვადასხვა ჯგუფები საკუთარი პიარკამპანიისთვის, იმიჯის შესაქმნელად აქტიურად იყენებენ ბავ­ შვებს, მიდიან მათთან და ურიგებენ საჩუქრებს. მედიამ ხელი არ უნდა შეუწყოს ამ ჯგუფებს, აწარმოონ საკუთარი პიარკამპანია ბავშვების გამოყენებით".
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალების ნებისმიერი ფორმით გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ რედაქციის თანხმობით, თანხმობის მიღების შემთხვევაში კი, წყაროს მითითებით.