Feedback

მოგვწერეთ

სახელი:
ფოსტა:
ტექსტი:
დამცავი კოდი:

მკითხველის გვერდი

თუ გსურთ, მედიის შესახებ თქვენი სტატიებისა და პუბლიკაციების "მედიაჩეკერზე" გამოქვეყნება, მასალები გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: info@mediachecker.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ "მკითხველის ხმა".


პუბლიკაციები გამოქვეყნდება რედაქტირების გარეშე. იმისთვის, რომ თქვენი სტატია ან ბლოგი "მედიაჩეკერზე" გამოქვეყნდეს, ის უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 500 სიტყვას;
ბ) ტექსტი უნდა ეხებოდეს მედიის ეთიკურ და პროფესიულ სტანდარტებს;
ბ) ტექსტი არ უნდა შეიცავდეს უხამსობას, დისკრედიტაციას, პირის შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, სარეკლამო ხასიათის ინფორმაციას,
დ) პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში მასალა არ გამოქვეყნდება, ან წაიშლება საიტიდან.


"მედიაჩეკერი" იტოვებს უფლებას, შეხედულებისამებრ, არ გამოქვეყნოს ტექსტი.




კონკურსი " ბავშვები მედიაში" - ელენე ფირალიშვილის პოსტი

ბოლო პერიოდში, ჟურნალისტური  ეთიკის ქარტიის მიერ ჩატარებული მედიამონიტორინგიდან იკვეთება, რომ მედია ბავშთა საკითხების გაშუქებისას თავად ბავშვს იშვიათად იყენებს წყაროდ, იშვიათად ეკითხება აზრს საკითხებზე, რომელიც მას ეხება. გარდა ამისა, მედია ბავშვთა საკითხებზე მუშაობისას თითქმის ერთსა და იმავე თემებს აშუქებს.


ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ ჩაატარა, კონკურსი „ბავშვები მედიაში“, რომლის ფარგლებშიც, ბავშვებმა მოამზადეს ბლოგ პოსტები იმ საკითხებზე, რომელიც მათ აწუხებთ და რომელსაც მედია, როგორც წესი, არ აშუქებს.


„მკითხველის გვერდში“ ქვეყნდება გამარჯვებული პოსტები, რომლებიც ბავშვის პერსპექტივიდან დაგანახებთ იმ საკითხებს, რომლითაც მედია იშვიათად ინტერესდება.




ელენე ფირალიშვილი - "გთხოვთ, შემატყობინოთ!"

 

მასწავლებელმა კლასიდან გამაგდო. ხშირად მეც არ ვარ ხოლმე მართალი, მაგრამ ამჯერად ვფიქრობ, რომ ჩემი პედაგოგი უსამართლოდ მომექცა.

 

მაინც რატომ ვზივარ ახლა დერეფანში და არა მერხთან და რატომ არ ვუსმენ გაკვეთილს. ალბათ იმიტომ, რომ მასწავლებელს ვუთხარი, ჯინსს მინდა გავხევ და მინდა შევკერავ-მეთქი.

 

ყველაფერი კი ასე დაიწყო: მაისის ერთ დღეს ავდექი და ის შარვალი ჩავიცვი, რომელიც თითქმის ყოველდღე მაცვია. მაინც რითი იყო გამორჩეული ის დილა? ალბათ, იმით, რომ სკოლაში ახალი შინაგანაწესის გამოცხადების შემდეგ პირველად მივდიოდი გაკვეთილზე. განაწესი რომ გაგვაცნეს, მაშინვე გამიჩნდა პროტესტის გრძნობა, რადგან დახეული ჯინსები შემცირებაში მოყვა.

 

იმ დილით დედაჩემი შემოვიდა ოთახში და შემახსენა, რომ სკოლაში წასასვლელად შარვალი უნდა დამეკერებინა. რა თქმა უნდა, არ დავაყოვნე და ბუზღუნი დავიწყე, მაგრამ ბოლოს მაინც იძულებული გავხდი, ნემსი და ძაფი ამეღო. დიდი წვალებით შევუდექი შარვლის „გამთელებას“. სახლიდან გასვლის წინ კი მაკრატელი ჩუმად ჩავიცურე ჯიბეში.

 

სკოლაში შესვლამდე უსაფრთხო ადგილი შევარჩიე, მივიმალე, ჯიბიდან მაკრატელი ამოვიღე და „ზედმეტი“ ძაფები დაუნანებლად გადავჭერი. შარვალი აშკარად უკეთ გამოიყურებოდა. როგორც კი შენობაში შევაბიჯე, დარაჯის შემეჩეხა, აშკარად დამინახა და ჩემი დახეული ჯინსიც არ გამოჰპარვია, მაგრამ თვალი ამარიდა. ტყუილად არ ამბობენ ბიჭები, ჯიგარიაო.

 

შეიძლება დარაჯი ჯიგარი იყო, მაგრამ ჩემს მასწავლებელზე ამას ვერავინ იტყვის: როგორც კი ჩემი გახეული ჯინსი დაინახა, მაშინვე ისტერიული ყვირილი მორთო: ვინ გამოგიშვა ასე სახლიდან, ან დარაჯს სად ჰქონდა თვალებიო და... კიდევ რა ფრაზები მოაყოლა და როგორი ტემბრით, აღარ გავაგრძელებ.

 

აი, ამიტომაც ვზივარ ახლა დერეფანში და ვფიქრობ, როგორ ვუთხრა დედაჩემს, რომ სკოლაშია დაბარებული და როგორ მოვუბოდიშო დარაჯს, რომელსაც საყვედური არ ასცდება.

 

P.S. ვინმე თუ გაიგებთ, რატომ უნდა მივიღო განათლება აუცილებლად მასწავლებლის მსგავსად გამოწყობილმა, შემატყობინეთ.

 

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.