Feedback

მოგვწერეთ

სახელი:
ფოსტა:
ტექსტი:
დამცავი კოდი:
ქარტია მკვლელობა ხორავას ქუჩა სკოლა ბავშვები არასრულწლოვნები მედია

ქარტიის საბჭო: არასრულწლოვნის იდენტიფიცირებით ქარტიის პრინციპები დაირღვა

2017-12-08

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით,  ტელეკომპანიების "იმედის", "რუსთავი 2-ისა", და  “ობიექტივის“ ჟურნალისტებმა დაარღვიეს ქარტიის მე-8 პრინციპი, რომელიც მედიაპროდუქტში  ბავშვის ინტერესების გათვალისწინებას ეხება. მასალები, რომლის გამოც ქარტიას ნიკა გურინმა მიმართა,  ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას ეხებოდა. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ  ბრალდებული ბავშვის იდენტიფიცირებით მისი უფლებები შეილახა.


მე-8 პრინციპთან ერთად, მე-7  (დისკრიმინაცია) და პირველი პრინციპის (სიზუსტე) დარღვევა დაუდგინდა ფეისბუკგვერდს -  „ქიზიყი“.


გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი  მოგვიანებით, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ვებსაიტზე გამოქვეყნდება. 

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალების ნებისმიერი ფორმით გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ რედაქციის თანხმობით, თანხმობის მიღების შემთხვევაში კი, წყაროს მითითებით.