Feedback

მოგვწერეთ

სახელი:
ფოსტა:
ტექსტი:
დამცავი კოდი:

მკითხველის გვერდი

თუ გსურთ, მედიის შესახებ თქვენი სტატიებისა და პუბლიკაციების "მედიაჩეკერზე" გამოქვეყნება, მასალები გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: info@mediachecker.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ "მკითხველის ხმა".


პუბლიკაციები გამოქვეყნდება რედაქტირების გარეშე. იმისთვის, რომ თქვენი სტატია ან ბლოგი "მედიაჩეკერზე" გამოქვეყნდეს, ის უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 500 სიტყვას;
ბ) ტექსტი უნდა ეხებოდეს მედიის ეთიკურ და პროფესიულ სტანდარტებს;
ბ) ტექსტი არ უნდა შეიცავდეს უხამსობას, დისკრედიტაციას, პირის შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, სარეკლამო ხასიათის ინფორმაციას,
დ) პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში მასალა არ გამოქვეყნდება, ან წაიშლება საიტიდან.


"მედიაჩეკერი" იტოვებს უფლებას, შეხედულებისამებრ, არ გამოქვეყნოს ტექსტი.




საინფორმაციო გამოშვება - სერიებივით

დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვებების ხანგრძლივობა საქართველოში 1 საათიანია, საავტორო გადაცემების კი, სადაც როგორც წესი, კვირის მთავარი და უკვე კარგად გადაღეჭილი ამბების განხილვა ხდება, თანაც ყოველგვარი ღრმა ანალიზისგარეშე, დაახლოებით 2 სთ.

 

საავტორო გადაცემები განსაკუთრებული ჟანრია, ისეთი, რომ იწყება და... შემდეგ აღარასოდეს მთავრდება.ყველაზე რთული ამოცანა ამ შემთხვევაში, მოსმენილის და ნანახის აღქმის და განსჯის უნარის გადაცემის ბოლომდე შენარჩუნებაა.

 

ვაღიარებ: მე ამას ხშირად ვერ ვახერხებ.ამიტომ, თუ რაიმე მაქვს სანახავი, ამ გადაცემებს ინტერნეტში, შესვენებებით და სერიებივით ვუყურებ. ვუყურებ და უცხოელი კოლეგების და მაყურებლების მშურს. ახალი ამბის გადმოსაცემად და გასაგებად მათ ამდენი დრო არ სჭირდებათ. “ევრონიუსისახალი ამბების გამოშვება, სადაც ქართულ საინფორმაციო გადაცემებთან შედარებით ბევრად მეტი ახალი, ღირებული და მაყურებლისთვის კარგად აღქმადი ინფორმაცია ხვდება, 30 წუთი გრძელდება.ახალი ამბების გამოშვების სწორედ ასეთი ქრონომეტრაჟი აქვს დღეს მსოფლიოს ბევრ წამყვან ტელეკომპანიას.

 

თანამედროვე მსოფლიოში ყველაზე ძვირად დრო ფასობს და ტელეკომპანიებიც ცდილობენ, სამსახურიდან დაბრუნებულ და დაღლილ მაყურებლებს დღის ბოლოს ნამდვილად ახალი ამბის შესახებ, და ისიც, რაც შეიძლება მოკლედ და ლაკონიურად უამბონ.ასე მაგალითად, “ბი-ბი-სი-სადა ევრონიუსისჟურნალისტებს ამბის მოსაყოლად მაქსიმუმ 2 წუთი სჭირდებათ, ქართველ ჟურნალისტებს კი სულ მცირე, სამჯერ მეტი.

 

საავტორო გადაცემებისთვის მომზადებული სიუჟეტები 10-15 წუთიც გრძელდება. ეს ერთი კარგი დოკუმენტური ფილმის ქრონომეტრაჟია, ამბავი კი მაყურებლისთვის ხშირად მაინც გაუგებარია, რადგან აქცენტი ძირითადად ვიდეოკადრებსა და ექსპერტთაარაფრისმთქმელ სინქრონებზეა გადატანილი, მთავარი კი ყურადღების მიღმა რჩება, რადგან ჟურნალისტი მთავარს და მეორეხარისხოვანს ერთმანეთისგან ვერ არჩევს და ხშირად ვერც იმ ამბავში ერკევევა საფუძვლიანად, რომლის შესახებაც გვიყვება.

 

არც თუ იშვიათად, მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში დღის ყველა საინფორმაციო გადაცემაში გასული ამბავიც ხვდება და ერთსა და იმავე სიუჟეტს თუ განცხადებას უკვე მეოთხე და მეხუთე ჯერზე ვუყურებთ და ვუსმენთ.ბევრია ისეთი ნიუსიც, რომლსაც ჩემთვის, ერთი რიგითი მაყურებლისთვის, არანაირი საინფორმაციო ღირებულება არა აქვს.

 

მოკლედ რომ ვთქვა, ჟურნალისტებმა და ნიუსმეიკერებმა გრძელი სიტყვის მოკლედ თქმის ხელოვნება უნდა ვისწავლოთ და საინფორმაციო გადაცემები მართალც ახალი, ღირებული, კარგად დამუშავებული და აღსაქმელი ახალი ამბებით შევავსოთ.

 

საქართველოში 1 სთ-იანი საინფორმაციოს შევსებისთვის საჭირო რაოდენობის ახალი ამბავი მართლაც არ ხდება.


ნინა მიქელაძე


კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.