Feedback

მოგვწერეთ

სახელი:
ფოსტა:
ტექსტი:
დამცავი კოდი:

მკითხველის გვერდი

თუ გსურთ, მედიის შესახებ თქვენი სტატიებისა და პუბლიკაციების "მედიაჩეკერზე" გამოქვეყნება, მასალები გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: info@mediachecker.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ "მკითხველის ხმა".


პუბლიკაციები გამოქვეყნდება რედაქტირების გარეშე. იმისთვის, რომ თქვენი სტატია ან ბლოგი "მედიაჩეკერზე" გამოქვეყნდეს, ის უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 500 სიტყვას;
ბ) ტექსტი უნდა ეხებოდეს მედიის ეთიკურ და პროფესიულ სტანდარტებს;
ბ) ტექსტი არ უნდა შეიცავდეს უხამსობას, დისკრედიტაციას, პირის შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, სარეკლამო ხასიათის ინფორმაციას,
დ) პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში მასალა არ გამოქვეყნდება, ან წაიშლება საიტიდან.


"მედიაჩეკერი" იტოვებს უფლებას, შეხედულებისამებრ, არ გამოქვეყნოს ტექსტი.




კონკურსი " ბავშვები მედიაში" -გიორგი მექვაბიშვილის პოსტი

ბოლო პერიოდში, ჟურნალისტური  ეთიკის ქარტიის მიერ ჩატარებული მედიამონიტორინგიდან იკვეთება, რომ მედია ბავშთა საკითხების გაშუქებისას თავად ბავშვს იშვიათად იყენებს წყაროდ, იშვიათად ეკითხება აზრს საკითხებზე, რომელიც მას ეხება. გარდა ამისა, მედია ბავშვთა საკითხებზე მუშაობისას თითქმის ერთსა და იმავე თემებს აშუქებს.


ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ ჩაატარა კონკურსი „ბავშვები მედიაში“, რომლის ფარგლებშიც, ბავშვებმა მოამზადეს ბლოგ პოსტები იმ საკითხებზე, რომელიც მათ აწუხებთ და რომელსაც მედია, როგორც წესი, არ აშუქებს.


„მკითხველის გვერდში“ ქვეყნდება გამარჯვებული პოსტები, რომლებიც ბავშვის პერსპექტივიდან დაგანახებთ იმ საკითხებს, რომლითაც მედია იშვიათად ინტერესდება.






გიორგი მექვაბიშვილი  - დაუვიწყარი ზაფხული     
           

მე-11 კლასში ვარ. წელს  გამოცდები მიწევს. მაქსიმალურად ვემზადები, რომ კარგად ჩავაბარო და შემდეგ დაუვიწყარ ზაფხულზე დავიწყო ზრუნვა. ამბობენ, ფულში არ არის ბედნიერება, მას ბედნიერება არ მოაქვსო. იშვიათ შემთხვევაში შეიძლება ვეთანხმებოდე კიდეც ამ აზრს, მაგრამ მაინც სისულელედ მიმაჩნია: როგორი გულდასაწყვეტიც არ უნდა იყოს, დაუვიწყარი ზაფხულისთვის ფული მჭირდება. ჩემს ოჯახს არ აქვს საშუალება, რომ ჩემი ზაფხული დააფინანსოს, ამიტომ ეს მე უნდა გავაკეთო. სიმართლე გითხრათ, ასეც მირჩევნია, არ მინდა, ოჯახს ტვირთად დავაწვე, უკვე არც ისე პატარა ვარ. მინდა, ვიმუშაო და ფული ჩემი შრომით ვიშოვო, მაგრამ ეს საქართველოში ძალიან რთულია, ან, სულაც, შეუძლებელი. 17 წლის ვარ, ჯერ სკოლაში ვსწავლობ, განცხადებებში კი კომპანიებს კონსულტანტადაც ზრდასრული, უმაღლესდამთავრებული, გამოცდილი მომსახურე პერსონალი სჭირდებათ. ცუდია, რომ მოზარდების შესაძლებლობებს სათანადოდ არ  აფასებენ და არ გვენდობიან.


სამწუხაროდ, საქართველო ის ქვეყანაა, სადაც არასრულწლოვანები ფლაერების დარიგების გარდა გავლენიანი ნაცნობის გარეშე ნორმალურ ადგილზე ნორმალური ხელფასით მუშაობას  ვერ იწყებენ. ხშირ შემთხვევაში, ფლაერებსაც ვერ არიგებენ იმ გავლენიანი ნაცნობის გარეშე. ახალ თაობას, რომელმაც მომავალი უნდა შექმნას, სამუშაო გამოცდილების მიღება,  „გამართლების შემთხვევაში“, ფლაერების დარიგებით უწევს.


უცხოეთში 16 და 17 წლის  მეგობრები მყავს, რომლებმაც მხოლოდ კარგი „სივით“დაიწყეს მუშაობა კარგ ადგილზე, კარგი ანაზღაურებით. ახლა ერთი „მაკდონალდში“ მუშაობს, მეორე კი გერმანიაში ერთ-ერთი ჟურნალის კორესპონდენტია. მათი წარმატება მახარებს, სამწუხარო ის არის, რომ მე მხოლოდ კარგი „სივით“ საქართველოში მუშაობას ვერ დავიწყებ.


კანონი მეუბნება, რომ 15 წლიდან შემიძლია ვიმუშაო და ფული ჩემით ვიშოვო, მაგრამ სახელმწიფო და კერძო კომპანიები ამის საშულებას არ მაძლევენ.


ჯანდაბა, თავი კურდღელი მგონია, რომელსაც სტაფილოს დაანახებენ და არ აჭმევენ.


როგორც ჩანს, ამ ეტაპზე დაუვიწყარ ზაფხულზე ფიქრი უნდა დავივიწყო.


კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.