Feedback

მოგვწერეთ

სახელი:
ფოსტა:
ტექსტი:
დამცავი კოდი:
საზოგადოებრივი მაუწყებელი ბერა ივანიშვილი ტენდერი

საზოგადოებრივი მაუწყებლი ბერას კომპანიას 400 ათასამდე ლარს უხდის - თემა „მოამბემ“ არ გააშუქა

2017-10-25

საზოგადოებრივი მაუწყებელი ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის კომპანიას  372 011 ლარს უხდის. მაუწყებელი კომპანიისგან ორი გადაცემისთვის საჭირო განათებებს ქირაობს, ეს გადაცემებია - „არჩევნები 2017“ და “აქტუალური თემა 1 არხზე მაკა ცინცაძესთან ერთად”. მაუწყებელმა მომსახურების შესაძენად ტენდერი 10 ოქტომბერს გამოაცხადა და მასში მხოლოდ ბერა ივანიშვილის კომპანია - "სილქ ფაქტორი სტუდიო"  მონაწილეობდა.


ამის შესახებ ცნობილი 24 ოქტომბერს  „ნეტგაზეთის“ მასალიდან გახდა, თემის მიმართ საჯარო ინტერესიც სწორედ ამ დღეს გაჩნდა. მიუხედავად ამისა, თემა 8 საათიან „მოამბეში“ ვერ მოხვდა.



კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალების ნებისმიერი ფორმით გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ რედაქციის თანხმობით, თანხმობის მიღების შემთხვევაში კი, წყაროს მითითებით.