Feedback

მოგვწერეთ

სახელი:
ფოსტა:
ტექსტი:
დამცავი კოდი:

მკითხველის გვერდი

თუ გსურთ, მედიის შესახებ თქვენი სტატიებისა და პუბლიკაციების "მედიაჩეკერზე" გამოქვეყნება, მასალები გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: info@mediachecker.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ "მკითხველის ხმა".


პუბლიკაციები გამოქვეყნდება რედაქტირების გარეშე. იმისთვის, რომ თქვენი სტატია ან ბლოგი "მედიაჩეკერზე" გამოქვეყნდეს, ის უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 500 სიტყვას;
ბ) ტექსტი უნდა ეხებოდეს მედიის ეთიკურ და პროფესიულ სტანდარტებს;
ბ) ტექსტი არ უნდა შეიცავდეს უხამსობას, დისკრედიტაციას, პირის შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, სარეკლამო ხასიათის ინფორმაციას,
დ) პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში მასალა არ გამოქვეყნდება, ან წაიშლება საიტიდან.


"მედიაჩეკერი" იტოვებს უფლებას, შეხედულებისამებრ, არ გამოქვეყნოს ტექსტი.




ტერორიზმი და მედია

ტერორიზმის პრობლემა საერთაშორისო უსაფრთხოებისათვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს. დღესდღეობით აღნიშნულ პრობლემას უდიდესი ყურადღება ეთმობა, რაც გამოწვეულია გახშირებული ტერორისტული აქტებით.


ვინაიდან, მასმედიას დიდი ზეგავლენა აქვს საზოგადოებაზე, მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტებმა ობიექურად და ბალანსის დაცვით გააშუქონ ტერორიზმთან დაკავშირებული საკითხები. ამ დროს ჟურნალისტის წინაშე უამრავი დილემა ჩნდება.


მიუხედავად იმისა, რომ საკითხი აქტუალურია და ტერორიზმის თემას ხშირად ვხვდებით მედიაში, სტანდარტი ამ საკითხების გაშუქებისთვის, 2015 წლის ნოემბრამდე არ არსებობდა. ნოემბერში კი, პარიზის ტერაქტის შემდეგ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ, მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებების ( BBC, Reuter ) სახელმძღვანელო წესების გათვალისწინებით, შეიმუშავა ზოგადი რეკომენდაციები ტერორიზმთან დაკავშირებული თემების გაშუქებისთვის. მნიშვნელობა აქვს რა ტერმინოლოგიას იყენებს ჟურნალისტი, რამდენად იცავს ბალანსს ბაზრის მოთხოვნებსა და პროფესიულ პასუხისმგებლობას შორის და .


სიტყვა ტერორი ლათინური წარმოშობისაა და ნიშნავს შიშს, საშინელებას. ტერორისტების ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ შიშის და პანიკის დათესვაა საზოგადოებაში. მედიის გამოყენებით ისინი ძირითადად, ამ მიზანს აღწევენ ხოლმე.


ტერორიზმის ექსპერტები ეთანხმებიან ერთმანეთს, რომ დემოკრატიული ქვეყნების თავისუფალ პრესას ტერორისტები იყენებენ თავიანთი საქმიანობისთვის, საკუთარი მოთხოვნისა და მუქარის საჯაროობისთვის’’ (მერაბ ურუშაძეგლობალიზაციაგლობალური ტერორიზმის საფრთხე’’, გვ. 81)


ტერორისტული აქტი ისეთი მოვლენაა, რომელიც საზოგადოების ნებისმიერ წევრს შეიძლება შეეხოს, შესაბამისად მისი გაშუქების გარეშე დატოვება ალბათ წარმოუდგენელია, თუმცა მსგავსი ძალადობრივი ატქების გაშუქებას მედია დიდი სიფრთხილით უნდა მოეკიდოს, რადგან ძალადობის ტირაჟირება ხშირად ცუდად აისახება მის მაყურებელზე. გარდა ამისა, შესაძლოა მედიამ უნებლიე რელიგიურ დისკრიმინაციასაც შეუწყოს ხელი.


რეგულაციები ტერორიზმის გაშუქებასთან დაკავშირებით, ქართულ რეალობაში არც თუ ისე მრავლად მოგვეპოვება. როგორც ვიცით, მედიის თვითრეგულირების მექანიზმი - ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაა, რომელმაც ზემოთ ხსენებული რეკომენდაციები შეიმუშავა. გარდა ამისა, აღსანიშნავია მაუწყებელთა ქცევის კოდექსი, სადაც წერია, რომტერორისტის, გამტაცებლის ან მძევლის განცხადება ან მასთან ინტერვიუ არ უნდა გადაიცეს მაუწყებლის სარედაქციო ხელმძღვანელობის თანხმობის გარეშე. ინტერვიუს გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას უნდა მოხდეს ინფორმაციის გადაცემით მიღებული სარგებლისა და ზიანის შეფასება.“(მაუწყებელთა ქცევის კოდექსი, მუხლი N53.3).


საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსში კი წერია, შემდეგი:

ოპერატიულად მიაწოდეთ საზოგადოებას ზუსტი ინფორმაცია ტერორისტული აქტის და მისი შედეგების შესახებ. თავი შეიკავეთ ემოციური და სუბიექტური შეფასებებისაგან. აუდიტორიას მიაწოდეთ ობიექტური ინფორმაცია, რათა მან თავად შეძლოს გარკვევა, ვინ არის დამნაშავე, რა დანაშაულს ჩადის და ვის წინააღმდეგ”. (მუხლი 8.4)


სხვა რეგულაციებს ტერორიზმის საკითხების გაშუქებასთან დაკავშირებით ქართულ სინამდვილეში არ ვხვდებით.


გარდა ქართული მაგალითისა, საინტერესოა მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალების „ბი-ბი-სის“ რეკომენდაციები ჟურნალისტებისთვის:

ტერორისტული აქტების გაშუქებისას მნიშვნელოვანია ისეთი ჟურნალისტური ენის გამოყენება, რომელიც თავისუფალია შეფასებებისგან. უმჯობესია, ფაქტები აღიწეროს მშრალად, მედიამ არ გამოიყენოს ზედმეტად ემოციური სიტყვები და შეფასებები“ - ეს არისბი-ბი-სისერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია. ამ შინაარსის რეკომენდაციას ქართულ ბროშურაშიც ვხვდებით.


ასევე საინტერესოა, „როიტერისსახელმძრვანელო წესები, რომელიც სპეციალურად ტერორიზმის გაშუქებას ეხება.ამ შემთხვევაშიც, საკმაო ყურადღება ეთმობა ტერმინოლოგიას. რა განსხვავებაა „თალიბსა“ და „თალიბანს“ შორის , სიტყვა „ლიკვიდაციის“(terminate) ნაცვლად უმჯობესია გამოვიყენოთ სიტყვა „შეჩერება“(stop, end) და ა. შ სწორედ მსგავის ტიპის რეკომენდაციებს შევხვდებით როიტერის ვებ-გვერდზე.


ხშირ შემთხვევაში ჟურნალისტები უკონტროლოდ და ზოგჯერ, უადგილოდაც სიტყვა „ისლამისტის“ გამოყენებით, ხელს უწყობენ ქვეყანაში ისლამოფობიური განწყობების შექმნას და გაღვივებას. ბალანსი ბაზრის მოთხოვნებსა და პროფესიულ ეთიკას შორის რიგ შემთხვევებში ირღვევა, რადგან მედიასაშუალებები ცდილობენ გაამძაფრონ მოვლენები და ხელი შეუწყონ დამატებითი პანიკის დათესვას.


გიორგი დვალიშვი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.