Feedback

მოგვწერეთ

სახელი:
ფოსტა:
ტექსტი:
დამცავი კოდი:
ხადიჯა ისმაილოვა აზერბაიჯანი ნობელი პრიზი მედია

„ალტერნატიული ნობელი“ ხადიჯა ისმაილოვას გადაეცა

2017-09-26

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილოვა 2017 წლის Right Livelihood-ის ჯილდობს მფლობელი გახდა.ამის შესახებ გერმანული გამოცემა „შპიგელ ონლაინი“ წერს. ამ პრესტიჟულ ჯილდოს მოიხსენიებენ, როგორც ნობელის პრემიის ალტერნატივას და ყოველწლიურად ისეთ ადამიანებს გადასცემენ, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს გლობალური პრობლემების გადაჭრაში.


ხადიჯა ისმაილოვას პრიზი  იმ ჟურნალისტურ გამოძიებებში გამოვლენილი გამბედაობისთვის გადაეცა, რომელიც აზერბაიჯანის ხელისუფლების უმაღლეს რგოლებში კორუფციას ამხელდა.


ხადიჯა ისმაილოვა ცნობილი აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტია, ის 2014 წელს გადასახადებისგან თავის არიდებისა და სხვა ბრალდებებით დააპატიმრეს და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, რასაც მკაცრი კრიტიკა მოჰყვა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. 2016 წლის მაისში აზერბაიჯანის სასამართლომ მას განაჩენი შეუმსუბუქა და გაათავისუფლა. ჟურნალისტი და მისი თანამოაზრეები ამტკიცებენ, რომ სასამართლოს განაჩენი იყო შურისძიებამის მიერ გამოქვეყნებული სტატიების გამო, სადაც ის აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს და მის ოჯახს კორუფციასთან კავშირში ამხელდა.ამჟამად, ისმაილოვას სასამართლოს გადაწყვეტილებით ქვეყნის დატოვება აკრძალული აქვს.


ფოტო/წყარო: spiegel.de


 

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალების ნებისმიერი ფორმით გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ რედაქციის თანხმობით, თანხმობის მიღების შემთხვევაში კი, წყაროს მითითებით.