Feedback

მოგვწერეთ

სახელი:
ფოსტა:
ტექსტი:
დამცავი კოდი:

მკითხველის გვერდი

თუ გსურთ, მედიის შესახებ თქვენი სტატიებისა და პუბლიკაციების "მედიაჩეკერზე" გამოქვეყნება, მასალები გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: info@mediachecker.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ "მკითხველის ხმა".


პუბლიკაციები გამოქვეყნდება რედაქტირების გარეშე. იმისთვის, რომ თქვენი სტატია ან ბლოგი "მედიაჩეკერზე" გამოქვეყნდეს, ის უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 500 სიტყვას;
ბ) ტექსტი უნდა ეხებოდეს მედიის ეთიკურ და პროფესიულ სტანდარტებს;
ბ) ტექსტი არ უნდა შეიცავდეს უხამსობას, დისკრედიტაციას, პირის შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, სარეკლამო ხასიათის ინფორმაციას,
დ) პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში მასალა არ გამოქვეყნდება, ან წაიშლება საიტიდან.


"მედიაჩეკერი" იტოვებს უფლებას, შეხედულებისამებრ, არ გამოქვეყნოს ტექსტი.




ეთიკის პრობლემა თანამედროვე ქართულ ბეჭდურ მედიაში

კვლევის არსებითი ნაწილი–გაზეთების ალიას“, „ქრონიკის,ასავალ-დასავალის (2014 წლის ოქტომბრის, ნოემბრისა და დეკემბრის ნომრების ანალიზის საფუძველზე დავადგინეთ, რომ ხსენებულ გამოცემებში პროფესიული ეთიკის ნორმები ხშირად ირღვევა, რაც, პირველ რიგში, არაპროფესიონალიზმზე მიუთითებს. მტკიცების საილუსტრაციოდ რამდენიმე მაგალითს წარმოვადგენთ:


გაზეთ „კვირის ქრონიკის“ N37 -ში გამოქვენდა ჟურნალისტ ნინო სამხარაძის პუბლიკაცია, სათაურით: „მიშას მონებო, როცა სკანდირებდით –„ღარიბაშვილო, პუტინის მონა“, „საქართველოს გამყიდველო“, სისხლით მოსულო მთავრობა“. მიშაზე ხომ არ ფიქრობდით მაგ დროს, მეტი დამაჯერებლობა რომ შეეძინა თქვენს ფრაზებს? მასალაში უხეშად ირღვევა ჟურნალისტური ეთიკის ნორმები, კერძოდ: ჟურნალისტი მიხეილ სააკაშვილს უწოდებს „მკვლელს“, „ბოროტს“, ადარებს „ჩასვრილ ბავშვს“ და აცხადებს: „სადაც წაგეწევი, იქ დაგაშტანცმარკებო“.


ნინო სამხარაძე თავის პოზიციას აფიქსირებს არაკორქტულად, შურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენებით, რაც დაუშვებელია. სტატიაში ასევე უარყოფით კონტექსტში არიან მოხსენიებული პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები. კერძოდ, „მიშას დაქირავებულ მონებად“, „ბოზებად“, „გათახსირებულებად“ და „მანქურთებად“.


ამავე სტატიაში ჟურნალისტი ივიწყებს კოლეგიალობას და ჟურნალისტ ოლეგ პანფილოვს „სააკაშვილის რეჟიმის“ გამპრავებლად მოიხსენიებს და ამასაც არ სჯერდება _ კოლეგას „არყით გაჟღენთილს“ უწოდებს.


ეთიკური ნორმების დარღვევის არაერთი მაგალითი გვხდება გაზეთ „ასავალ-დასავალშიც“. 2014 წლის N39-ში დაიბეჭდა ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძის „ინტერვიუ ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძესთან .ინტერვიუს შესავალ ნაწილში მასალის ავტორი ჟურნალისტ ეკა კვესიტაძეს „ნაცისტური სექტის თიმსალ-მაკოს“ უწოდებს და მისი პროფესიის აღმნიშვნელ სიტყვას _ ჟურნალისტი _ ბრჭყალებში ათავსებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ეკა კვესიტაძეს ამ პროფესიის წარმომადგენლად არ აღიქვამს. ასეთი ლექსიკა ეთიკურ ნორმებს ეწინააღმდეგება და კოლეგას შეურაცხყოფს.


ამავე ინტერვიუში დიტო ჩუბინიძე ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძეს მიმართავს: „ბატონო შალვა, მაგ „ქარტიას“ გავანებოთ თავი, რადგან „ჟურნალისტურ ქარტიაში“ სულ კვესიტაძეები არიან“. ამ შემთხვევაში უხეშად ირღვევა ეთიკური ნორმები. ქარტია მოხსენიებულია უარყოფით კონტექსტში და მოღვაწეობა გაიგივებულია ერთი კონკრეტული ჟურნალისტის (ეკა კვესიტაძე) პროფესიულ საქმიანობასთან.


ეთიკური ნორმების დარღვევის არაერთი მაგალითი გვხდება, გაზეთ „ალიაშიც“. გაზეთ „ალიას“ გასული წლის ნომერში დაბეჭდილ ინტერვიუში პოეტ რეზო ამაშუკელთან პოეტი დიმიტრი შაშკინს, სერგი კაპანაძესა და შოთა უტიაშვილს უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებს და „ჭუპრებიდან გამოჩეკილს“ , ხოლო სერგი კაპანაძეს კი „ბეკეკას“ უწოდებს. ამ დროს ჟურნალისტი რესპონდენტს არ აძლევს შენიშვნას, რომ შეურაცხყოფა არავის მიაყენოს, რაც იმას გვაფიქრებინებს, რომ გაზეთი განზრახ ამკვიდრებს სიძულვილის ენას.


გაზეთ „ასავალ-დასავალის“ გასული წლის ნომერში გამოქვეყნდა ჟურნალისტ გიორგი გიგაურის სტატია, სათაურით: „მიშას ასო“, სადაც უხეშად ირღვევა ეთიკური ნორმები. კერძოდ, ნიკანორ მელია, გიგა ბოკერია,დავით დარჩიაშვილი და ლევან თარხნიშვილი, ადამიანის სასქესო ორგანოსთან არიან ასოცირებული, რაც არაეთიკური საქციელია ჟურნალისტის მხრიდან. „მიშას ასოებად“ ასევე მოხსენიებული არიან“ არასამთავრობო ორგანიზაციები: „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო“, „ფონდი ღია საზოგადოება- საქართველო“, „ადამიანის უფლებათა ცენტრი ;


ჩვენ მიერ საკვლევად შერჩეულ პერიოდში გაზეთების: ალიას,ქრონიკ,ასავალ-დასავალის“ ფურცლებზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციათა უმრავლესობაში ერთი და იგივე სურათია _ ჟურნალისტები ან თვითონ არღვევენ ეთიკურ ნორმებს, ან რესპონდენტების მიერ გამოთქმულ სხვათა შეურაცხმყოფელ შეხედულებებს უკომენტაროდ გვთავაზობენ.


„სიძულვილის ენა“ სკანდალს ქმნის, სკანდალი კი ისაა, რაზეც, სამწუხაროდ, თანამედროვე გამოცემები არიან ორიენტირებული, რადგან ეს ფაქტი ტირაჟის გაყიდვას უზრუნველყოფს. ყოველივე ზემოთქმული მასალათა ხარისხზე უარყოფითად აისახება.


ამგვარად, დაკვირვების შედეგად დადგინდა, რომ საკვლევ პერიოდში ჩვენ მიერ დასაკვირვებლად შერჩეული გაზეთების ფურცლებზე გამოქვეყნებულ მასალებში ჟურნალისტები არ იცავენ პროფესიულ ეთიკას, რაც აზარალებს არა მარტო კონკრეტული ავტორის, არამედ გამოცემის იმიჯსაც.


შენიშვნა: ნაშრომი გამოყენებული იყო კსუ–ს 2015 წლის (კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი) გაზაფხულის კონფერენციაზე. კვლევის ხელმძღვანელი–ციცინო ბუკია.


 

თორნიკე დევაძე
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.