Feedback

მოგვწერეთ

სახელი:
ფოსტა:
ტექსტი:
დამცავი კოდი:

დევიდ ფროსტი - “საშიში ინტერვიუერი”

2017-08-31
დევიდ ფროსტის ინტერვიუ ამერიკის პრეზიდენტ ნიქსონთან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჟურნალისტური პროდუქტია. ინტერვიუ მოიცავდა 12 შეხვედრას, სამი კვირის გნამავლობაში და  მთლიანად 28 საათსა და 45 წუთს გრძელდებოდა. უოტერგეიტის სკანდალისა და პრეზიდენტობიდან  გადადგომის შემდეგ, ნიქსონი ორი წელი თავს არიდებდა მედიას. თუმცა, დევიდ ფროსტმა, რესპონდენტისთვის ანაზღაურების მიცემის, სხვა ფინანსური ვალდებულებების საკუთარ თავზე აღებისა და დიდი ძალისხმევის შემდეგ, მოახერხა ნიქსონთან ვრცელი ინტერვიუების ჩაწერა. ჟურნალისტთან საუბარში ექსპრეზიდენტმა აღიარა საკუთარი დანაშაული უოტერგეიტის სკანდალთან დაკავშირებით. ფროსტის ამ ინტერვიუზე 2006 წელს მხატვრული ფილმიც გადაიღეს, რომელიც თავის მხრივ, წარმატებული აღმოჩნდა. 

“საუბრის შუა ნაწილში მივხვდი, რომ უოტერგეიტი იყო ის საწყისი წერტილი, რომლითაც ჩვენი მომდევნო ინტერვიუს დაწყება მსურდა,” - ფროსტმა ყოფილ პრეზიდენტ ნიქსონს ინტელექტუალური “როკი” შეარქვა, რადგან ის  მის კარიერაში, ალბათ, ყველაზე რთული რესპონდენტი აღმოჩნდა. 

დევიდ ფროსტი 80-იანი წლებიდან მსოფლიოს წამყვანი ჟურნალისტი იყო. მიიღო პროფესიული ჯილდოები, წლობით მიჰყავდა გადაცემები BBC-ზე და ჟურნალისტიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ პიროვნებად მიიჩნევა. “მეგობარი და საშიში ინტერვიუერი” - ასე იხსენებდა მას დიდი ბრიტანეთის ყოფილი მინისტრი დევიდ კამერონი. 




ალექს ქეშელაშვილი 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალების ნებისმიერი ფორმით გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ რედაქციის თანხმობით, თანხმობის მიღების შემთხვევაში კი, წყაროს მითითებით.