Feedback

მოგვწერეთ

სახელი:
ფოსტა:
ტექსტი:
დამცავი კოდი:

მკითხველის გვერდი

თუ გსურთ, მედიის შესახებ თქვენი სტატიებისა და პუბლიკაციების "მედიაჩეკერზე" გამოქვეყნება, მასალები გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: info@mediachecker.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ "მკითხველის ხმა".


პუბლიკაციები გამოქვეყნდება რედაქტირების გარეშე. იმისთვის, რომ თქვენი სტატია ან ბლოგი "მედიაჩეკერზე" გამოქვეყნდეს, ის უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 500 სიტყვას;
ბ) ტექსტი უნდა ეხებოდეს მედიის ეთიკურ და პროფესიულ სტანდარტებს;
ბ) ტექსტი არ უნდა შეიცავდეს უხამსობას, დისკრედიტაციას, პირის შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, სარეკლამო ხასიათის ინფორმაციას,
დ) პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში მასალა არ გამოქვეყნდება, ან წაიშლება საიტიდან.


"მედიაჩეკერი" იტოვებს უფლებას, შეხედულებისამებრ, არ გამოქვეყნოს ტექსტი.




არასწორი ინფორმაციიდან – მცდარ სტერეოტიპამდე

გიორგი მექვაბიშვილი


მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიერ ბავშვთა საკითხების გაშუქება ან, თუნდაც, უგულებელყოფა, დიდ ზემოქმედებას ახდენს ბავშვებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაზე და, საერთოდ, მოზარდი თაობის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებაზე.


არასწორად მიწოდებულმა ინფორმაციამ კი, შესაძლოა, ბავშვებს შემდგომში შეუქმნას ისეთი პრობლემები, როგორიც არის, მაგალითად, პიროვნების საზოგადოებასთან გაუცხოება, სოციუმთან ინტეგრაციის გართულება და სხვა.


ბოლო დროს მედიაში ხშირად ვაწყდებით სიუჟეტებსა და სტატიებს, რომლებიც ამა თუ იმ სუბკულტურის წარმომადგენლებს უკავშირდება: გოთებს, ემოებს, როკერებს, პანკებსა და ა.შ. მეტწილად ეს სიუჟეტები და პუბლიკაციები ხსენებული სუბკულტურის მიმდევრებს სატანიზმსა და სხვა წარმოუდგენელ სისასტიკეში სდებს ბრალს, უფრო სწორად, ამტკიცებს, რომ ახალგაზრდები, რომლებიც მსგავს დაჯგუფებებშიარიან გაწევრიანებული, ყოველდღიურ ცხოვრებაშიც განსხვავდებიან თანატოლებისგან თავიანთი ჩაცმის სტილითა და გარეგნული იერით, თუნდაც, თმის ფერით.


 ამ მცდარმა მოსაზრებამ, ერთი მხრივ, საზოგადოების დაბნევა და აღშფოთება გამოიწვია, ხოლო მეორე მხრივ, მოსახლეობაში ახალი მცდარი სტერეოტიპის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი: თურმე, როკმუსიკა, შავი მანიკური, პირსინგი, სვირინგი და მსგავსი განმასხვავებელი, ინდივიდუალიზმის გამომხატველი სიმბოლო სატანიზმის ნიშანია. დღეს ამ მიზეზით ბევრი მოზარდი ქუჩაში, სკოლაში, თანატოლების წრეში დისკრიმინაციის მსხვერპლი ხდება. სამწუხაროდ, სტერეოტიპის ჩამოყალიბებას ერთი დღე და ერთი სატელევიზიო გადაცემა ჰყოფნის, დანგრევას კი ძალიან დიდი დროს სჭირდება.


მსგავსი პრობლემების თავიდან ასაცილებლად საჭიროა ჟურნალისტმა იფიქროს შედეგებზე... თუმცა, ალბათ, ზოგი ჟურნალისტისთვის რეიტინგი უფრო მნიშვნელოვანია; ან უჭირს იმის განსაზღვრა და გაანალიზება, რა საფრთხის წინაშე დგება ბავშვი და როგორ ირღვევა მისი უფლებები ჟურნალისტური ეთიკის უგულებელყოფის ფონზე.


გიორგი მექვაბიშვილი, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მედიასტუდია „დრო“

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.