Feedback

მოგვწერეთ

სახელი:
ფოსტა:
ტექსტი:
დამცავი კოდი:
ჟურნალისტური გამოძება.

სამოთხის დოკუმენტები- ახალი მასშტაბური ჟურნალისტური გამოძიება

2017-11-07

„პანამის დოკუმენტების“ შემდეგ, გამომძიებელმა ჟურნალისტებმა „სამოთხის დოკუმენტები“ გამოაქვეყნეს. საუბარია დაახლოებით 13 მილიონ დოკუმენტზე, რომელიც ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების მაღალი თანამდებობის პირებისა და ცნობილი ადამიანების მიერ, გადასახადებისგან თავის არიდების მიზნით, ოფშორულ ზონებში დიდი ოდენობის თანხების გადამალვას ადასტურებს.


„სამოთხის დოკუმენტებზე“ 100 ამდე წამყვანი დასავლური მედიასაშუალების 400 ამდე ჟურნალისტი მუშაობდა. აღმოჩნდა, რომ ოფშორულ სივრცეს თანხების დასამალად იყენებენ, ბრიტანეთის დედოფალი, ტრამპის უახლოესი გარემოცვის წევრები სხვადასხვა ქვეყნის მაღალჩინოსნები.


„სამოთხის დოკუმენტები“, ისევე როგორც 2016 წელს „პანამის დოკუმენტები“ პირველად გერმანულმა გამოცემა “ზუდდოიჩე ცაიტუნგმა” მიიღო. გამოცემამ მასალები დასამუშავებლად „გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო ქსელს“(ICIJ ) გაუზიარა. გერმანული გაზეთი არც ამჯერად საუბროს ინფორმაციის წყაროს შესახებ.


„სამოთხის დოკუმენტებში“ პოლიტიკოსებისა და შოუ-ბიზნესის წარმომადგენლების გარდა, ცნობილი კომპანიები - Apple, Nike და Facebook-იც ფიგურირებენ.



ამავე თემაზე: პანამის დოკუმენტები - მასშტაბური ჟურნალისტური გამოძიება
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალების ნებისმიერი ფორმით გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ რედაქციის თანხმობით, თანხმობის მიღების შემთხვევაში კი, წყაროს მითითებით.