Feedback

მოგვწერეთ

სახელი:
ფოსტა:
ტექსტი:
დამცავი კოდი:
გამოტოვებული ამბები მედია

წამების საქმის სასამართლო განაჩენი საინფორმაციო გამოშვებებში

2018-02-07
6 თებერვალს  პატიმართა წამებასა და არაადამიანური მოპყრობაში ბრალდებული 7 პირის  მიმართ მოსამართლემ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. საქმის მასალების თანახმად, 2010-2012 წლებში ბრალდებულები, რომლებიც სასჯელაღსრულების #8 დაწესებულების თანამშრომლები იყვნენ, პატიმრებზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად სისტემატიურად ძალადობდნენ.

სასამართლო განაჩენი საზოგადოებრივი მაუწყებლის დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვების პირველი თემა იყო, საკითხზე მასალა 8 საათიანმა „ქრონიკამაც“ მოამზადა. ტელეკომპანია „პირველის“ და „რუსთავი-2-ის“ მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში კი ეს თემა ვერ მოხვდა.  


ganacheni_1
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალების ნებისმიერი ფორმით გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ რედაქციის თანხმობით, თანხმობის მიღების შემთხვევაში კი, წყაროს მითითებით.