Feedback

მოგვწერეთ

სახელი:
ფოსტა:
ტექსტი:
დამცავი კოდი:
მანიპულაცია არასწორი ინფორმაცია

For.ge-მ „ბახალასთან“ დაკავშირებით შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია გაავრცელა

2018-01-26

„ბახალა“ 45 აბი სუბუტექსის ქონას აღიარებს, ენჯეოები მის დაკავებას აპროტესტებენ“ - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას for.ge გიორგი გიორგანაშვილის საქმესთან დაკავშირებით. სტატიის მიხედვით: „for.ge-მ მოიპოვა დოკუმენტი, რომლის თანახმად მსახიობი აღიარებს 45 აბი სუბოტექსის ქონას“. აუდიტორიას რჩება შთაბეჭდილება, რომ გამოცემამ გიორგანაშვილის აღიარებითი ჩვენება მოიპოვა. სინამდვილეში კი დოკუმენტი, რომელზეც For.ge-ს მასალაშია საუბარი, არის არა აღიარებითი ჩვენება, არამედ დაკავებისას გამომძიებლის მიერ შედგენილი ჩხრეკის ოქმი. დაცვის მხარე უწყებებს სწორედ საგამოძიებო ღონისძიებების, მათ შორის ჩხრეკის ოქმის არასწორად შედგენასაც ედავება და საქმეს ამჟამად ქალაქის პროკურატურა იძიებს.


For.ge-ს მასალა გარდა იმისა, რომ შეცდომაში შემყვანია, ცდილობს შექმნას განწყობა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები და ის ადამიანები, ვინც 25 იანვარს გიორგანაშვილის მხარდასაჭერ აქციაზე შეიკრიბნენ, ისეთ დამნაშავეს იცავენ, რომელმაც თავადვე აღიარა დანაშაული.


იგივე მასალა For.ge-ზე დაყრდნობით, თითქმის უცვლელად გამოაქვეყნა kvira.ge-მ, reportiori.ge-მ და digest.pia.ge-მ.


ფოტო: ფეისბუკ გვერდიდან: ბახალასთვის
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალების ნებისმიერი ფორმით გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ რედაქციის თანხმობით, თანხმობის მიღების შემთხვევაში კი, წყაროს მითითებით.