Feedback

მოგვწერეთ

სახელი:
ფოსტა:
ტექსტი:
დამცავი კოდი:
სიციალური მედია

ჟურნალისტების შეცდომები სოციალურ ქსელებში

2017-08-15

დასავლური მედიასაშუალებების ჟურნალისტებს სოციალურ ქსელებში არაკორექტული პოსტების გამოქვეყნება ძვირად უჯდებათ. ხშირად, სწორედ ტვიტერზე ან ფეისბუკზე დაწერილი შეუფერებელი კომენტარების გამო, მათ სამსახურიდანაც კი ათავისუფლებენ.


გთავაზობთ, 2017 წლის სამ ყველაზე გახმაურებულ შემთხვევას, როდესაც ჟურნალისტებმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო ან სამსახური დაკარგეს, ან ბოდიში მოიხადეს და პოსტი წაშალეს.


1. CNN  კომენტატორი ჯეფრი ლორდი  სამსახურიდან სულ ცოტა ხნის წინ იმის გამო გაუშვეს, რომ twitter-ზე ნაცისტური მისალმება გამოიყენა. „Sieg Heil” - ასე უპასუხა მან twitter-ის ერთ-ერთ მომხმარებელს.

4444


2.      Los Angeles Times - რედაქტორმა და ჟურნალისტმა ჯესიკა როიმ ჯონ მაკკეინის შესახებ გამოქვეყნებული პოსტისთვის ბოდიში მოიხადა. ის წერდა, რომ  მისი მეგობრის ქმარი გლიობლასტომით იყო დაავადებული, მათ მაკკეინს დახმარებისთვის მიმართეს, თუმცა დახმარება ვერ მიიღეს.  „ ჩემი ტვიტი წავშალე იმის გამო, რომ ის ჩემი დამსაქმებლების სტანდარტებს - გადამოწმებისა და შემდეგ გამოქვეყნების მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა. ვნანობ იმის გამო, რაც დავწერე და გულწრფელად ბოდიშს ვიხდი“ - დაწერა ჯესიკა როიმ. 


Screenshot_2017_08_15_14_11_55

3.   The Daily Beast - ის კულტურის ბლოკის ჟურნალისტმა ირა მედისონმა twitter-ზე თეთრი სახლის პრესმდივნის სარა სანდერსის ფოტოს გამოქვეყნებისა და მასზე დართული კომენტარის გამო, სადაც ის “მამაკაცურ დედოფლად”მოიხსენია, ბოდიში მოიხადა.  „ბოდიშს ვიხდი ცუდი ხუმრობისთვის. არავის წყენინება არ მინდოდა. ვწუხვარ, რომ ეს გავაკეთე“ - დაწერა  მედისონმა. 



მოამზადა ნატალია ვახტანგაშვილმა

ამავე თემაზე: სოციალური მედიის გამოყენების სახელმძღვანელო წესები



კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალების ნებისმიერი ფორმით გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ რედაქციის თანხმობით, თანხმობის მიღების შემთხვევაში კი, წყაროს მითითებით.