Feedback

მოგვწერეთ

სახელი:
ფოსტა:
ტექსტი:
დამცავი კოდი:
"პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვისა და აღნიშნული მონაცემების თავისუფლად გადაცემის შესახებ "
მონაცემების დაცვის პრინციპები მოქმედებს იდენტიფიცირებული ან იდენტიფიცირებადი პირის შესახებ არსებულ ნებისმიერ ინფორმაციასთან დაკავშირებით. იმ ფაქტის განსაზღვრის მიზნით, წარმოადგენს თუ არა პირი იდენტიფიცირებად პირს, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ყოველგვარი საშუალება, რომელიც შესაძლებელია ჯეროვნად იქნას გამოყენებული როგორც მაკონტროლებელი პირის, ასევე ნებისმიერი პირის მიერ, ზემოაღნიშნული პირის იდენტიფიცირების მიზნით. პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ არსებული პრინციპები არ მოქმედებს ანონიმური მონაცემების არსებობის შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია იმ პირის იდენტიფიცირება, რომელსაც მიეკუთვნება აღნიშნული მონაცემები.
,,რომის კონვენცია შემსრულებლების, ფონოგრამების დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ”

მონაწილე სახელმწიფოები, რომლებსაც ამოძრავებთ შემსრულებლების, ფონოგრამების დამაზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებების დაცვის სურვილი, შეთანხმდნენ შემდეგზე:

"ბერნის კონვენცია ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებების დაცვის შესახებ“

ქვეყნები, რომლებზეც ვრცელდება ეს კონვენცია, ქმნიან კავშირს ავტორთა უფლებების დასაცავად მათ ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე.

კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ
დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მიზანია:

დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა, რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად.
ასოცირების შესახებ შეთანხმება ერთის მხრივ, ევროკავშირს, წევრ სახელმწიფოებსა და საქართველოს შორის
საქართველოსა და ევროპულ კავშირს შორის ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმების საფუძველზე საქართველომ სხვა საკითხებთან ერთად ვალდებულება აიღო (XXXIII)  მოახდინოს იმპლემენტირება 2010 წლის 10 მარტის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2010/13/EU დირექტივის აუდიოვიზუალური მედიის მომსახურებების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით წევრი სახელმწიფოების კანონებით, რეგულაციებითა ან ადმინისტრაციული აქტებით გათვალისწინებული გარკვეული დებულებების კოორდინაციის შესახებ (აუდიოვიზუალური მედიის მომსახურებების დირექტივა).  

ვადა:
ამ დირექტივის  დებულებები უნდა შესრულდეს წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან სამი წლის ვადაში, გარდა დირექტივის 23-ე მუხლისა, რომელიც შესრულდება ხუთი წლის ვადაში.
ორგანული კანონი საერთო სასამართლოების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონი საერთო სასამართლოების შესახებ სხვა საკითხებთან ერთად ადგენს სასამართლო სხდომის დარბაზში საქმის განხილვის ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღების წესებს. 
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი განსაზღვრავს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის და განცხადების განხილვის, ადმინისტრაციული გარიგების მომზადების, დადებისა და შესრულების წესს.

კოდექსის მიზანია უზრუნველყოს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადამიანის უფლებების და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვა
კანონი მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ
საქართველოს კანონის მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ მიზანია არასრულწლოვანთა დაცვა იმ მავნე ზეგავლენისაგან, რომელიც დაკავშირებულია ალკოჰოლური სასმელების და თამბაქოს მოხმარება-გასაღებასა და აზარტულ თამაშობებში მონაწილეობასთან.
კანონი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ
კანონი  საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ არეგულირებს:

ა) იმ საავტორო ქონებრივ და პირად არაქონებრივ უფლებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, რომლებიც წარმოიშობა მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებთა შექმნისას და გამოყენებისას (საავტორო უფლებები);
ბ) შემსრულებლის, ფონოგრამის, ვიდეოგრამის დამამზადებლისა და მაუწყებლობის ორგანიზაციის საავტორო უფლებების მომიჯნავე უფლებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს (შემდგომში – მომიჯნავე უფლებები);
გ) მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს
კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ
კანონის მიზანია, პერსონალური მონაცემის დამუშავებისას უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა.
მაუწყებელთა ქცევის კოდექსი
მაუწყებელთა ქცევის კოდექსი განსაზღვრავს მაუწყებლის მიერ პროგრამის მომზადებისა და გადაცემის პრინციპებს, წესებსა და სახელმძღვანელო რეკომენდაციებს.

 
მაუწყებლობის პრინციპები განსაზღვრავს მაუწყებლის პროფესიულ სტანდარტებს თავისუფალ, პლურალისტურ და დემოკრატიულ სახელმწიფოში და სავალდებულოა შესასრულებლად.

წესები განსაზღვრავს კოდექსის მოთხოვნებს, რომლებიც დაცულ უნდა იქნეს მაუწყებლის მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული ამოცანების შესასრულებლად.

სახელმძღვანელო რეკომენდაციები არის მეთოდური მითითებები (ხერხები და საშუალებები), რომელთა გამოყენებით მაუწყებელს შეუძლია დაიცვას ამ კოდექსით დადგენილი პრინციპები და წესები. ჟურნალისტების, რედაქციებისა და მაუწყებლების დახმარება სამაუწყებლო საქმიანობის პროცესში წარმოშობილი ეთიკური საკითხების გადაწყვეტაში, საყოველთაოდ აღიარებული პროფესიული სტანდარტების შესაბამისად და ყველა ლეგიტიმური ინტერესის გათვალისწინებით.
კანონი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ
კანონი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით საქმიანობის სამართლებრივ და ეკონომიკურ საფუძვლებს, ამ სფეროში კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებისა და რეგულირების პრინციპებს, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს (საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის) ფუნქციებს, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების ფლობის, გამოყენებისა და მომსახურების მიწოდების დროს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლებებსა და მოვალეობებს.
კანონი რეკლამის შესახებ
რეკლამის შესახებ კანონი არეგულირებს საქართველოს სასაქონლო (სამუშაოთა, მომსახურების) და საფინანსო ბაზრებზე (ფასიანი ქაღალდების ბაზრის ჩათვლით) რეკლამის წარმოების, განთავსებისა და გავრცელების დროს წარმოქმნილ სამართლებრივ ურთიერთობებს.
კანონის მიზანია რეკლამის სფეროში ჯანსაღი კონკურენციის განვითარება, საზოგადოებრივი ინტერესების, რეკლამის სუბიექტებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვა, არასათანადო რეკლამის თავიდან აცილება და აღკვეთა.
კანონი ვრცელდება საქართველოსა და უცხო ქვეყნების ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრაციის საფუძველზე აწარმოებენ, განათავსებენ და ავრცელებენ რეკლამას საქართველოში.
კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ
კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ ადგენს სიტყვის გამოხატვის ძირითად პრინციპებს. ამ კანონის ინტერპრეტირება უნდა მოხდეს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებების, მათ შორის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისად.
საქართველოს კონსტიტუცია
საქართველოს კონსტიტუცია, როგორც ქვეყნის უზენაესი კანონი, სხვა ძირითად უფლებებთან ერთდ იცავს სიტყვის გამოხატვისა და მედია თავისუფლებას 

მუხლი 19

1. ყოველ ადამიანს აქვს სიტყვის , აზრის , სინდისის , აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება.
2. დაუშვებელია ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, აღმსარებლობის ან რწმენის გამო, აგრეთვე მისი იძულება გამოთქვას თავისი შეხედულება მათ შესახებ.
3. დაუშვებელია ამ მუხლში ჩამოთვლილ თავისუფლებათა შეზღუდვა , თუ მათი გამოვლინება არ ლახავს სხვათა უფლებებს.

მუხლი 24

1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრიზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით.
2. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა დაუშვებელია.
3. სახელმწიფოს ან ცალკეულ პირებს არა აქვთ მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის უფლება.
4. ამ მუხლის პირველ და მეორე პუნქტებში ჩამოთვლილ უფლებათა განხორციელება შესაძლებელია კანონით შეიზღუდოს ისეთიპირობებით , რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ანსაზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, სხვათა უფლებებისა და ღირსებისდასაცავად , კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად .
კანონი მაუწყებლობის შესახებ

საქართველოს კანონი  მაუწყებლობის შესახებ სიტყვისა და აზრის თავისუფლებისა და თავისუფალი მეწარმეობის პრინციპების შესაბამისად განსაზღვრავს მაუწყებლობის განხორციელების წესს, მაუწყებლობის სფეროში ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს შექმნის წესსა და ფუნქციებს, ამ სფეროში საქმიანობის რეგულირების პირობებს, მაუწყებლობის განხორციელების უფლების მოპოვების წესსა და პროცედურებს.

ამ კანონის მიზანია სახელმწიფო ჩარევისაგან დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მაუწყებლობის ფორმირება; მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის რეგულირება გამჭვირვალობის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების შესაბამისად, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მეშვეობით; სიტყვისა და აზრის თავისუფლების, მაუწყებელთა შორის კონკურენტული გარემოს სტიმულირების, მაუწყებელთა თანასწორობისა და დამოუკიდებლობის, სიხშირეების ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფა.