Feedback

მოგვწერეთ

სახელი:
ფოსტა:
ტექსტი:
დამცავი კოდი:

მკითხველის გვერდი

თუ გსურთ, მედიის შესახებ თქვენი სტატიებისა და პუბლიკაციების "მედიაჩეკერზე" გამოქვეყნება, მასალები გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: info@mediachecker.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ "მკითხველის ხმა".


პუბლიკაციები გამოქვეყნდება რედაქტირების გარეშე. იმისთვის, რომ თქვენი სტატია ან ბლოგი "მედიაჩეკერზე" გამოქვეყნდეს, ის უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 500 სიტყვას;
ბ) ტექსტი უნდა ეხებოდეს მედიის ეთიკურ და პროფესიულ სტანდარტებს;
ბ) ტექსტი არ უნდა შეიცავდეს უხამსობას, დისკრედიტაციას, პირის შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, სარეკლამო ხასიათის ინფორმაციას,
დ) პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში მასალა არ გამოქვეყნდება, ან წაიშლება საიტიდან.


"მედიაჩეკერი" იტოვებს უფლებას, შეხედულებისამებრ, არ გამოქვეყნოს ტექსტი.




ჟურნალისტობ-ანა


არასდროს მიფიქრია, რატომ მანდამაინც ჟურნალისტიკა და კიდევ უფრო მანდამაინც სოციალური თემატიკა. ბევრი არც მაშინ მიფიქრია, როცა საგამოცდო სიაში მხოლოდ ჟურნალისტიკა მივუთითე და მერე მეორად პროფესიაზე პრინციპულად უარი ვთქი, მარტო ჟურნალისტი უნდა ვიყო- მეთქი. არადა ბებოს რომ ჰკითხოთ, მხოლოდ ექიმის პროფესიას აღიარებს, ჩემი უმცროსი ძმისთვის მთავარია შოკოლადის ფული იყოს და პროფესიას არც აქვს მნიშვნელობა, მეზობლემა ნინამ კი ქალი მხოლოდ „კუხნაში“ იცის და სხვაგან არსად.


არადა მეშვიდე კლასიდან ვიცოდი, რომ ვიქნებოდ ჟურნალისტი, ვიცოდი, რომ ხელში კოვზზე ხშირად მიკროფონი მეჭირებოდა და გაზზე უფრო მეტად კამერების წინ ვიტრიალებდი.


მოკლედ, ასეა თუ ისე, ჟურნალისტი ვარ. სტუდენტი. უმუშევარი. მარადსტაჟიორი. სამუშაო-გამოცდილების მაძიებელი. ჟურნალისტიკას ვსწავლობ მესამე წელია და ერთადერთი რაც ამ დროის განმავლობაში ვისწავლე, ისაა რომ ჟურნალისტიკა არ ისწავლება. საერთოდ. საერთოდაც არა. ზოგს ჟურნალისტიკა მხოლოდ ბევრი და სწრაფი საუბარი ჰგონია. არადა ეს ბევრად მეტია. ეს ბუნებრივი აგრეგატული მდგომარებაობაა. ეს სულიერი ნებელობა, აკეთო საზოგადოებრივი საქმე. ეძებო, მოიპოვო ფანჯრიდანაც, კარიდანაც, ყველა მხრიდან საიდანაც შეიძლება.


მე ასეთი ჟურნალისტიკა მწამს. მე ასეთი ჟურნალისტიკა ვიცი, ასეთი ვიქნები კიდეც.


ცხოვრებაში ბევრი ხელშემშლელი ფაქტორი არსებობს. როდესაც ჩემს პროფესიაზე ვფიქრობ, დამაბრკოლებელ ბარიერად ქართული მედია მევლინება.


მინდა კი რომ მეც ამის ნაწილი ვიყო? !


ხშირად ვეკითხები საკუთარ თავს, მერე მახსენდება ჩვენი ჟურნალისტიკა, რომელიც უმეტესობისთვის პროფილთან, ქუჩის გამოკითხვებთან და იმპროვიზებულ ქრონიკასთან ასოცირდება და ვხვდები რომ არა, არ მინდა !


ამ დროს სურვილი მიჩნდება მარსზე წავიდე, იქ შევქმნა ერთი უბრალო და მართალი მედიასაშუალება და არ შევაშინო, არ დავძაბო, არ შეუარცხვყო, არ დავჩაგრო, არამედ უბრალოდ ვუთხრა, ვაჩვენო, ვაგრძნობინო, მივახვედრო. მინდა შევცვალო , გავზარდო, გავაღიავო წარმოდგენები..ფერებიც. ჩემი არსით აქტივისტი ჟურნალისტი ვარ.


თუმცა ჩვენში აქტივიზმიც ზღვარგადასულად ესმით. ამიტომაც გვაქვს ჩვენს სატელევიზიო რეალობაში ხშირად შოუდ ქცეული საქველმოქმედო სანახაობები, ტრაგედიისგან შექმნილი რეიტინგები, სენსაციებით მოპოვებული „ფეისობა „. ჟურნალისტიკა არაა ეს. ეს უფრო ჟურნალისტობანაა. თამაშია, არადა ჩვენ აღარ ვართ პატარები და აღარც მხოლოდ სარკის წინ ვდგავართ სავარცხელით ხელში. ეს კამერაა, ეს სივრცეა, ეს აუდიტორიაა, ეს მასობრივი პროცესია და ჩვენ „სავარცხალსაც’, იმაზე მეტი ძალა აქვს, ვიდრე წარმოგვიდგენია. ეს დღეს ჩვენი თამაშია და მსგავსი თამაშობების კეთებას, „კუხნაში“ ნამცხვრის კეთება სჯობს. მადლიერი მაინც დაგვრჩება ვინმე.


კრიტიკა ადვილია, ცუდის დანახვაც და ჩაქოლვაც. ჩვენი ჟურნალისტიკა მარტო ასეთი არაა. საბედნიეროდ, მარტო ასეთი არა. ჩვენ სიტყვებს ვაწყობთ, ერთად ვიგებთ, ვაზროვნებთ, ქართულად, მეგობრულად, მერე იუმორით ვეზიარებით ნამდვილ ემოციებს.


გართობა გამოგვდის კარგად. ინფორმირება არც იმდენად. სწორი ინფორმირება, თორემ 2008 წელს მეორედაც დაიწყო ჩვენთან ომი და 13 ივნისის მერე ზოოპარკიდან გაქცეულმა ცხოველებმა გორამდეც ჩააღწიეს.


მე მართალი ჟურნალისტიკის მწამს, შეულამაზებელი რეალობა ვიცი. ოპტიმისტი ვარ , ჩემი თაობის მჯერა, ცვლილების მჯერა და ისიც ვიცი, რომ ჟურნალისტიკა ექიმობა-მეხანძრეობის მსგავსად სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე პროფესიაა. დიახ, ასეა ეს. იდეალისტი ჟურნალისტის პროფესიისადმი უსაზღვრო სიყვარულს ნუ მიაწერთ ამ შეხედულებას. ეს სიმართლეა. ინფორმაციული ვაკუუმი კლავს და ჩვენ, ჟურნალისტები ზუსტადაც რომ შესაშვებნი ვართ ოჯახში.


ანა ურუშაძე


კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.