Feedback

მოგვწერეთ

სახელი:
ფოსტა:
ტექსტი:
დამცავი კოდი:

მკითხველის გვერდი

თუ გსურთ, მედიის შესახებ თქვენი სტატიებისა და პუბლიკაციების "მედიაჩეკერზე" გამოქვეყნება, მასალები გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: info@mediachecker.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ "მკითხველის ხმა".


პუბლიკაციები გამოქვეყნდება რედაქტირების გარეშე. იმისთვის, რომ თქვენი სტატია ან ბლოგი "მედიაჩეკერზე" გამოქვეყნდეს, ის უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 500 სიტყვას;
ბ) ტექსტი უნდა ეხებოდეს მედიის ეთიკურ და პროფესიულ სტანდარტებს;
ბ) ტექსტი არ უნდა შეიცავდეს უხამსობას, დისკრედიტაციას, პირის შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, სარეკლამო ხასიათის ინფორმაციას,
დ) პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში მასალა არ გამოქვეყნდება, ან წაიშლება საიტიდან.


"მედიაჩეკერი" იტოვებს უფლებას, შეხედულებისამებრ, არ გამოქვეყნოს ტექსტი.




მედიისა გავლენა საზოგადოებაზე.

.... „ჟურნალისტიკა ნარკოდამოკიდებულებასავითაა. ჟურნალისტიკით ადამიანები შეპყრობილები ხდებიან .ციხეში რომ გამოამყწვდიო ანდა ფეხებით ჩამოკიდო მაინც არ შეწყვეტს ის თავის საქმიანობას“. (ჯოშუა ფრიდმანი)


ჟურნალისტიკა დიდი პასუხისმგებლობაა,  ჟურნალისტიკა ეს არის საზოგადოებრივი სამსახურის სახე , რომელიც ადამიანებს გონივრული გადაწყვეტილებების მისაღებად აუცილებელ ინფორმაციას აწვდის . ადამიანები სწორედ ჟურნალისტების წყალობით ეცნობიან სამყაროს, რომელიც ჩვენს მიღმა არსებობს . ჟურნალისტიკა მარტო კარგი წერა არაა. ჟურნალისტიკა მწვავე კითხვების დასმასა და დაჟინებასაც ნიშნავს.


საზოგადოებას აწუხებს ერთი დიდი კითხვა - თუ რატომ უშვებენ ამდენ შეცდომას ჟურნალისტები და ხშირ შემთხვევაში ავრცელებენ მცდარ, გადაუმოწმებელ ინფორმაციას. ეს იმით აიხსნება, რომ ისინი, დროის სიმცირის გამო, ვერ ამოწმებენ რამდენიმე წყაროსთან ინფორმაციას. ზოგჯერ, ვფიქრობ, თუ რეპორტიორს სიმართლე აინტერესებს, მარტო წყაროს მითითებით არ შემოიფარგლება, თუმცა ჟურნალისტებს ყველანაირი ინფორმაციის შემოწმება რომ დაეწყოთ, ძალიან ბევრი სტატია არც დაიწერებოდა.


ტარდება უამრავი გამოკითხვა , სადაც ჟურნალისტები ერთხმად, პასუხობენ , რომ მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ორი ფაქტორი : 1.ფაქტების სიზუსტით გადმოცემა 2 . სადავო საკითხის ორივე მხარის წარმოჩენა (მიუკერძოებლობა ) .

რეპორტიორი და ბრწყინვალე მწერალი ლიბრინგი ამბობდა: „ მე ვწერ ყველა იმათგანზე უკეთესად ვინც ჩემზე სწრაფად წერს და ყველა იმათგანზე უფრო სწრაფად , ვინც ჩემზე უკეთ წერს“ . 


ყველა ჟურნალისტმა უნდა იცოდეს კანონი , რათა შეეძლოს საკუთარი და კოლეგების დაცვა.


ბევრს არ მოსწონს ჟურნალისტები, თუმცა უნდა ვაღიარო,თ მათ გარეშე თავისუფალ საზოგადოებას არაფერი გამოგვივა. პრესა და ზოგადად ტლევიზია მეოთხე ხელისუფლებაა.


სწორედ მედიამ გადაწყვიტა ხალხის მომავალი, წლების წინ ამერიკაში. გავიხსენოთ ყველაზე ცნობილი არჩევნები შეერთებულ შტატებში, როდესაც მედიამ „ამხილა“ პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი ისეთ საქმიანობაში ,როგორიც იყო ოპონენტი პარტიის(რომელიც არჩევებზე იღებდა მონაწილებას) ოფისში შეჭრა (ძარცვის გათამაშება) და შენობიდან დოკუმენტების მოპარვა.


მედიას დიდი როლი შეაქვს ასევე სტერეოტიპების შექმნაში, მაგალითად მედიაში საზოგადოება ყოველთვის უყურებდა თუ როგორი საშიშია ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანი. ამიტომ საზოგადოებაში ასეთი ადამიანების გამოჩენისას მომენტალურად პანიკა იქმნებოდა. თუმცა მიუხედავად იმისა,რომ ეს სტერეოტიპები მან ჩამოაყალიბა მანვე დაამსხვრია, ამ ყველაფერს დიდი დრო და ძალისხმევა დასჭირდა . ზოგიერთ ქვეყანაში ეს პრობლემა,კვლავ პრობლემად რჩება.


ჩემი აზრით, მასმედია ეს არის ერთგვარი იარაღი, რომლითაც ჩვენ , ჟურნალისტები , ვქმნით საზოგადოებრივ აზრს , მოკლედ რომ ვთქვათ საზოგადოების სათქმელს ვამბობთ.


მედიას შესწევს უნარი, თავის დაშვებული შეცდომები თვითონვე გამოასწოროს ...


მარიამ ნებიერიძე


კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.