Feedback

მოგვწერეთ

სახელი:
ფოსტა:
ტექსტი:
დამცავი კოდი:

მკითხველის გვერდი

თუ გსურთ, მედიის შესახებ თქვენი სტატიებისა და პუბლიკაციების "მედიაჩეკერზე" გამოქვეყნება, მასალები გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: info@mediachecker.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ "მკითხველის ხმა".


პუბლიკაციები გამოქვეყნდება რედაქტირების გარეშე. იმისთვის, რომ თქვენი სტატია ან ბლოგი "მედიაჩეკერზე" გამოქვეყნდეს, ის უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 500 სიტყვას;
ბ) ტექსტი უნდა ეხებოდეს მედიის ეთიკურ და პროფესიულ სტანდარტებს;
ბ) ტექსტი არ უნდა შეიცავდეს უხამსობას, დისკრედიტაციას, პირის შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, სარეკლამო ხასიათის ინფორმაციას,
დ) პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში მასალა არ გამოქვეყნდება, ან წაიშლება საიტიდან.


"მედიაჩეკერი" იტოვებს უფლებას, შეხედულებისამებრ, არ გამოქვეყნოს ტექსტი.




აჭარა მასმედიის ნარატივის მიხედვით

ვიდრე ახალი მოწვევის აჭარის უმაღლესი საბჭო დაკომპლექტდება და მედია საშუალებებით პოლიტიკოსები დეპუტატების ამპლუაში თავს გაგვაცნობენ, მანამდე თვალი გადავავლოთ მასმედიის ნარატივს აჭარის შესახბ, ჯერ ერთი რაკურსით, შემდეგ მეორეთი. მოკლედ, მასმედია რომ სუბიექტების პოზიციას გამოხატავს ეს უდავო ხდება ,,ევროპულ-დემოკრატიულ“ პირობებშიც კი. რაც უფრო თავისუფალია ქვეყანა, მით უფრო ბევრი სუბიექტი იჩენს თავს 21-ე საუკუნის ტელევიზორებში, ბეჭდურ გამოცემებსა თუ სოციალურ მედიაში. მაგალითად, საბჭოთა პერიოდიკა თავის დროზე კომუნიზმს ქადაგებდა და საზოგადოება განსხვავებულ აზრებს ვერ ისმენდა. დღეს მედიაპლურალიზმი ბატონობს. სხვადასხხვა არხი გვთავაზობს ,,მოვუსმინოთ ყველას, ვისაც ლაპარაკი არ ეზარება“, ზოგ შემთხვევაში მოვუსმინოთ ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების დებატებს (განსაკუთრებით წინა საარჩევნო პერიოდში) და ასე ნელ-ნელა ყალიბდება მედიის ნარტივი სხვადასხვა რაკურსით. სოციალური მდგომარეობის გამო ეგრეთწოდებული ,,პოლიტიზირებული ჩვენი ერი“ უნებლიედ ამ ნარატივის გულმოდგინე მსმენელი ხდება, იმის იმედით რომ გაიგებს: პენსიები გაიზრდება, ხელფასები მოიმატებს, სამუშაო ადგილები გაჩნდება, განათლების დონე აიწევს და ა.შ. ასე ჩნდება პოლიტიკურ-მასმედიური მითები და იქმნება მტრის ხატები. რაც შეეხება მტრის ხატს, აქ უმბერტო ეკოს დავესესხები : ,,როგორც ჩანს ადამიანს არ შეუძლია მტრის გარეშე არსებობა. ცივილიზაციის პროცესები მტრის ხატს ვერ შლის. იგი წყნარ და მშვიდობისმოყვარე ადამიანსაც კი სჭირდება. ამ შემთხვევაში, მტრის სახე ადამიანიდან ბუნების რაიმე მოვლენაზე ან სოციალურ ძალაზე ინაცვლებს, რომელიც როგორღაც გვემუქრება და რომელსაც უნდა ვძლიოთ, სულ ერთია, ეს იქნება კაპიტალისტური ჩაგვრა, გარემოს დაბინძურება თუ შიმშილი მესამე სამყაროში. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ,,ღვთივსათნო“ შემთხვევებია, როგორც ბრეხტი გვეუბნება, უსამართლობის სიძულვილიც ამახინჯებს სახეს.“


მივყვეთ ისევ მასმედიის ნარატივს. ძირითადად ტელევიზიები, პოლიტიკოსებსის კარიკატურებსაც ძერწავენ, ანუ მათ ,,დიპლომატიურ“ შესაძლებლობებს ბოლომდე გვიჩვენებენ. ქართული ელექტრონული მასმედიის ნარატივის მიხედვით, აჭარას პირველ რიგში ,,პოლიტიკური პროვინციალიზმით“ დაინახავთ. უხლოეს პერიოდის განმავლობაში აჭარის მედია განსაკუთრებულ ყურადღებას აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს უთმობდა და სტუდიებსა თუ ნიუსრომებში მასედიის პროტოტიპებს ქმნიდა. მაგალითად, ,,აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე და ქოლგა“, მასმედია აღნიშნულ თემას გარკვეული დროის განმავლობაში ტირაჟირებდა, ბადებდა ახალ სათაურებს როგორც ,,ვიპ პერსონაზე“ და ქმნიდა მითებსა თუ რეალობას, მედიაპროდუქციის მომხმარებლისთვის ნაკლებად საინტერესო საკითხებზე. სანაცვლოდ კი ჩნდებოდა აჭარის პოლიტიკური პროვინციალიზმი. აღნიშნულ საკითხს, რომ გავყვეთ მასმედიამ დიდი ყურადღება აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს მედეა ვასაძესაც დაუთმო და გენდერული თანასწორობის დაცვის პირობებში, ქალი პოლიტიკოსი საბავშვო ველოსიპედით და ხმაურიანი განცხადებებით გაგვაცნო. რაც შეეხება პოლიტიკოსს მურმან დუმბაძეს, ის ,,წინა საარჩევნო წყევლითა და ლოცვით“ მედიის ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოექცა. მასმედიის კონტენტანალიზის მიხედვით ნაციონალური მოძრაობის აჭარის ორგანიზაციის წევრები და ამავდროულად უმაღლესი საბჭოს დეპუტატები მუდმივად ჩხუბის ორგანიზატორებად გვევლინებიან, ხოლო აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარეები კი უმომქმედო პოლიტიკოსებად და ა.შ. ამ პროტოტიპებს არაერთი სტატია თუ რეპორტაჟი მიეძღვნათ. მასმედიის ნარატივს ჟურნალისტებთან ერთად თავად რეპორტაჟების პერსონაჟები ქმნიან. აქ მასმედია ერთი შეხედვით არაფერ შუაშია. თუმცა, მასმედიის (განსაკუთრებით რეგიონული მედიის) ,,გადამეტებული“ ყურადღება და მუდმივად აპელირება პოლიტიკოსების მოუმზადებელ გამოსვლებზე და არადიპლომატიურ ქცევებზე ,,ყვითელი პრესის“ ფუნქციებს გვახსენებს და რეგიონული მედიის პრიმუტიული ინტერესის სფეროს ავლენს.


მასმედიის ნარატივის მიხედვით კი, აჭარას მეორე რაკურსით ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით დავინახავთ. ვესტერნიზაციის პროცესში მყოფი ჩვენი ქვეყნის მასმედია მუდმივად ცდილობს საქართველო ტურისტებისთვის მიმზიდველი ქვეყანა გახადოს. რამდენადაც პარადოქსული არ უნდა იყოს, მასმედიის ნარატივის მიხედვით გადავდივართ დასავლურ რელსებზე, ამავე დროს ჩვენ ეროვნულ კულტურას, ტრადიციებს, ღირებულებებს და საქართველოს ისტორიას უცხოლებს ტელეკამერებისა თუ პრესიის ფურცლებით ვაცნობთ. ეს ჩემთვის, როგორც ქართველისთვის დადებითია, რადგან გლობალიზაციის პროცესში ჩვენი ეროვნული იდენტობის არსებობა, ჩვენი მომავალი ისტორიაა.


ასე რომ, მასმედიის ნარატივის მიხედვით აჭარა მართლაც ტურისტულ რეგიონად იქცა. და ბოლოს, მედიას დიდი წვლილი მიუძღვის ბათუმის, როგორც ტურისტული ქალაქის განვითარებაში. შეიძლება ითქვას, რომ ქართული მედიაპროდუქციის დიდი ნაწილი ტურისტულ პიარკამპანიებს ეთმობა, რაც დადებთად აისახება აჭარის მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ყოველ შემთხვევაში ესეც მასმედიის ნარატივია, მეორე რაკურსით.


ინგა ზოიძე


კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.