Feedback

მოგვწერეთ

სახელი:
ფოსტა:
ტექსტი:
დამცავი კოდი:
საზოგადოებრივი მაუწყებელი დაფინასნება მედია მედიაგარემო

შვეიცარიაში საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების შესახებ რეფერენდუმი ჩატარდება

2018-02-12
4 მარტს შვეიცარიაში საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსებისთვის არსებული სავალდებულო მოსაკრებლის გაუქმების შესახებ რეფერენდუმი ჩატარდება. თუკი, მოსახლეობის უმრავლესობა ხმას ამ ინიციატივის სასარგებლოდ მისცემს, შვეიცარია ევროპაში პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ინსტიტუტს ფაქტობრივად, გააუქმებს. ინიციატივა მოსახლეობაში აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი გახდა. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების არსებული სისტემის გაუქმების ინიციატორები, შვეიცარიის მემარჯვენე პოლიტიკური სპექტრის ორი მთავარი პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები არიან. ისინი ამტკიცებდნენ, რომ შვეიცარიაში საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიცია დომინანტურია და კერძო მედიის წასახალისებლად საჭიროა. 

ინიციატივის მოწინააღმდეგეების , ანუ მათი, ვინც არსებული მოსაკრებლის სისტემის შენარჩუნებას უჭერს მხარს, მთავარი არგუმენტი კი ისაა, რომ მოსაკრებლის გაუქმებით საფრთხე მედიის მრავალფეროვნების პრინციპს შეექმნება.  გარდა ამისა, ისინი შიშობენ, რომ  კერძო მედია ახალ შესაძლებლობას და ძალაუფლებას პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენებს.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის ბოლო შედეგების მიხედვით, შვეიცარიაში საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის სალიცენზიო გადასახადის სისტემის გადახედვის შესახებ ინიციატივა კრახისთვის არის განწირული. შვეიცარიის საზოგადოებრივი მაუწყებლისა და სვიზ ინფოს ერთობლივი კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ რესპონდენტების 60% ამ ინიციატივაზე უარს იტყვის, 38% ინიციატივის სასარგებლოდ დააფიქსირებს პოზიციას. გადაწყვეტილება მხოლოდ გამოკითხულთა 2% არ აქვს მიღებული. გამოკითხვის საბოლოო, დამუშავებული შედეგები თებერვლის მეორე ნახევარში გამოქვეყნდება. საზოგადოებრივი აზრის მკვლევარები ამბობენ, რომ ინიციატივის ავტორებს საზოგადოების დაყოლიების უფრო დიდი შანსი კამპანიის ადრეულ ეტაპზე ჰქონდათ. თუმცა, მას შემდეგ, რაც რამდენიმე საჯარო ფიგურამ, მათ შორის კომუნიკაციების მინისტრმა დერის ლეზარდმა ინიციატივის საწინააღმდეგო მკაცრი პოზიცია დააფიქსირა, მათი  შანსები შემცირდა. 

გარდა ამისა, საზოგადოებას ინიციატივაზე უარის თქმისკენ მოუწოდა შვეიცარიის მთავრობამ, პარლამენტმა და ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმაც. 


წყარო: swissinfo.ch

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალების ნებისმიერი ფორმით გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ რედაქციის თანხმობით, თანხმობის მიღების შემთხვევაში კი, წყაროს მითითებით.