Feedback

მოგვწერეთ

სახელი:
ფოსტა:
ტექსტი:
დამცავი კოდი:
კურიერი რუსთავი ორი ბავშვთა საკითხების გაშუქება

ჭირისუფლის გლოვის ამსახველი კადრები „კურიერში“

2017-12-04

2 დეკემბერს, შაბათის კურიერში თბილისში სკოლის მოსწავლეებს შორის მომხდარი დაპირისპირების შესახებ სიუჟეტი გავიდა. სიუჟეტში გამოყენებული იყო რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაღებული მძიმე კადრები, რომელიც ერთ-ერთი დაღუპული მოსწავლის ოჯახის წევრების და ახლობლების ტირილს და გლოვას ასახავს.


ამ კადრების ჩვენებით მაყურებელს თბილისში მომხდარი დაპირისპირებისა და ორი არასრულწლოვნის მკვლელობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ მიუღია.


კრიმინალის გაშუქების სახელმძღვანელო წესებისმიხედვით,მედია სიფრთხილით უნდა მოეკიდოს ისეთი ვიზუალური მასალის ჩვენებას, რომელზეც ასახულია ადამიანთა ტრაგედია და ტანჯვა. მიზანშეწონილი არ არის დაზარალებულის, გვამისა ან დასახიჩრებული სხეულის, სისხლისა და სხვა მსგავსი სცენების ჩვენება მნიშვნელოვანი სარედაქციო დასაბუთების გარეშე.


მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 35-ე მუხლში კი ვკითხულობთ: „მაუწყებელმა არ უნდა გადაიღოს ან გაავრცელოს მასალა, რომელშიც ასახულია უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებულები, ან პიროვნება პირადი ტრაგედიის ან მწუხარების დროს, მათ შორის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ან დაკრძალვაზე.


კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალების ნებისმიერი ფორმით გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ რედაქციის თანხმობით, თანხმობის მიღების შემთხვევაში კი, წყაროს მითითებით.