Feedback

მოგვწერეთ

სახელი:
ფოსტა:
ტექსტი:
დამცავი კოდი:

მკითხველის გვერდი

თუ გსურთ, მედიის შესახებ თქვენი სტატიებისა და პუბლიკაციების "მედიაჩეკერზე" გამოქვეყნება, მასალები გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: info@mediachecker.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ "მკითხველის ხმა".


პუბლიკაციები გამოქვეყნდება რედაქტირების გარეშე. იმისთვის, რომ თქვენი სტატია ან ბლოგი "მედიაჩეკერზე" გამოქვეყნდეს, ის უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 500 სიტყვას;
ბ) ტექსტი უნდა ეხებოდეს მედიის ეთიკურ და პროფესიულ სტანდარტებს;
ბ) ტექსტი არ უნდა შეიცავდეს უხამსობას, დისკრედიტაციას, პირის შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, სარეკლამო ხასიათის ინფორმაციას,
დ) პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში მასალა არ გამოქვეყნდება, ან წაიშლება საიტიდან.


"მედიაჩეკერი" იტოვებს უფლებას, შეხედულებისამებრ, არ გამოქვეყნოს ტექსტი.




რა ვაკეთოთ, ანუ როგორ ვეხმარებით ტერორისტებს

ცოტა შორიდან დავიწყებ. ყბადაღებული ცოცხების ვიდეოებით და საწოლის კადრებით. ზეგავლენამ დიდხანს არ გასტანა. პატიმრების წამებაზე აღშფოთებამ შემდეგ საარჩევნო ვადამდეც ვერ მიაღწია, სექს-კომპრომატები რამდენიმე თვეში დაავიწყდა აუდიტორიას... 


მსგავსი მასალის გასაჯაროების ეთიკური მხარე და მედიის ცოდვები გვერდზე გადავდოთ და კიდევ უფრო შემზარავ რამეზე დავფიქრდეთ - ტერაქტებზე. რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ ხოცვა-ჟლეტა ტრაილერით ნიცაში. მანამდე იყო სტამბული, ბანგლადეში და ბევრი სხვა. ზოგი აღიარებული, ზოგიც არა.


ტერორისტული აქტები მოლოდ ერთი მიზნით კეთდება - მოახდინონ თავზარდამცემი შთაბეჭდილება. პრაქტიკული დანიშნულება მათ არ აქვთ, ისევე როგორც ცოცხების ვიდეოებს, რომლებიც, დაკონვერტირდა თუ არა ამომრჩეველთა ხმაში, სხვა დროს ვიდაოთ.


მოხდა ტერაქტი. რას აკეთებს ამ დროს მედია? სოციალურიც და ტრადიციულიც. პირდაპირ ჩართვებს, სიახლეებში ჩნდება სისხლიანი გვამები, სასურველია ბავშვის, ცრემლიანი ინტერვიუები გადარჩენილებთან, მათ ახლობლებთან, ხელისუფლების წარმომადგენლებთან. რიგითი ადამიანებიც არ ჩამოვრჩებით: დროშები პროფილზე, ლანძღვა, ვინ მეტად თანაუგრძნობს. ყველა ერთად, ვასხამთ ტერორისტთა წისქვილზე წყალს, ანუ ვძრწუნდებით და სხვასაც ვაძრწუნებთ.


 

იქნებ, დროა, მედიამ ტერაქტების გაშუქების ახალი სტანდარტები შეიმუშავოს? რაც ნაკლები შემაძრწუნებელი ინფორმაცია გაჟონავს, მით ნაკლები იქნება ეფექტი, რომელსაც ელიან. მხოლოდ მშრალი ციფრები და სასარგებლო ინფორმაცია, სისხლები და გვამები უნდა იკრძალებოდეს. ისევე, როგორც წამების ფაქტების არსებობაში დასარწმუნებლად აუცილებელი არაა HD-ში ვუყუროთ სისასტიკეს. სხვანაირად უბრალოდ მივეჩვევით, ფაქტები შოკისმომგვრელ ეფექტს აღარ მოახდენენ, წამება და აფეთქებები ყოველდღიურობა გახდება.



არადა, სწორედ ჭირთა შიგან არის საჭირო ემოციების დაოკება და რაციონალური ქმედებები.


კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.