Feedback

მოგვწერეთ

სახელი:
ფოსტა:
ტექსტი:
დამცავი კოდი:

მკითხველის გვერდი

თუ გსურთ, მედიის შესახებ თქვენი სტატიებისა და პუბლიკაციების "მედიაჩეკერზე" გამოქვეყნება, მასალები გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: info@mediachecker.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ "მკითხველის ხმა".


პუბლიკაციები გამოქვეყნდება რედაქტირების გარეშე. იმისთვის, რომ თქვენი სტატია ან ბლოგი "მედიაჩეკერზე" გამოქვეყნდეს, ის უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 500 სიტყვას;
ბ) ტექსტი უნდა ეხებოდეს მედიის ეთიკურ და პროფესიულ სტანდარტებს;
ბ) ტექსტი არ უნდა შეიცავდეს უხამსობას, დისკრედიტაციას, პირის შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, სარეკლამო ხასიათის ინფორმაციას,
დ) პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში მასალა არ გამოქვეყნდება, ან წაიშლება საიტიდან.


"მედიაჩეკერი" იტოვებს უფლებას, შეხედულებისამებრ, არ გამოქვეყნოს ტექსტი.




ბავშვები, რომლებსაც მედია „ვერ“ იცავს

კეთილსინდისიერება, სიზუსტე, ეთიკა VS სკანდალი, ექსკლუზიურობაში მოსული მადა, სიყვითლე - ესაა მარტივ, ყველასთვის გასაგებ ენაზე განსხვავება ჟურნალისტიკასა და ტაბლოიდს შორის.


„ვიღებთ უბედურ შემთხვევას, სასურველია მასში მოზარდი ფიგურირებდეს, უფრო სასურველია შემთხვევა საეჭვო ვითარებაში იყოს მომხდარი ან ბუნდოვანი ელფერი მაინც დაჰკრავდეს, რაღაც გვავიწყდება ... ა ხომ, ცნობილი მშობლის სახელი და მორჩა სკანდალიც მზადაა“ - დაახლოებით ამ სცენარით წერ ნიუსს და შემდეგ შენი რედაქტორი, ბედნიერი იერით „არეფრეშებს“ გვერდს და თვითკმაყოფილი ღიმილით ითვლის share-ებს, view-ებს, ვიზიტორებს... მოკლედ, თქვენ „კარგად“ იმუშავეთ.


ე.წ. ყვითელი მედიისგან თითქოს აღარც გვიკვირს არაეთიკურობა, მაგრამ როდესაც საქმე ცნობილ(თან სკანდალურად ცნობილ) ადამიანს ეხება, როგორც ჩანს მათაც ებინდებათ გონება, ვისაც მაღალ სტანდარტებზე აქვთ პრეტენზია.


სინამდვილეში კი, არსებობს წესები და ის ყველა თავმოყვარე მედიასაშუალებამ უნდა გაითვალისწინოს, მითუფრო თუ საქმე მოზარდს ეხება. სამწუხაროდ, ჩვენ ხშირად გვესმის უბედური შემთხვევების შესახებ, სადაც არასრულწლოვანი ფიგურირებს, თუმცა მედიას შეუძლია დაიცვას ეს ბავშვები იდენტიფიცირებისგან მაინც. რა მოხდა ბოლო ასეთი შემთხვევისას - ორმა წამყვანმა ტელეკომპანიამ, პირდაპირ ამ ამბით გახსნა საინფორმაციო, მეტიც სახელებით, გვარებითა და დაშავებულის ჯანმთელობის მდგომარეობის დეტალური აღწერით, არც სხვები ჩამორჩნენ, მართალია ნომერ პირველი არ აღმოჩნდა მათთვის ეს ამბავი, თუმცა იდენტიფიცირების ცდუნებას ვერც მათ სძლიეს, ამასთან, მთელი სიუჟეტის განმავლობაში ტიტრებშიც გამოიტანეს მაიდენტიფიცირებელი მინიშნებები. რაც შეეხება საინფორმაციო სააგენტოებს, მათ მთავარ გვერდებზე განათავსეს ცნობილი დედისა და მისი დაშავებული ქალიშვილის ფოტოები სკანდალურად მჭექარე სათაურებით, ერთ-ერთი უმსხვილესი მედიაჰოლდინგი არ მოერიდა ვიდეოს ატვირთვასაც, სადაც, პრინციპში, არც არაფერი ჩანს გარდა სამედიცინო დაწესებულების ფოიესი, თუმცა სათაურში „ექსკლუზიური კადრები“ უკვე საკენკია და თან ხშირ შემთხვევაში მადისაღმძვრელიც (სხვათაშორის, ეს ვიდეო მოხვდა სხვა სააგენტოების გვერდებზეც).


არადა, მედიას შეეძლო ეთქვა ჩვენთვის ტრაგედიის შესახებ და დაყრდნობოდა მხოლო ორ წყაროს - სამართლებრივი და სამედიცინო ასპექტით, ჩვენ ხომ არ ვცხოვრობთ იმ რეალობაში, სადაც არ ვიცით, როგორ მოვიქცეთ ამა თუ იმ ამბის გაშუქებისას.


თუმცა მედიამ მთელი თავისი დიდებულებით, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, საჯიჯგნად გადაუგდო 14 წლის არასრულწლოვანი სკადალზე დაგეშილ ხახადაფჩენილ საზოგადოებას.


ნატა ლეჟავა
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.