Feedback

მოგვწერეთ

სახელი:
ფოსტა:
ტექსტი:
დამცავი კოდი:

მკითხველის გვერდი

თუ გსურთ, მედიის შესახებ თქვენი სტატიებისა და პუბლიკაციების "მედიაჩეკერზე" გამოქვეყნება, მასალები გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: info@mediachecker.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ "მკითხველის ხმა".


პუბლიკაციები გამოქვეყნდება რედაქტირების გარეშე. იმისთვის, რომ თქვენი სტატია ან ბლოგი "მედიაჩეკერზე" გამოქვეყნდეს, ის უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 500 სიტყვას;
ბ) ტექსტი უნდა ეხებოდეს მედიის ეთიკურ და პროფესიულ სტანდარტებს;
ბ) ტექსტი არ უნდა შეიცავდეს უხამსობას, დისკრედიტაციას, პირის შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, სარეკლამო ხასიათის ინფორმაციას,
დ) პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში მასალა არ გამოქვეყნდება, ან წაიშლება საიტიდან.


"მედიაჩეკერი" იტოვებს უფლებას, შეხედულებისამებრ, არ გამოქვეყნოს ტექსტი.




რა სარგებლობა მოაქვს „პროფილს?!”

უნივერსიტეტში ჟურნალისტიკაზე რომ ჩავაბარე, 10 მცნებასავით გვასწავლეს პირველივე დღიდან, რომ არ უნდა ვყოფილიყავით მიკერძოებულები, არ უნდა ვყოფილიყავით „ყვითლები“, არ უნდა მოგვეთბო ხელი სხვის პირად ცხოვრებაზე, სხვის პირად ტრაგედიაზე...


მომავალ ჟურნალისტებს ასწავლიან სახელმძღვანელოებით, რომლებსაც, ალბათ, მხოლოდ იდეალურ სამყაროში გამოიყენებდნენ. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი მედია ჯერ კიდევ ძალიან შორს დგას იმ თავისუფალი სამყაროს პრაქტიკოსების თუ თეორეტიკოსების შედგენილი სტანდარტებისგან. თუმცა, მთავარი, რაც ამ ყველაფრისგან მაინც გრჩება (გარდა ცოდნისა) არის მორალი, რომ არ უნდა გაიწყვიტო სინდისის ძარღვი და ღრმა ძილიდანაც რომ გამოგაღვიძონ, ეს სულ უნდა გახსოვდეს.


სტუდენტები, რომლებიც ვფიქრობდით, რომ თუ ამ ყველაფერს გავისსიხლხორცებდით, ვიქნებოდით ყველაზე კარგი ტიპები, არ დავუშვებდით არაეთიკურ კომპრომისებს ტირაჟისთვის, რეიტინგისთვის... და საერთოდაც, ვფიქრობდით, რომ მთებს გადავდგამდით.


იმ ლამის ყოველდღიურად გამართულ დისკუსიებს, რომლებსაც სტუდენტები ვმართავდით, ერთ დიდ წითელ ზოლად გასდევდა მაია ასათიანი თავისი პროფილ-ანფასიანად. სულ ვმსჯელობდით, ვკამათობდით, ვჩხუბობდით კიდეც, მოკლედ, უამრავ ძვირფას დროს ვკარგავდით იმაზე საუბარში, რატომ არა „პროფილი“.


მომისმენია არგუმენტი, რომ ჩვენ ვართ იმდენად დაბალი დონის საზოგადოება, რომ ისევ ჩვენგანვე მოდის მოთხოვნა სწორედ ამ ტიპის იაფფასიან გადაცემებზე, სხვის თეთრეულში ქექვაზე, ცრემლებზე და შოუდ ქცეულ ტრაგიკომედიებზე. რომ იკითხოთ, არავინ გეტყვით, რომ მისი მაყურებელია, თუმცა თითქმის არ ჩაუვლია გადაცემას, რომ წამყვანისა და ფორმატის მორიგი მიწასთან გასწორება არ მოჰყვეს, ვერც რებრენდნგმა შეცვალა რამე. ანუ რა გამოდის, ჩვენ არ მოგვწონს, მაგრამ მაინც ვუყურებთ, გვიკვირს, თუმცა ჩვენვე ვუდებთ რეიტინგს. ვაღიარებ, რამდენჯერმე სპეციალურადაც ჩავუჯექი რომელიმე ერთი შეხედვით საინტერესო თემას, რომელიც ბოლოს ისევ დაუსრულებელ ქაოსში, ე.წ. ფეისებისგან მორალის კითხვაში ან დაცემული პოპულარობის ამაღლების მიზნით სკანდალში გადაზრდილა.


მოდით ორი სიტყვით შევეხები ე.წ. ახალ ფორმატს - ანუ რა ხდება, გამოდის სრულიად გაუბედურებული, დამცირებული, სასოწარკვეთილი ადამიანი, ჰყვება თავის ისტორიას და ე.წ. უფლებადამცველები თუ ექსპერტები ყველაფრის დარგში საჯაროდ, სრულიად მოურიდებლად განიხილავენ მის ტრაგედიას, აფასებენ, გამოჰყავთ მსხვერპლად ან დამნაშავედ. ვერაფერს იტყვით, სოფლის დედაკაცები სოფლის ბირჟაზე ამაზე ცუდს კი არაფერს უკეთებენ ადამიანებს.


კარგით, ვთქვათ, ნორმალურია ასეთი დისკუსიები, მაგრამ რისი მომცემია ის- რას ცვლის გმირების ცხოვრებაში, რა სარგებლობა მოაქვს მათთვის- გარდა იმისა, რომ შესაძლოა საზოგადოების მხრიდან დეტალური განხილვის, ქილიკის და ზოგჯერ უფრო მეტი ფსიქოლოგიური ზეწოლის მსხვერპლნიც ხდებიან?!


წელს მაგისტრატურაზე ჩავაბარე, ისევ ჟურნალისტიკის მიმართულებით და როცა მსჯელობა ისევ „პროფილს“ შეეხო, მივხვდი, რომ ჩვენ მთებს ართუ გადავდგამთ, ადგილიდანაც ვერ დავძრავთ, იმიტომ რომ რეიტინგი უდრის ჟანგბადს და ამ რეიტინგს ჩვენვე ვქმნით.


ნატა ლეჟავა
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.