Feedback

მოგვწერეთ

სახელი:
ფოსტა:
ტექსტი:
დამცავი კოდი:
კაშია სამკლაური დისკრიმინაცია

არასრულწლოვნის არასაჭირო იდენტიფიცირება „კურიერში“

2017-11-05

3 ნოემბერს, მარტვილის ერთ-ერთ სკოლაშიმომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც ლგბტ თემის მიმართ განსხვავებული დამოკიდებულების გამო მოსწავლეებმა იჩხუბეს, “რუსთავი 2-ის“ დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში თითქმის 6 წუთიანი სიუჟეტი მიეძღვნა. მასალის მიხედვით, მოსწავლეებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც სამოქალქო განათლების გაკვეთილზე გურამ კაშიას მიერ სამკლაურის გაკეთებას განიხილავდნენ. ერთ-ერთმა მოსწავლემ გაკვეთილის მსვლელობისას აღნიშნა, რომ ის ფეხბურთელის ქმედებას არ მიესალმება, რადგან ამით, ლბგტ თემის პროპაგანდა მოხდა. მისივე თქმით, ამ განხილვის გამო, გაკვეთილების შემდეგ მას თანაკლასელებმა სცემეს. გაუგებარი დარჩა, რა პრინციპით დაფარა „კურიერმა“ ინციდენტში მონაწილება ბავშვი - ინტერვიუებში არასრულწლოვნის სახე დაფარული იყო, თუმცა ზოგად კადრებში ის დაუფარავად ჩანდა, შესაბამისად,  იდენტიფიცირება მარტივად შეიძლებოდა. დაფარვის მიუხედავად, ასევე მარტივად იდენტიფიცირებადი იყვნენ მოსწავლის ოჯახის წევრებიც.


ბავშვთა საკითხების გაშუქების სახელმძღვანელო წესებში აღნიშნულია: „ბავშვის დაფარვა საჭიროა მხოლოდ მაშინ, როდესაც შესაძლებელია მას რა­იმე ტიპის ზიანი მიადგეს, მაგალითად, იძალადონ მასზე, გახდეს ბულინგის მსხვერპლი, მოხდეს მისი სტიგმატიზება, გარიყვა ან ნებისმიერი სახით გაუარეს­დეს მისი მდგომარეობა“.


გარდა ამისა, ბუნდოვანი დარჩა, რატომ არსებობდა ამ ამბის მიმართ იმდენად მაღალი საჯარო ინტერესი, რომ მას 6 წუთიანი სიუჟეტი დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში დაეთმო. აღსანიშნავია, რომ ეს მასალა უკვე გაზიარდა ფეისბუკ გვერდზე - „ანტილიბერალური კლუბი“. კომენტარების ველში მომხმარებლები წერენ, რომ სკოლებში "ლგბტ პროპაგანდა" ხდება, ხოლო ის მოსწავლეები, ვინც "ლგბტ პროპაგანდას" არ ეთანხმებიან, იჩაგრებიან.


Capture
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალების ნებისმიერი ფორმით გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ რედაქციის თანხმობით, თანხმობის მიღების შემთხვევაში კი, წყაროს მითითებით.