Feedback

მოგვწერეთ

სახელი:
ფოსტა:
ტექსტი:
დამცავი კოდი:
კომენტარების ველი მედია სიძულვილის ენა

Crain’s Chicago Business  - კიდევ ერთი დასავლური გამოცემა, რომელმაც კომენტარების ველი გააუქმა

2017-11-29
Crain’s Chicago Business -ის მკითხველს მასალების ქვემოთ, კომენტარების ველში საკუთარი მოსაზრებების გამოხატვის საშუალება აღარ ექნება. გამოცემამ კომენტარების სექციის გაუქმების გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ მათი თქმით, ხშირად, მომხმარებლები მას სიძულვილის ენისა თუ  ყალბი ინფორმაციის გასავრცელებლად იყენებდნენ, მედიასაშუალებას კი კომენტარების მოდერაციისთვის  საჭირო ფინანსური  და ადამიანური რესურსი არ გააჩნდა.

„ვაცნობიერებთ, რომ მისცე აუდიტორიას დისკუსიის შესაძლებლობა, მნიშვნელოვანია. თუმცა ჩვენ არ გვსურს ჩვენი პლატფორმა ყალბი ინფორმაციისა თუ სიძულვილის ენის შემცველი კომენტარების ტრიბუნად ვაქციოთ.არ გვინდა ამის გამო დავკარგოთ ის მკითხველებიც, რომლებიც ენდობიან ჩვენს ბრენდს და ერთგულად ეცნობიან ჩვენ მიერ შექმნილ ჟურნალისტურ პროდუქტს.  სამწუხაროდ, კომენტარების ველის  მოდერაციასა და გაფილტვრას, შეზღუდული რესურსიდან გამომდინარე, ვერ ვახერხებთ. სწორედ ამიტომ გაუქმების გადაწყვეტილება მივიღეთ“ - განმარტა  Crain’s Chicago Business- მა Imediaethics-ისთვის გაგზავნილ წერილში.

Crain’s Chicago Business  - ერთადერთი არ არის, რომელმაც უახლოეს წარსულში კომენტარების სექცია გააუქმა.  Irish Independent, Al Jazeera, MSN - ბოლო 3 თვის განმავლობაში ასეთივე გადაწვეტილება ამ გამოცემებმაც მიიღეს, უკვე ერთ წელზე მეტია გაუქმებულია NPR-ის კომენტარების ველიც. მიზეზი ყველა შემთხვევაში ერთია - მედიასაშუალებებს არ სურთ საკუთარი სივრცე აუდიტორიის მიერ გამოხატული სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი ლექსიკის ტრიბუნად აქციონ.


კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალების ნებისმიერი ფორმით გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ რედაქციის თანხმობით, თანხმობის მიღების შემთხვევაში კი, წყაროს მითითებით.