Feedback

მოგვწერეთ

სახელი:
ფოსტა:
ტექსტი:
დამცავი კოდი:

მკითხველის გვერდი

თუ გსურთ, მედიის შესახებ თქვენი სტატიებისა და პუბლიკაციების "მედიაჩეკერზე" გამოქვეყნება, მასალები გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: info@mediachecker.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ "მკითხველის ხმა".


პუბლიკაციები გამოქვეყნდება რედაქტირების გარეშე. იმისთვის, რომ თქვენი სტატია ან ბლოგი "მედიაჩეკერზე" გამოქვეყნდეს, ის უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 500 სიტყვას;
ბ) ტექსტი უნდა ეხებოდეს მედიის ეთიკურ და პროფესიულ სტანდარტებს;
ბ) ტექსტი არ უნდა შეიცავდეს უხამსობას, დისკრედიტაციას, პირის შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, სარეკლამო ხასიათის ინფორმაციას,
დ) პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში მასალა არ გამოქვეყნდება, ან წაიშლება საიტიდან.


"მედიაჩეკერი" იტოვებს უფლებას, შეხედულებისამებრ, არ გამოქვეყნოს ტექსტი.




გიყვარდეთ და დააფასეთ !

ომის დასასრული, მხოლოდ მკვდრებმა იხილეს”-პლატონი

სანამ პროფესიას ავირჩევდი, მანამ ვხედავდი ადამიანებს, რომლებმაც იუთუბზეატვირთული ყველა ვიდეო იცოდნენ, რაც მათ პროფესიასთან,საქმესთან თუ ჰობთან იყო დაკავშირებული


ვხედავდი და ვოცნებობდი დღეზე, როცა მეც მეცოდინებოდა რომელ კატეგორიაში უნდა მეძებნა სასურველი ჩანაწერი. 


დღეს, მე დამწყები ჟურნალისტი მქვია და ზუსტად ვიცი რა სიტყვებით მოვძებნი სასურველ ვიდეო რგოლს. ვუყურებ და მერე ისტორიას ვშლი. არ მინდა დედაჩემმაც გაიგოს, რომ ბოლო თვეებია მისი შვილი მხოლოდ ორ სიტყვას წერს საძიებო ველში “war reporting” ომის ჟურნალისტიკამ საოცრად გამიტაცა. რის შესახებაც სახლშიც წამომცდა, როცა დედას აღფრთოვანებული ვაყურებინებდი ქართველი ჟურნალისტის რეპორტაჟს ისრაელის ყველაზე ცხელი წერტილიდან და ვუხსნიდი სად გაიქცასტენდ-აფისჩაწერისას. უცებ ფერი დაკარგა და უთქმელად მივხვდი რაც გაიფიქრა, ყველგან და ყოველთვის გამიშვებს პროფესიული წინსვლისა და განვითარებისთვის მაგრამ… საომარი მოქმედებისასარასდროს


აქამდე, თუ რეპორტაჟი ცხელი წერტილიდან ჩემთვის მხოლოდ ახალი ამბის გაგებას გულისხმობდა ,ახლა კარგი კადრების ერთობლიობას, გამბედაობას პროფესიონალიზმს, ამბის უკან მდგარი ჟურნალისტისა და ოპერატორის ერთმანეთისადმი ნდომას და იმედს წარმოადგენს.


ვიცნობ იმ ადამიანს ვისი წყალობითაც პირველი არხის არქივს აფხაზეთის ომის კადრები აქვს, ვიცი ვინ არის2008წლის კადრების ავტორი. უყურებ მათ და ხვდები- გმირები ჩვენ შორის დადიან !


მარი კოლვინი, რემი ოშლიკი, ანდერსონ კუპერი.. უმცირესი ჩამონათვალი ადამიანებისა, რომელთა ცხელი წერტილიდან გაშუქებული ყველა რეპორტაჟი ფოტო თუ ვიდეო მასალა ძილშიც მახსოვს.


დაიმახსოვრეთ ეს სახელები და ისიც გახსოვდეთ,რომ ისინი საკუთარი რისკის ფასად,ცხელი წერტილიდან ცდილობენ მოგაწოდოთ სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია. წერტილიდან, რომელიც კოლვინისა და მისი ოპერატორისთვის სამუდამოდ გაიყინა


არც ის დაგავიწყდეთ, რომ ორ წუთში გადმოცემული ამბის უკან სიკვდილის საფრთხე და მამაცი რეპორტიორები ერთად დგანან. გიყვარდეთ და პატივი ეცით ადამიანებს,რომელთა წყალობითაც იცით რა ხდება იქ, საიდანაც სამშობლოში ოთხ ფიცარზე გადაკრული დროშით ბრუნდებიან.


ხატია ბანძელაძე
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.