Feedback

მოგვწერეთ

სახელი:
ფოსტა:
ტექსტი:
დამცავი კოდი:
მედია ეთიკა უსაფრთხოება

ათი რჩევა ჟურნალისტების უსაფრთხოებისთვის არჩევნების გაშუქებისას

2017-10-27
მომზადებულია IREX SAFE ინიციატივის გუნდის მიერ, 24 ოქტომბერი, 2017

 

მედიის წარმომადგენლებისა და ადამიანის უფლებების დამცველთა უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, IREX SAFE ინიციატივა ატარებს ციფრული, ფიზიკური და ფსიქო-სოციალური უსაფრთხოების ტრენინგებს ცენტრალური ამერიკის, ევრაზიის, აღმოსავლეთ აფრიკის, შუა აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონებში. ქვემოთ მოცემულია 10 რჩევა SAFE-ის ინტეგრირებული უსაფრთხოების ტრენინგებიდან, რომელიც დაეხმარება ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალისტებს არჩევნების უსაფრთხოდ გაშუქებაში.


1. სიტუაციური ინფორმირებულობა


მოიძიეთ ინფორმაცია რეგიონში არსებული პოლიტიკური, ეთნიკური, რელიგიური ან სხვა სახის კონფლიქტების შესახებ. შეეცადეთ თავი აარიდოთ რუტინას და ხშირად ცვალოთ თქვენი ყოველდღიური გადაადგილების მარშრუტი. თუ ეჭვობთ, რომ გითვალთვალებენ, შეატყობინეთ თქვენს კოლეგებს, ან რედაქტორებს. წინასწარ შეისწავლეთ საარჩევნო უბნების ადგილმდებარეობა და შენობები, შენობიდან გასასვლელები, შესაძლო არეულობის სივრცეები, საავადმყოფოების და პოლიციის შენობების ადგილმდებარეობა. თუ აპირებთ მთავარი საპროტესტო მსვლელობის, ან პოლიტიკური აქციის გაშუქებას, წინასწარ გაიგეთ მსვლელობის მარშრუტი ან აქციის ადგილმდებარეობა. მოიძიეთ ინფორმაცია პირველადი დახმარების შესახებ და იქონიეთ მინიმალურად აუცილებელი სამედიცინო აღჭურვილობა, წყალი და საჭმელი.


2. დაცული აპლიკაციები და სოციალური მედია


გამოიყენეთ სხვადასხვა ანგარიშები პირადი და საჯარო/სამსახურეობრივი საქმიანობისთვის. თქვენს პირად ანგარიშებზე შეინახეთ მხოლოდ თქვენი ოჯახისა და მეგობრების შესახებ ინფორმაცია და დააყენეთ დაცულობის მაღალი პარამეტრები. დაფიქრდით, სანამ თქვენი ადგილმდებარეობის შესახებ გააზიარებთ ინფორმაციას სოციალური მედიის საშუალებით. გირჩევთ, ველზე უსაფრთხოდ მუშაობისთვის, ჩამოტვირთოთ შემდეგი აპლიკაციები:CameraVფოტოების დამალვის მიზნით,SignalდაWhatsAppდაცული კომუნიკაციისთვის,დაPsiphonინტერნეტის შესაძლო შეფერხებებისა და საჯარო Wi-Fi-ს უსაფრთხოდ და დაცულად გამოყენებისთვის.


3. პირადი საკითხები


სანამ წახვალთ პოტენციურად სტრესული დავალების შესასრულებლად, ან გასაშუქებლად, დარწმუნდით, რომ ყველა პირადი საკითხი და გეგმა მოგვარებულია. ეს დაგეხმარებათ შეამციროთ შფოთვა და სტრესი ველზე მუშაობისას და საშუალებას მოგცემთ უფრო მეტად კონცენტრირდეთ საკუთარ ფიზიკურ და ფსიქო-სოციალურ უსაფრთხოებაზე.


4. ჟურნალისტის ბარათი და ჩაცმულობა

მიჰყევით ადგილობრივ კანონებს, ან საკუთარ შეფასებებს, სანამ გადაწყვეტთ გამოაჩინოთ თუ არა თქვენი ჟურნალისტის ბარათი. თუ არ აპირებთ ბარათის გამოჩენას, შეინახეთ ის ადვილად ხელმისაწვდომ ადგილას, მაგალითად პერანგის ჯიბეში. არ შეინახოთ თქვენი ბარათი საფულეში. ჩაიცვით მოხერხებულად, ნეიტრალური ტანსაცმელი და ფეხსცმელი, რომელიც არ იქნება ასოცირებული რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან. თუ არ გაქვთ გაზისგან დამცავი ნიღაბი, თან იქონიეთ წყლის სათვალე და ნაჭერი, სახის და თვალების დასაფარად ცრემლსადენი გაზის გაშვების შემთხვევაში.


5. აღჭურვილობა და მასალა


შეეცადეთ თქვენს კამერას და სხვა ელექტრონულ აღჭურვილობას შეუქმნათ ძველის და დაზიანებულის ვიზუალი. ამან შესაძლოა შეამციროს აღჭურვილობის მოპარვის რისკი სამოქალაქო არეულობისას. შეინახეთ ძველი მასალები და გაასუფთავეთ მეხსიერების ბარათები არჩევნებამდე. იპოვეთ ინტერნეტზე წვდომის ადგილები, თან იქონიეთ დამატებითი კვების წყარო (ელემენტები) და მეხსიერების ბარათები, ასევე იაფფასიანი ტელეფონი, რომელშიც ჩაწერილი იქნება საგანგებო ნომრები.


6. სტრესის მართვა


არჩევნების გაშუქება ხშირად დატვირთული და სტრესული სამუშაოა. შეეცადეთ ყოველდღიურად შეასრულოთ სტრესისა და შფოთვის შემცირების ტექნიკები, მაგალითად, როგორიცაა მედიტაცია. დარწმუნდით, რომ საკმარისად გძინავთ და სათანადოდ იკვებებით. დაამყარეთ კავშირები სხვა ჟურნალისტებთან, რომლებიც თქვენს მსგავს საქმიანობას ასრულებენ და რომლებთანაც შეძლებთ საუბარს.


7. ინტერაქცია


არ შეხვიდეთ მეგობრულ კომუნიკაციაში უსაფრთხოების დამცველებთან. შეინარჩუნეთ ნეიტრალურობა და მოერიდეთ დაპირისპირებას როგორც დემონსტრანტებთან, ასევე პოლიციასთან. შეეცადეთ კონფლიქტს უყუროთ გვერდიდან. არ გადაადგილდეთ კონფლიქტის ერთი ადგილიდან მეორეზე და არ გადაკვეთოთ პოლიციის ხაზი. თუ აღმოჩნდით არეულობის ცენტრში, გაეცალეთ ადგილს სირბილის გარეშე, რადგან ასეთ სიტუაციაში, ადამიანი რომელიც გარბის, ხშირად აღქმულია სამიზნედ.


8. საგანგებო კომუნიკაცია


სმარტფონებზე ჩამოტვირთეთ საგანგებო სიტუაციის/SOS ღილაკის აპლიკაცია და დააყენეთ სწრაფად დარეკვის რეჟიმზე. დაიმახსოვრეთ საგანგებო ნომრები, იმ შემთხვევისთვის, თუ დაკარგავთ ტელეფონს.


9. დისკუსია და დასვენება


არჩევნების გაშუქების შემდეგ, დაგეგმეთ დისკუსიები რედაქტორებთან, სოლიდარობის ჯგუფებთან და მრჩევლებთან. თქვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა მნიშვნელოვანია დავალების შესრულების პროცესშიც და შემდგომაც. დისკუსიები საშუალებას მოგცემთ ისაუბროთ ნებისმიერ საკითხზე რაც გაწუხებთ. აკეთეთ ის, რისი კეთებაც გსიამოვნებთ - გააგრძელეთ სოციალური კონტაქტები, ისეირნეთ, ივარჯიშეთ, იძინეთ, მოამზადეთ საჭმელი და ა.შ. ესენი პოზიტიური გამკლავების და ზიანის აცილების მექანიზმებია გრძელვადიან პერსპექტივაში.


10. სოლიდარობა


არასდროს იმგზავროთ მარტო. ყოველთვის მიაწოდეთ ინფორმაცია თქვენს კოლეგებს, რედაქტორებს და ოჯახის წევრებს თქვენი მგზავრობის ადგილების და დაბრუნების დროის შესახებ. გამართეთ უსაფრთხოების შემოწმების სისტემები თქვენი მედია ორგანზაციის თანამშრომლებისა და თქვენთვის მომუშავე სხვა ჟურნალისტებისთვის, რომლებიც აშუქებენ არჩევნებს.

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.