Feedback

მოგვწერეთ

სახელი:
ფოსტა:
ტექსტი:
დამცავი კოდი:
NPR სექსუალური შევიწროება

NPR-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ

2017-11-03

აშშ-ს საზოგადოებრივი რადიოს, NPR-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსს, მაიკლ ორესკესს სექსუალურ შევიწროებაში ორი ყოფილი თანამშრომელი სდებს ბრალს. ამის შესახებ პირველად 31 ოქტომბერს, გამოცემა Washington Post-მა დაწერა. ორესკესის ყოფილი თანამშრომლები ამბობენ, რომ შევიწროების ფაქტი 20 წლის წინ, theNew York Times-ში მუშაობისას მოხდა. მაშინ ორესკესი მათი უშუალო ხელმძღვანელი იყო.


ფაქტის გახმაურების შემდეგ ორესკესმა NPR-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობა დატოვა.


NPR-ის აღმასრულებელმა დირექტორმა Imediaethics-ს ის იმეილი გააცნო, რომელიც ორესკესის გათავისუფლების შემდეგ თანამშრომლებს გაუგზავნა:


 

„მე თავად ვთხოვე ორესკესს, გადამდგარიყო. მისი განცხადება გათავისუფლების შესახებ მივიღე და სწრაფადვე დავაკმაყოფილე. ნიუსრუმს ახლა უკვე ქრის ტარპინი უხელმძღვანელებს. ორგანიზაციის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვნად ზიანდება მაშინ, როცა ვინმე, განსაკუთრებით კი ის, ვისაც კორპორაციაში მაღალ თანამდებობაზე მუშაობს და შესაბამისი ძალაუფლებაც აქვს, იქცევა შეუფერებლად და არღვევს ორგანიზაციის ზოგად სტანდარტებსა და მიდგომებს“.


თავად ორესკესი კი ჩადენილის გამო ბოდიშს იხდის: „ძალიან ვწუხვარ და ვუბოდიშებ იმ ადამიანს, ვინც ჩემი ქმედებით დავაზარალე. ჩემი საქციელი იყო მიუღებელი და არასწორი, მე სრულად ვაცნობიერებ პასუხისმგებლობას. მადლობელი ვარ ჩემი ყველა კოლეგის, თითოეული წუთი, რომელიც მათთან გავატარე, უმნიშვნელოვანესი იყო ჩემთვის. ვრჩები NPR - ის გულშემატკივრად“ - განუცხადა მან Imediaethics-ს.


კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალების ნებისმიერი ფორმით გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ რედაქციის თანხმობით, თანხმობის მიღების შემთხვევაში კი, წყაროს მითითებით.