Feedback

მოგვწერეთ

სახელი:
ფოსტა:
ტექსტი:
დამცავი კოდი:
არაზუსტი ინფორმაცია

ონლაინმედიამ ნინო გვენეტაძის გადადგომის შესახებ მცდარი ინფორმაცია გაავრცელა

2017-11-10

9 ნოემბერს, მედიასაშუალებების ნაწილმა გაავრცელა მცდარი ინფორმაცია, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე თანამდებობიდან გადადგა. ზოგიერთ მათგანს მასალა ამ დრომდე არ შეუსწორებია.


Pia, ghn.ge, Euronews.ge, news.ge -მცდარი ინფორმაცია ფაქტის სახით ამ სააგენტოებმა გაავრცელეს.


უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს” - ვკითხულობდით Ghn-ის სიახლეში. წყაროდ მითითებულ Imedinews-ს ინფორმაცია ვარაუდის სახით ეწერა და არა ფაქტად. თავისმხრივ, Imedinews საზოგადოებრივი მაუწყებლის საიტს  ეყრდნობოდა, რომელსაც ასევე არ გაუვცელებია ინფორმაცია ფაქტად. 


Imedinews: „საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს.ამის შესახებ 1tv იუწყება“.


1tv.ge: „საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს. პირველი არხის ინფორმაციით, ამის მიზეზი სავარაუდოდ მოსამართლეთა უვადო დანიშვნასთან დაკავშირებული პრობლემა გახდება“.


Euronews.ge და news.ge კი საერთოდ არ ჩანდა, წყარო, რომელზე დაყრდნობითაც მედიასაშუალებები გვენეტაძის გადადგომის შესახებ ინფორმაციას ფაქტის სახით ავრცელებდნენ.


Ghn.ge-ზე და Euronmews.ge-ზე სიახლე ამ დრომდე არ შესწორებულა. Pia-მ და News.ge-მ კი მცდარი ინფორმაციის შემცველი სიახლეები მოგვიანებით წაშალეს, მაგრამ ისე, რომ არსად მიუთითებია, თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციის არაზუსტობის შესახებ. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მეხუთე პრინციპი შესწორების სტანდარტს ეხება. ამ პრინციპის განმარტებებში აღნიშნულია: “ამ მუხლით ჟურნალისტები და რედაქტორები პასუხისმგებლობას იღებენ, რომ პატიოსნად განაცხადონ არაზუსტი ინფორმაციის გამოქვეყნების შესახებ და შეასწორონ ის. მიუღებელია შესწორება იმგვარად, რომ თავიდან გაკეთდეს სიუჟეტი ან სტატია, სადაც არაზუსტ ინფორმაციას ჩაენაცვლება ზუსტი ინფორმაცია, მაგრამ არ იქნება გაცხადებული უკვე დაშვებული შეცდომის შესახებ”. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს მიერ ქარტიის მეხუთე მუხლზე (შესწორება) მიღებული გადაწყვეტილებების პრაქტიკა აჩვენებს, რომ ის ინფორმაცია, რომელიც მცდარი იყო, აღარ უნდა იძებნებოდეს ინტერნეტსივრცეში. არსებობს მეორე ვარიანტიც, სტატია შესაძლოა იძებნებოდეს ძველი ფორმით, ახალი მასალის ბმული, რომელიც ასწორებს ძველ სტატიას, აუცილებლად უნდა იყოს ძველშიც მითითებული, რადგან მკითხველს შეეძლოს ზუსტი ინფორმაციის მიღება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია მითითება, რომ მასალა ჩასწორებულია, მედიამ აუდიტორიას უნდა აუხსნას, რა და რატომ ჩაასწორა.


ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველ პრინციპში აღნიშნულია: ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. ამავე მუხლის განმარტებაში კი აღნიშნულია: „უნდა ჩანდეს ჟურნალისტის მცდელობა, რომ მან საზოგადოების მიმართ გამოიჩინა პატივისცემა და ბოლომდე გადაამოწმა ფაქტები, რათა გამოექვეყნებინა სიმართლე და ზუსტი ინფორმაცია.ზუსტ ინფორმაციად, შეთანხმების თანახმად, ჩაითვლება ორ წყაროსთან გადამოწმებული ინფორმაცია, რომელშიც იდენტიფიცირებულია ადამიანი, ადგილი, მოვლენა – ვისაც და რასაც ეხება ინფორმაცია".


gvenetadze_3

GHN


gvenetadze_1
euronews.ge

 

gvenetadze_2
News.ge

PIa.ge

 


 

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალების ნებისმიერი ფორმით გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ რედაქციის თანხმობით, თანხმობის მიღების შემთხვევაში კი, წყაროს მითითებით.